სან-ლორენცო-ფუორი-ლე-მურა
| სან-ლორენცო-ფუორი-ლე-მურა | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| რელიგიური წევრობა | კათოლიკური ეკლესია |
| სტატუსი | პაპის მცირე ბაზილიკა |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| თარიღდება | VI საუკუნე |
| დეტალები | |
| სიგრძე | 90 მ (300 ფუტი) |
| სიგანე | 25 მ (82 ფუტი) |
| ნავის სიგანე | 14 მ (46 ფუტი) |
| სან-ლორენცო-ფუორი-ლე-მურა | |
ბაზილიკა-პაპალე-დი-სან-ლორენცო-ფუორი-ლე-მურა (წმინდა ლორენცოს პაპის ბაზილიკა კედლებს გარეთ) — რომის პაპის მცირე კათოლიკური ბაზილიკა და სამრევლო ეკლესია, რომელიც მდებარეობს რომში, იტალიაში. ბაზილიკა არის რომის შვიდი მომლოცველი ეკლესიიდან[1] და ხუთი პაპის ბაზილიკიდან ერთ-ერთი (ყოფილი საპატრიარქო ბაზილიკები), რომელთაგან თითოეული მიკუთვნებული იყო ლათინური ეკლესიის პატრიარქატის მზრუნველობას. კონკრეტულად ეს ბაზილიკა მიკუთვნებული იყო იერუსალიმის პატრიარქატს. ბაზილიკა არის ლორენცოს (ზოგჯერ „ლორენსი“) აკლდამის, მისივე სახელობის სამლოცველო (ლორენცო იყო რომის პირველი შვიდი დიაკვნიდან ერთ-ერთი, რომელიც ეწამა 258 წელს). ბევრი სხვა წმინდანი და პაპი პიუს IX-ც ასევე დაკრძალულია ბაზილიკაში, რომელიც წარმოადგენს დიდი და ძველი სამარხი კომპლექსის (სან-ლორენცოს კატაკომბების) ცენტრს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანამ დღევანდელი ბაზილიკა აშენდებოდა, მიწა, რომელზეც ის დგას, ოდესღაც კონსტანტინე I-ის მიერ აშენებული პატარა სამლოცველოს ეკუთვნოდა.[2] იმპერატორმა ბაზილიკა იმ ადგილზე ააშენა, სადაც ტრადიციის თანახმად წმინდა ლორენცო 258 წელს დაეკრძალათ.
ეკლესია რესტავრირებული ან ხელახლა აშენებული იქნა პაპ დამასუს I-ის მიერ (მმართველობა: 366-384), რომელიც იქ დიაკვნად მსახურობდა.
580-იან წლებში პაპმა პელაგიუს II-მ ამ ადგილზე ლორენცოს პატივსაცემად ეკლესიის აგება ბრძანა. XIII საუკუნეში პაპმა ჰონორიუს III-მ მოითხოვა კიდევ ერთი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც უფრო ძველი კონსტრუქციის წინ უნდა მდგარიყო.[3] ჰონორიუსის ეკლესიის ნავისა და ტრიუმფალური თაღის ნაწილი ინკორპორირებული იქნა, თუმცა მცირე ხარვეზებით.
ის მოირთო ფრესკებით, რომლებიც ასახავდა ლორენცოსა და პირველი წამებული დიაკვნის, სტეფანეს ცხოვრებას, რომელიც ლორენცოსთან ერთად დაკრძალულია კრიპტაში, ანუ კონფესიოში, მაღალი საკურთხევლის ქვეშ. გათხრებმა გამოავლინა სხვადასხვა პირთა რამდენიმე სხვა კრიპტა, რომლებიც დაკრძალულნი არიან თანამედროვე ქუჩის დონის ქვემოთ. პაპი ჰილარიუსიც აქ არის დამარხული.
პორტიკოს (დაახლ. 1220) აქვს კოსმატესკური დეკორაცია, რომელიც შესრულდა ვასალეტოს ხელოსანთა ოჯახის მიერ. XIII საუკუნის ფრესკები, რომლებიც რეკონსტრუირებული იქნა, ასახავს სცენებს ლორენცოსა და სტეფანეს ცხოვრებიდან. პორტიკოში ორი ძველი სარკოფაგია; პირველი, ქრისტიანული, შესაძლოა VII საუკუნეში დაშენებული უფრო ძველ სარკოფაგზე; აქვს ბარელიეფი, რომელიც ასახავს პუტების (ქერუბიმების) მიერ ყურძნის კრეფას. მიუხედავად იმისა, რომ ვაზი და ყურძენი წმინდა ზიარების სიმბოლოებია, ეს გამოსახულებები, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში არ უნდა იქნას განხილული. გარდა ამისა, ორი რომანული ქვის ლომი ძველი შესასვლელიდან აქ იქნა გადმოტანილი.[4]
სამრეკლო აშენდა XII საუკუნეში.[4] შესასვლელის შიგნით მაშინვე ვხედავთ კარდინალ გულიელმო ფიესკის აკლდამას, რომელიც გარდაიცვალა 1256 წელს, მაგრამ დაკრძალული იქნა ძველ სარკოფაგში, რომელიც (სავარაუდოდ შემთხვევით) მოჩუქურთმებულია წარმართთა საქორწინო ზეიმის ამსახველი ბარელიეფით.
1819 წელს მხატვარი ჯ. მ. უ. ტერნერი ეწვია სან ლორენცოს, სადაც მან რამდენიმე ესკიზი გააკეთა.[5]
ინტერიერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შიგნით, გუნდის სცენასა და კათედრას აქვს კოსმატესკური დეკორაცია. ასევე ვხედავთ ლამაზ, კოსმატესკური აღდგომის სანთელს XII ან XIII საუკუნიდან. ანტიკურ იონიურ კაპიტელს, სვეტზე, რომელიც პირდაპირ კათედრის უკან დგას, ზედ ბაყაყისა და ხვლიკის ქანდაკებები აქვს. ტრიუმფალურ თაღზე არის დატანილი ბიზანტიური მოზაიკები VI საუკუნიდან, რომლებიც ასახავს ქრისტეს, სხვა წმინდანებთან ერთად. კონფესიოში, მაღალი საკურთხევლის ქვემოთ, შესვლა ხდება ნავიდან. აქ ლორენცო და სტეფანე არიან დაკრძალულნი. ეს უკანასკნელი კონსტანტინოპოლიდან გადმოიტანა პაპმა პელაგიუს II-მ ბაზილიკის რესტავრაციის დროს. მაღალი საკურთხევლის უკან არის პაპის საკურთხეველი, შემქმნელთა სახელების წარწერით (კერძოდ კოსმატის ოჯახის), და თარიღდება 1148 წლით.
სან ტარჩიზიოს სამლოცველოში, მარჯვენა ნავის ბოლოს, არის ჯოვანი სეროდინეს 1619 წელს შესრულებული ნამუშევარი - „ნათლისმცემლის თავის მოკვეთა“.
ბაზილიკა იყო იერუსალიმის ლათინური პატრიარქის სახლი 1374-დან 1847 წლამდე. რესტავრაცია ჩატარდა XIX საუკუნის შუა ხანებში ვირჯინიო ვესპინიანის მიერ.[4]
რეკონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943 წელს ბაზილიკა დაბომბეს ამერიკულმა თვითმფრინავებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. რესტავრაცია გაგრძელდა 1948 წლამდე,[3] რამაც საშუალება მისცა XIX საუკუნის ზოგიერთი დანამატის მოშორებას. მიუხედავად ამისა, ფასადის ფრესკები განადგურდა.
აგურის ფასადი მთლიანად ხელახლა აშენდა დაბომბვების შემდეგ.
ბაზილიკა ესაზღვრება დიდ სასაფლაოს; ამის გამო, აქ მრავალი დაკრძალვა იმართება.
დაკრძალულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რომის დიაკვანი და წამებული ლორენცო;
- იერუსალიმის დიაკვანი და პირველი წამებული სტეფანე;
- პაპი ჰილარიუსი;
- პაპი პიუს IX;
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ალჩიდე დე გასპერი, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა (შესასვლელთან ახლოს, ჯაკომო მანძუს მიერ გამოქანდაკებულ აკლდამაში);
- პაპი პიუს XII-ის მშობლები (ფილიპო (გ. 1916) და ვირჯინია (დაბადებული გრაციოსი) პაჩელი (გ. 1920)); მათი ნეშტი აფეთქდა 1943 წელს მოკავშირეთა თავდასხმის დროს, ხელახლა დაკრძალეს ერთ კრიპტაში ომის შემდეგ;
- პაპი ზოსიმუსი;
- პაპი სიქსტუს III;
- პაპი დამასუს II;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mondini, Daniela, S. Lorenzo fuori le mura, in: P. C. Claussan, D. Mondini, D. Senekovic, Die Kirchen der Stadt Rom im Mittelalter 1050-1300, Band 3 (G-L), Stuttgart 2010, pp. 317–527, ISBN 978-3-515-09073-5
- Webb, Matilda (2001). „San Lorenzo Fuori le Mura and Catacomb“, The Churches and Catacombs of Early Christian Rome. Brighton: Sussex Academic Press, გვ. 240–245. ISBN 978-1-9022-1058-2.
- Muñoz, A. La Basilica di S.Lorenzo fuori le mura. Roma 1944.
- Da Bra, G. S.Lorenzo fuori le mura. Roma 1952
- Krautheimer, Richard (1967) S.Lorenzo fuori le mura. Città del Vaticano: Pontifico Instituto di Archeologia Cristiana; Institute of Fine Arts, New York University.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- High-resolution 360° Panoramas and Images of San Lorenzo fuori le Mura | Art Atlas დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine.
- "Beggar's Rome" - A self-directed virtual tour of S. Lorenzo fuori le Mura and other Roman churches
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "San Lorenzo fuori le Mura", CurateND
- ↑ Vincenzo Fiocchi Nicolai, Lucrezia Spera: La nuova basilica circiforme della via Ardeatina, in Rendiconti della Pontificia Accademia Romana di Archeologia, 48, 1995-1996 (1999), pp. 69-233
- 1 2 Krautheimer, Richard; Enrico Josi; Wolfgang Frankl (1952). „S. Lorenzo Fuori Le Mura in Rome: Excavations and Observations“. Proceedings of the American Philosophical Society. 96 (1): 1–26. JSTOR 3143738. ციტირების თარიღი: 10 January 2023.
- 1 2 3 "The Basilica of San Lorenzo fuori le Mura", Turismo Roma, Major Events, Sport, Tourism and Fashion Department
- ↑ "Sketches of the Interior and Exterior of San Lorenzo fuori le mura, Rome", Tate
