სან-ესტანისლაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
სან-ესტანისლაო
San Estanislao
დროშა
Flag of Paraguay.svg

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი (პარაგვაი)|პარაგვაის დეპარტამენტები|დეპარტამენტი სან-პედრო
კოორდინატები 24°39′00″ ს. გ. 56°26′00″ დ. გ. / 24.65000° ს. გ. 56.43333° დ. გ. / -24.65000; -56.43333
დაარსდა 1749
ფართობი 2 625 კმ²
ცენტრის სიმაღლე 134
მოსახლეობა 52 983 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 20,18 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 8210
სან-ესტანისლაო — პარაგვაი
სან-ესტანისლაო

სან-ესტანისლაო (ესპ. San Estanislao) — ქალაქი და რაიონი პარაგვაიში, სან-პედროს დეპარტამენტში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი 1749 წლის 13 ნოემბერს ასუნსიონელმა იეზუიტმა მღვდელმა სებასტიან დე იეგროსმა დააარსა. დასახლება თავდაპირველად იეზუიტთა მისიებს ეკუთვნოდა, რომელტა მიზანიც გარშემო მცოხვრები ხალხის ქრისტიანობაზე მოქცევა იყო.

სახელი ეწოდა პოლონელი მღვდლის, სტანისლავ კოსტაკას პატივსაცემად, რომელიც 1726 წელს, ქალაქის დაარსებდამდე 23 წლით ადრე რომის პაპი გახდა ბენედიქტე XIII-ის სახელით.

პარაგვაის ომების დროს, ცოტა ხნით, 1869 წლის 23–31 აგვისტოს, სან-ესტანისლაოში განთავსებული იყო პარაგვაის ეროვნული მთავრობა მარშალ ფრანსისკო სოლანო ლოპესის მეთაურობით.

1880-იან წლებში, სან-ესტანისლაოში დაიწყო იმიგრაცია პარაგვაის სხვა რეგიონებიდან და ევროპიდან, განსაკუთრებით გერმანიიდან და იტალიიდან. იტალიელი იმიგრანტების გავლენა დღემდე იგრძნობა, განსაკუთრებით შენობებსა და მოსახლეობის გვარებში.

1920-იან წლებში, იმიგრაციის ტალღა წამოვიდა ლიბანიდანაც. სხვა ქვეყნები, რომლებიდანაც ასევე შემოვიდნენ იმიგრანტები, იყო საფრანგეთი, პორტუგალია, ბრაზილია და ესპანეთი.

დღეისათვის, ქალაქის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი დარგი სოფლის მეურნეობაა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]