სან-ბერნარდინოს უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-ბერნარდინოს უღელტეხილი

San Bernadino.jpg
სან-ბერნარდინოს უღელტეხილი

სან-ბერნარდინოს უღელტეხილი (შვეიცარია)
Red cross.jpg

კოორდინატები: 46°29′46″ ჩ. გ. 9°10′15″ ა. გ. / 46.49611° ჩ. გ. 9.17083° ა. გ. / 46.49611; 9.17083

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტერიტორიული ერთეული გრაუბიუნდენის კანტონი
სიმაღლე 2065 მ.
ქედი ლეპონტის ალპები

სან-ბერნარდინოს უღელტეხილი (გერმ. San-Bernardino-Pass) — უღელტეხილი ალპებში. სიმაღლე 2065 მ. მდებარეობს გრაუბიუნდენის კანტონში, შვეიცარიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლეპონტის ალპებში. ერთმანეთთან აკავშირებს რაინვალდის ხეობას მეისონის ხეობასთან. პირველად მოიხსენიება 941 წელს და როგორც ფიქრობენ, უღელტეხილი იყო პრეისტორიული დროიდან მოყოლებული ექსპლუატაციის ქვეშ. 1770 წელს გადასასვლელის გავლით გაიხსნა ბორბლებიანი გადასაზიდი საშუალებები. 1821-1823 წლებში აღნიშნული გზა შესამჩნევად გააუმჯობესეს, რომელსაც ნაწილობრივ სარდინიის სამეფო აფინანსებდა. ამრიგად, ცდილობდნენ სავაჭრო გზის განვითარებას, რომელიც აკაშირებდა გენუასა და პიემონტს შვეიცარიის გრაუბიუნდენთან. სან-ბერნარდინოს უღელტეხილის სამხრეთით მდებარეობს სოფელი სან-ბერნარდინო, რომელიც წარმოადგენს საკურორტო ადგილს მთელი წლის განმავლობაში.

უღელტეხილის ქვეშ, 1967 წელს დასრულდა 6 კილომეტრიანი სიგრძის საავტომობილო გვირაბის მშენებლობა (სან-ბერნარდინოს საავტომობილო გზა). გადასასვლელს სახელი ეწოდა წმინდა ბერნარდინის პატივსაცემად, რომელიც აქ XV საუკუნეში ქადაგებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]