სან-კრიზოგონო
| სან-კრიზოგონო | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 41°53′21″ ჩ. გ. 12°28′25″ ა. გ. / 41.88917° ჩ. გ. 12.47361° ა. გ. |
| ქვეყანა |
|
| სტატუსი | მოქმედი |
| ფუნქციური სტატუსი | ეკლესია |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვარი | ჯიოვანი ბატისტა სორია |
| ხუროთმოძღვრული ტიპი | ეკლესია |
| ხუროთმოძღვრული სტილი | რომანული არქიტექტურა, ბაროკო |
| თარიღდება | IV ს. |
| სან-კრიზოგონო | |
სან კრიზოგონო — რომის ერთ-ერთი ეკლესია (რაიონი ტრასტევერე), მიძღვნილი მოწამე წმინდა კრისოგონისადმი. იგი იყო ტიტულოვანი ეკლესია, რომის პირველი სამრევლო ეკლესიებიდან ერთ-ერთი და სავარაუდოდ აშენებულ იქნა IV საუკუნეში პაპ სილვესტერ I-ის (314–335) დროს.
საკრისტიის ქვეშ მდებარე ტერიტორია გამოიკვლიეს მამებმა მანფრედინიმ და პიკოლინიმ 1907 წელს. მათ იპოვეს პირველი ეკლესიის ნაშთები. შემდეგ ტერიტორია გაითხარა და დაიწყო შესწავლა.
ბაზილიკა წარმოადგენს წმინდა სამების და ტყვეთა ორდენის გენერალური კურიის სამონასტრო ეკლესიას და მას მსახურებენ ტრინიტარული მონაზვნები. წინა კარდინალ მღვდელთაგან იყო ჯოაკინო ვინჩენცო რაფაელ ლუიჯი პეჩი (1853–1878), რომელიც არჩეული იქნა პაპ ლეო XIII-ად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IV საუკუნეში, პაპ სილვესტერ I-ის (314–335) დროს აგებული სან-კრიზოგონო არის რომის ერთ-ერთი პირველი მრევლის ეკლესია. წმინდა კრიზოგონი მოწამეობრივად დაიღუპა აკვილიაში, სავარაუდოდ, დიოკლეტიანეს დევნის დროს, დაიკრძალა იქვე და ადგილობრივმა მორწმუნეებმა საზოგადოდ დაიწყეს მისი პატივისცემა. ეკლესიის (ტიტულუს კრიზოგონი) პირველი ხსენება გვხვდება რომის სინოდის 499 წლის ხელმოწერებში. შესაძლებელია, რომ ეკლესიის დამაარსებელი იყო თავად კრიზოგონი და სახელის მსგავსების გამო, ეკლესია მალევე მიეძღვნა მას. ასევე შესაძლებელია რომ თავიდანვე, უცნობი მიზეზით მიეძღვნათ ეკლესია წმ. კრიზოგონისთვის და მიენიჭებინათ მისი სახელი. [1]
731 წელს პაპმა გრიგოლ III-მ აღადგინა ეკლესია და დააარსა მონასტერი, რომელიც მიეძღვნა წმ. სტეფანეს, ლაურენტსა და კრიზოგონს. პირველი მონაზვნები იყვნენ ბიზანტიური რიტუალის მიმდევრები. ეკლესია აღდგა 1123 წელს, კრემას იოანეს მიერ და კვლავ, 1626 წელს, ჯოვანი ბატისტა სორიას მიერ, სკიპიონე ბორგეზეს დაფინანსებით. [2]
შემდგომი რემონტი ჩატარდა 1860-იანი წლების შუა პერიოდში, ეკლესიის ტრინიტარული ორდენის მფლობელობაში გადაცემისთანავე. [3]
ხელოვნება და არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოედნის ზარის კოშკი ეკუთვნის XII საუკუნეში ჩატარებულ რემონტს. ეკლესიის შიდა ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 20-იან წლებში, XII საუკუნის ეკლესიის ადგილზე. ნაოსის 22 გრანიტის სვეტი წარმოადგენს გამოყენებულ ანტიკურ სვეტებს. იატაკი კოსმატესკია. საკურთხევლის ტერიტორიაზე მდებარე კონფესიო ეკუთვნის VIII საუკუნეს. [4] დიდი საკურთხეველი არის 1127 წლიდან, ბალდახინი (1627 ან 1641 წლიდან) კი შესრულებულია გ.ბ. სორიას მიერ. ბაროკოს ჩაღრმავებული ჭერის შუაგულში მდებარე ნახატი გერცინოს ნაშრომია და გამოსახავს წმინდა კრიზოგონის დიდებას. ეს სავარაუდოდ, ორიგინალის ასლია,[5] რომელიც, როგორც ჩანს, ლონდონში გადაიტანეს.
ნაოსის მარცხენა მხარეს მდებარეობს წმინდა ანა მარია ტაიგის საფლავი, რომელიც დაკრძალულია ტრინიტარების მესამე რიგის ტანსაცმლით. წმინდა ანა მარია ტაიგი (1769-1837) იყო ქრისტიანი მისტიკოსი. საკურთხევლის ზემოთ არის არონე დელ ვეკიოს ნახატი ტრინიტარული წმინდანების დიდებაზე.[6] მომნახველებს შეუძლიათ მისი სხვა ნივთების ხილვა, მიმდებარე მონასტერში, სადაც ისინი რელიქვიებადაა შემონახული.
შესასვლელის მარცხენა მხარეს მდებარე, კარდინალი ჯოვანო იაკოპო მილოსადმი მიძღვნილი ძეგლი, შესრულებულია კარლო მარკიონისა და პიეტრო ბრაჩის მიერ. ნაოსის მარჯვენა მხარეს არის ფრესკების ნაშთები, მათ შორის „წმინდა ფრანჩესკა რომაელი“ და „ჯვარცმა“, რომლებიც მიეწერება პაოლო გუიდოტის და გადატანილია წმინდანთა ბარბარასა და კათრინის ეკლესიიდან. ნაოსზე ასევე გამოსახულია „სამი არქანგელის“ ნახატი ჯოვანი და სან ჯოვანის მიერ და „სამებისა და ანგელოზების“ ნახატს, ჯაჩინტო ჯიმიგანის მიერ, ხოლო საკურთხეველზე არის ანგელოზის მცველის ნახატი ლუდოვიკო ჯიმიგანის მიერ.
საკურთხევლის ტერიტორია და ციბორიუმი (ან ბალდაქინი), რომელიც შექმნილია სორიას მიერ, გარშემორტყმულია ოთხი ალაბასტრის სვეტით. აფსიდში არის წმინდა კრიზოგონის ცხოვრების ფრესკები (XVI საუკუნე), მაღლა მდებარე მადონა და ბავშვი წმინდანთა კრიზოგონსა და იაკობთან ერთად, XII საუკუნის პიეტრო კავალინის სკოლის მიერ. საკურთხევლის ნაოსის ჭერი დაფარულია ფრესკებით, რომლებიც გამოსახავს ქალწულს, ჯუზეპე ცეზარის მიერ.[7]
სან კრიზოგონოში აღმოჩენილი წარწერები, რომლებიც წარმოადგენდა ეკლესიის ისტორიის ღირებულ წყაროს, შეგროვებული და გამოქვეყნებულია ვინჩენცო ფორცელას მიერ.[8]
აღმოჩენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ეკლესიის ნაშთები, რომლებიც შესაძლოა, კონსტანტინე I-ის მეფობის ეპოქას ეკუთვნოდეს, 1907 წელს აღმოაჩინეს და საკურთხევლის კიბით არის მისადგომი. ჩანს ნახევარწრიული აფსიდა. აფსიდის უბანში არსებული ქვის ნაგებობა, რომელიც II საუკუნეს მიეკუთვნება, ეკუთვნის საკმაოდ მაღალი სტატუსის კერძო სახლს, რომლის ნაწილიც IV საუკუნეში ეკლესიად გადაკეთდა. [9]
აფსიდის გვერდებზე არის ოთახები, რომლებიც ცნობილია როგორც პასტოფორიები, სამსახურეობითი ოთახები, რომლებიც გავრცელებული იყო აღმოსავლეთის ეკლესიებში. მარჯვენა მხარეს მდებარე ოთახი, როგორც ჩანს, დიაკონიუმად გამოიყენებოდა, რომლის ფუნქციებიც საკურთხევლისას ჰგავდა. მეორე შესაძლოა, ბაპტისტერიუმი იყო. გათხრების დროს აღმოჩენილია რამდენიმე აუზი, მათ შორის ერთი, რომელიც სამხრეთ კედელში იყო გაკეთებული, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ეს იყო ფულონიკა, სარეცხი და საღებავების სახლი. [9]ტერიტორია იმ დროს სავაჭრო რაიონი იყო, ამიტომ ეს საკმაოდ სავარაუდოა. სხვები ფიქრობენ, რომ სამხრეთ კედელში გაკეთებული აუზი ნათლობისთვის იყო განკუთვნილი. რადგან იქ სხვა აუზებიც იყო, უფრო სავარაუდოა, რომ ისინი თავდაპირველად სხვა მიზნით იყო შექმნილი, მაგრამ შესაძლოა, ეკლესიის კურთხევის შემდეგ, გამოიყენებოდა ბაპტისტერიუმად.[4]
X საუკუნეში ბენედიქტელებმა შეიძინეს ნაკვეთი და დაამატეს ფრესკების სერია, რომლებიც ასახავს ბენედიქტ ნურსიელის ცხოვრების სცენებს. [4] სხვა ფრესკები VIII-XI საუკუნემდეა და მოიცავს პაპ სილვესტერს, რომელიც დრაკონს ებრძვის, წმინდა პანტალეონს, რომელიც ბრმა კაცს აკურნავს და სხვა.[9]
ლიტურგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს სალოცავი საუკუნეების განმავლობაში იყო სარდინიასა და რომში მცხოვრები კორსიკელების ეროვნული ეკლესია. XVI საუკუნიდან კორსიკელები ჩამოვიდნენ ქალაქში, დასახლდნენ ტიბრის კუნძულზე და ტრასტევერის იმ ნაწილში, რომელიც რიპა გრანდეს პორტსა და ეკლესიას შორის მდებარეობს. სალოცავს შიგნით დაკრძალულია კორსიკული გვარდიის რამდენიმე მეთაური, მილიციის, რომელიც შვეიცარიული გვარდიის ანალოგი იყო და რომში XV-დან XVII საუკუნემდე ფუნქციონირებდა.[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სან-კრიზოგონოს ინტერიერი
- სან-კრიზოგონოს იატაკი
- სამლოცველოს ჭერი, თარიღდება მე-17 საუკუნით
- ეკლესიის აფსისა და კრიპტე
- კრიპტე (საძვალე)
- წმ. ბენედიქტის ფრესკა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Apollonj-Ghetti, Bruno Maria (1966). S. Crisogono. Le chiese di Roma illustrate, 92. (Roma, 1966).
- Cigola, Michela, "La basilica di s. Crisogono in Roma. Un rilievo critico" დაარქივებული 2024-12-02 საიტზე Wayback Machine. , numero monografico del Bollettino del Centro di Studi per la Storia dell'Architettura, n. 35, Roma, dicembre 1989.
- Cigola M., "La basilica paleocristiana di san Crisogono," Archeologia XXV, numero 6/7, giugno luglio 1986, pp. 14–15.
- Cigola M., "La basilica di san Crisogono in Roma," Alma Roma XXV, numero 5–6, settembre-dicembre 1984, pp. 45–57.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kirsch, Johann Peter. "St. Chrysogonus." The Catholic Encyclopedia Vol. 3. New York: Robert Appleton Company, 1908. 21 November 2022
- 1 2 "Basilica of San Crisogono ", Religiana
- ↑ "Monday: San Crisogono", PNAC
- 1 2 3 "San Crisogono", Churches of Rome
- ↑ "Basilica of Saint Crisogono", Turismo Roma, Major Events, Sport, Tourism and Fashion Department
- ↑ Margaret Varnell Clark (2013). Walking Through Rome. iUniverse. ISBN 978-1475981308.
- ↑ Romecity entry.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-10. ციტირების თარიღი: 2007-02-14
- ↑ V. Forcella, Inscrizioni delle chese e d' altre edifici di Roma, dal secolo XI fino al secolo XVI Volume II (Roma: Fratelli Bencini, 1873), pp. 167-192.
- 1 2 3 "Basilica of San Crisogono", Atlas Obscura, September 9, 2019
