სანჯუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
სანჯუ
Hamchangmound2.jpg
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
კოორდინატები 36°24′55″ ჩ. გ. 128°09′38″ ა. გ. / 36.41528° ჩ. გ. 128.16056° ა. გ. / 36.41528; 128.16056
ფართობი 1,254.82 კმ²
მოსახლეობა 102,892 (2015)[1]
ოფიციალური საიტი http://www.sangju.go.kr/eng/default.php
სანჯუ — სამხრეთი კორეა
სანჯუ

სანჯუ (კორ. 상주시?, 尙州市?) — ქალაქი კიონსან-პუქტოს პროვინციაში, სამხრეთი კორეა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჯუ კორეის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ცნობილია დასახლებები, რომლებიც თანამედროვე სანჯუს ტერიტორიის სილას ძველი კორეული სამეფოს მიერ დაპყრობის შემდეგ გაჩნდა. მაშინ აქ განლაგებული იყვნენ ტომობრივი გაერთიანებები: კორიონ კაია და საბოლგუკი.

სილას მიერ კორეის გაერთიანების შემდეგ სანჯუ სილას დედაქალაქის გარშემო არსებული ცხრა რეგიონიდან ერთ-ერთი გახდა. ქალაქი მნიშვნელოვან სატრანსპორტო ხაზს წარმოადგენდა და აერთიანებდა კიონჯუსა და სუდოგვონს, დღევანდელი სეულის რაიონებს.

სილას ეპოქის დასასრულს IX საუკუნის მიწურულს სანჯუში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დაიწყო აჯანყებები, რომელიც სანჯუს ციხის აღებით დასრულდა, რის შემდეგაც აჯანყებულებმა საბოლგუკის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სანჯუ მალე დაიპყრეს ჰუპექჩეს ჯარებმა.

1895 წელს სანჯუს მიანიჭეს სტატუსი „კუნ“. იაპონიის კოლონიური მმართველობის დროს ქალაქი თანდათანობით მოდერნიზირდებოდა. 1924 წელს აქ ააშენეს რკინიგზა და დაახლოებით ამავე დროს იქნა დაარსებული სანჯუს უნივერსიტეტი.

1945 წლის შემდეგ სანჯუს მნიშვნელობა ეტაპობრივად ეცემოდა. კორეის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრრალები ვითარდებოდა ქალაქისგან განცალკევებულად, ერთ-ერთი მათგანია კიონბუს ავტომაგისტრალი. ქალაქის ეკონომიკა კვლავ სოფლის მეურნეობაზე იყო დაფუძნებული. მიუხედავად ამისა სანჯუს მოსახლეობის აოდენობა იზრდებოდა და 1980 წელს მას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჯუ მდებარეობს კიონსან-პუქტოს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთის საზღვართან, ესაზღვრება ჩჰუნჩჰონ-პუქტოს პროვინციას. საზღვრები აქვს ასევე პოინთან, კვესანთან, ოქჩონთან, იონდონთან, იეჩნთან, იისონთან და ქალაქებთან: მუნგიონი, კუმი, კიმჩჰონი.

სანჯუს ცენტრი მდებარეობს მდინარე ნაკტოგანის ხეობაში. ქალაქის ლანდშაფტი ძირითადად მთიანია, ყველაზე მაღალი წერტილია მდინარე სონისანი - ზღვის დონიდან 1058 მეტრი.

ქალაქის კლიმატი მუსონურია. საშუალო წლიური ტემპერატურა 12 - 13 °C-ია, მაქსიმალური საშუალო თიური ტემპერატურა აგვისტოში 26 °C-ია, მინიმალური საშუალო თიური ტემპერატურა იანვარში კი −3 °C. საშუალო წლიური ნალექი 1 050 მილიმეტრს აღწევს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჯუს ეკონომიკა ტრადიციულად სოფლის მეურნეობაა. ამჟამად სოფლის მეურნეობა რეგიონის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რადგანაც მოსახლეობის თითქმის 40% ამ სფეროშია დასაქმებული.

არანაკლებ მნიშვნელოვანი კულტურაა ბრინჯი, რომლი

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჯუში ორმოცდა სამი საგანმანათლებლო უმაღლესი სკოლაა განლაგებული. ამას გარდა, ჩვიდმეტი მუნიციპალური საშუალო სკოლა, რომელთაგან თითო-თითო გოგოებისა და ვაჟებიათვის ცალ-ცალკეა. ასევე, ქალაქში ხუთი კერძო სკოლაა, რომელთაგან მხოლოდ ერთში იღებენ განათლებას გოგოები და ბიჭები ერთად (ორი მხოლოდ გოგოებისთისაა, ორი კი ვაჟებისთის). ძველი სკოლების რაოდენობა კი თორმეტია. უმაღლესი განათლების მიღება სანჯუს უნივერსიტეტშია შესაძლებელი, რომელიც აგრონომიული სფეროს მიმართულებისაა.

ქალაქში, მოსწავლეთა საერთო რადენობა დაახლოებით ოცი ათასს აღწევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]