შინაარსზე გადასვლა

სან-კარლოსი (ურუგვაი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სან-კარლოსი
San Carlos
გერბი

ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
დეპარტამენტი მალდონადო
კოორდინატები 34°48′00″ ს. გ. 54°55′00″ დ. გ. / 34.80000° ს. გ. 54.91667° დ. გ. / -34.80000; -54.91667
დაარსდა 1763
ცენტრის სიმაღლე 24
მოსახლეობა 27 471 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +598 42
საფოსტო ინდექსი 20400
ოფიციალური საიტი http://portalcarolino.8k.com
სან-კარლოსი (ურუგვაი) — ურუგვაი
სან-კარლოსი (ურუგვაი)

სან-კარლოსი (ესპ. San Carlos) — ქალაქი სამხრეთ ურუგვაიში, მალდონადოს დეპარტამენტში. სან-კარლოსი ეწოდება ასევე იმ მუნიციპალიტეტს, რომელსაც ის მიეკუთვნება.

სან-კარლოსი 1763 წლის ოქტომბერში დააარსა ესპანელმა გუბერნატორმა პედრო ანტონიო დე კავალიოსმა. მიზანი რეგიონში პორტუგალიელთა დასახლებების დაშინება იყო. სახელი ესპანეთის მეფე კარლ III-ის პატივსაცემად ეწოდა.

„ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი მიიღო ჯერ კიდევ ურუგვაის დამოუკიდებლობამდე. 1929 წლის 18 დეკემბერს სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).

2011 წლის აღწერის მონაცემებით, სან-კარლოსის მოსახლეობა 27 471 ადამიანს შეადგენდა.[1]

წელი მოსახლეობა
1908 5,014
1963 13,695
1975 16,925
1985 19,877
1996 24,030
2004 24,771
2011 27,471

წყარო: ურუგვაის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Censos 2011 Cuadros Maldonado. INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 August 2012.
  2. Statistics of urban localities (1908–2011) (PDF). INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 7 September 2012.