სან-პანკრაციოს კარიბჭე

სან-პანკრაციოს კარიბჭე (იტალ. Porta San Pancrazio) — რომის ავრელიანეს კედლების ერთ-ერთი სამხრეთ კარიბჭე იტალიაში. კარიბჭის შენობაში განთავსებულია გარიბალდის ვეტერანთა და გადარჩენილთა ეროვნული ასოციაცია, ასევე გარიბალდის მუზეუმი (რომელიც ასევე ეძღვნება იტალიურ პარტიზანულ დივიზიას სახელად „გარიბალდი“, რომელიც მოქმედებდა 1943-დან 1945 წლამდე).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიბჭე მდებარეობს იანიკულუმის ბორცვის მწვერვალთან ახლოს და მისი პირველი ნაგებობა შესაძლოა თარიღდებოდეს რომის რესპუბლიკის დასასრულით, როდესაც ტიბრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მოკრძალებული საცხოვრებელი დასახლება პატარა საქალაქო კედლით იყო გარშემორტყმული. მოგვიანებით ის აღნიშნავდა კედლის იმ მონაკვეთის სამხრეთ წვეროს, რომელიც იმპერატორმა ავრელიანემ ააშენა 270 წელს და რომელიც ბორცვზე სამკუთხა ფორმით ადიოდა.
მე-14 რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, სადაც კარიბჭე იყო აღმართული,არის ის რომ მასზე გადიოდა ქუჩა ვია აურელია ანტიკა.ქუჩა იწყებოდა პონს აემილიუსიდან, ადიოდა ბორცვზე და ქალაქიდან სწორედ ამ კარიბჭის გავლით გადიოდა, რამაც განაპირობა კარიბჭის სახელწოდება (დღესაც კი, თანამედროვე ვია აურელია ანტიკა, რომელმაც დაკარგა თავისი მონაკვეთი ტრასტევერეში, სწორედ აქედან იწყება). ამის გამო, კარიბჭის ადრინდელი სახელი იყო „პორტა აურელია“,[1] თუმცა დამოწმებულია ასევე სახელწოდებები „ჯანიკოლენსე“ ან „აურელიანა“ - იმ კონსულის სახელიდან, რომელმაც ჩაიფიქრა და ააშენა ეს გზა. ქრისტიანი წამებულის პანკრატიუსის ახლომდებარე საფლავის, მისდამი მიძღვნილი კატაკომბის და მოგვიანებით ბაზილიკის მნიშვნელობა, რომლებიც მუდმივი მომლოცველობის ადგილები იყო, იმდენად გაბატონდა საკონსულო ქუჩაზე, რომ ზეგავლენა მოახდინა, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, რომაული კარიბჭეების ნომენკლატურის ქრისტიანიზაციის პროცესზე, და VI საუკუნიდან კარიბჭეს მიენიჭა სახელი, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს.[2]
სიახლოვეს, შიდა მხარეს, მდებარეობდა საჯარო წისქვილები, განთავსებული აკვედუკ აქვა ტრაიანას შესართავთან ახლოს, რომლებიც მოქმედებდა შუა საუკუნეების დასრულებამდე.
კარიბჭის თავდაპირველი გარეგნობა სრულიად უცნობია და სავარაუდოდ ის ოდნავ განსხვავებულ ადგილზე იდგა. XVI და XVII საუკუნის ზოგიერთი მონაცემი გვაფიქრებინებს, რომ მას ჰქონდა ერთი თაღი გვერდებზე ორი მართკუთხა კოშკით, რაც ადასტურებს იმპერატორ ჰონორიუსის მიერ V საუკუნის დასაწყისში ჩატარებული ყველა რესტავრაციის ტიპურ სტრუქტურას.
537 წლის თებერვალში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიბჭე დაიპყრეს ვიტიგესის მეთაურობით მყოფმა მოალყე გუთებმა. მოგვიანებით ველისარიუსმა დაადგინა, რომ ეს ცრუ განგაში იყო.
მთელი კარიბჭე ნაწილობრივ გადაკეთდა XVII საუკუნეში მატია დე როსის მიერ, ჯოვანი ლორენცო ბერნინის მოწაფის მიერ, ახალი საქალაქო კედლის, ე.წ. მურა ჯანიკოლენსის (იანიკულუმის კედლების) მშენებლობის დროს, პაპ ურბან VIII-ის ბრძანებით. დე როსიმ უბრალოდ მოხსნა კარიბჭე, მაგრამ შეინარჩუნა ავრელიანეს უკანა ნაწილი. ახალმა კედლებმა, მისი დანგრევით, ჩაანაცვლა ავრელიანეს კედლების მთელი მონაკვეთი, რომელიც ტიბრის მარჯვენა მხარეს იყო აღმართული, ასევე პორტა პორტესე და პორტა სან პანკრაციო, რომლებიც მთლიანად გადაკეთდა, იმ ეპოქისთვის ტიპური ბაროკოს არქიტექტურული სტილით.
კარიბჭე მოგვიანებით გახდა ცნობილი ბრძოლებით, რომლებიც გაიმართა ამ ტერიტორიაზე 1849 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, რომის რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებსა, რომელთაც ჯუზეპე გარიბალდი ხელმძღვანელობდა, და პაპობის დასაცავად ჩარეულ ფრანგულ ჯარებს შორის. ამ დროს კარიბჭე განადგურდა ფრანგული დაბომბვების შედეგად. ის აღადგინა თანამედროვე სახით არქიტექტორმა ვირჯინიო ვესპინიანიმ[3] 1854 წელს, პაპ პიუს IX-ის დავალებით, და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1870 წლის 20 სექტემბერს, როდესაც მასზე გაიარეს გენერალ ნინო ბიქსიოს ჯარებმა, ზუსტად იმავე დროს, როცა სხვები შედიოდნენ პორტა პიადან.
მე-XIX საუკუნის რეკონსტრუქციის დროს, შემდეგი წარწერა განთავსდა ატიკაზე:
ფაქტობრივად, შენობაში განთავსებული იყო როგორც სამხედრო გარნიზონის ოთახები, ასევე გასასვლელი ბაჟის შეგროვების ოფისი . ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, V საუკუნიდან და სულ მცირე XV საუკუნემდე, კედლის კარიბჭეები და ბაჟის შეგროვება ჩვეულებრივი პრაქტიკის შესაბამისად იჯარით გაიცემოდა ან იყიდებოდა კერძო პირებზე. 1467 წლით დათარიღებული დოკუმენტი[4] შეიცავს განცხადებას, რომელიც აზუსტებს ქალაქის კარიბჭეების ერთწლიანი ვადით აუქციონზე გაყიდვის პირობებს. სხვა დოკუმენტი, დათარიღებული 1474 წლით,[5] აცხადებს, რომ პორტა სან პანკრაციოს სატენდერო ფასი იყო „25 ფლორინი, ბოლ. XXI ექვსთვიანი შენატანი“; ეს საკმაოდ ზომიერი ფასია, ამასთან კარიბჭეზე საქალაქო მოძრაობაც ზომიერი უნდა ყოფილიყო. XV საუკუნის განმავლობაში დოკუმენტირებულია პორტა სან პანკრაციოსთან დაკავშირებული ორი ტენდერი, და კიდევ ერთი, რომელიც 1566 წელს პაპმა პიუს V-მ მიანიჭა თავის დისშვილს ლორენცო ჯიბერტს.
ბაჟი ჩვეულებრივ რეგულირდებოდა ზუსტი ცხრილებით, რომლებიც ეხებოდა ნებისმიერი სახის საქონელზე გადასახადს,[6] მაგრამ მუდმივად ივსებოდა სხვადასხვა სახის დარღვევებით, რასაც ადასტურებს ამ ჩვეულების წინააღმდეგ გამოცემული არაერთი ედიქტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mauro Quercioli, Le mura e le porte di Roma. Newton Compton Ed., Rome, 1982
- Laura G. Cozzi, Le porte di Roma. F.Spinosi Ed., Rome, 1968
- Giuseppina Pisani Sartorio, s.v. Porta Aurelia, P. S. Pancratii, in Lexicon Topographicum Urbis Romae (by E.M. Steinby), III, Rome 1996, p. 302. ISBN 88-7140-096-8
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სან-პანკრაციოს კარიბჭე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ There was also another "Porta Aurelia" (also called "Cornelia"), that often caused confusion in the ancient documents: it rose close to the Mausoleum of Hadrian and gave access to Via Aurelia Nova (which up ahead joined together with the other street). The ambiguity was later removed, as the first gate was dedicated to "San Pancrazio" and the second one to "San Pietro", due to its proximity to St. Peter's Basilica.
- ↑ Procopius of Caesarea, De bello gothico 1,18,35; 19,4; 23,1; 28,19.
- ↑ Vespignani also rebuilt Porta Salaria, on the basis of a quite similar design, before its ultimate demolition.
- ↑ The document is held in the Archivio Vaticano and is quoted as Document XXXVII by S. Malatesta in Statuti delle gabelle di Roma, Rome, 1886.
- ↑ Customs register of the year 1474.
- ↑ See Document XXXVI quoted by S. Malatesta, op. cit.