სანჯაი დათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანჯაი დათი
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1959 (62 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1981 — დან დღემდე
ჯილდოები Filmfare Awards

სანჯაი დათი (ჰინდ. संजय दत्त, ინგლის. Sanjay Dutt; დ. 29 ივლისი, 1959, ბომბეი, ინდოეთი) —ინდოელი მსახიობი, რომელიც მონაწილეობს ჰინდის ენაზე გადაღებულ ფილმებში. ცნობილი მსახიობების ნარგიზისა და სუნილ დათის შვილი. Filmfare- ის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო  საუკეთესო მამაკაცის როლისთვის და კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჯაი დათი დაიბადა 1959 წლის 29 ივლისს მსახიობების ნარგიზის და სუნილ დათის ოჯახში. სანჯაის ჰყავს ორი უმცროსი და: პრია და ნამრატი. დედა გარდაიცვალა 1981 წელს, მისი სადებიუტო ფილმის პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე.[2][3][4][5]

როდესაც 1993 წელს კუნძულ მავრიკიზე  ფილმ „შურისძიებას“ იღებდნენ, სანჯაი დაადანაშაულეს ავტომატ AK-47-ის და პისტოლეტის  უკანონო შენახვაში. მსახიობმა იარაღი შეიძინა ტერორისტ აბუ სალემისგან, რომელიც 1993 წელს ბომბეიში მომხდარი აფეთქებების სერიის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ. როგორც კი თვითმფრინავი გადამღებ ჯგუფთან ერთად დაეშვა სახარის აეროპორტში, პოლიციამ დააკავა სანჯაი. მსახიობი ირწმუნებოდა, რომ იარაღი მან თავდაცვის მიზნით შეიძინა.[6]

სასამართლომ რამდენჯერმე განიხილა საქმე, რამაც თავდაპირველად სანჯაის სტუდიაში დაბრუნების და ფილმებში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა. მაგრამ 2005 წელს მსახიობი სასამართლომ მაინც დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2007 წელს, 18 თვიანი პატიმრობის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს გირაოთი.

2013 წლის მარტში ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ განიხილა სანჯაი დატის სარჩელი და  სასჯელი ხუთ წლამდე შეამცირა, მაგრამ დაადგინა, რომ მსახიობი ერთი თვის განმავლობაში ციხეში უნდა დაბრუნებულიყო,  რათა  სასჯელის დარჩენილი ნაწილი მოეხადა (სამ-ნახევარი წელი). სანჯაი დათის ციხეში დაბრუნების გამო დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა როგორც მისი შეწყალებისათვის, ასევე მის წინააღმდეგ.[7][8]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარი ფილმისთვის „როკი“ (1981) სპეციალურად  სანჯაი დათის სადებიუტოდ დაიწერა. ფილმზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა და გაქირავებაში ჩავარდა. 1980-იანი წლების შუა ხანებში მაჰეშ ბჰატმა სანჯაი  გადაიღო ფილმში The Name (1986), რამაც მსახიობს მოუტანა დიდება და აღიარება. მალე  გამოჩნდა ახალი როლები და კარგი სცენარები: ფილმები "დევნა" (1991),"ჩემი რჩეული" (1991).

2009-2010 წლებში სანჯაი დათმა ბედი პოლიტიკაში სცადა: ის გახდა რეგიონალური სოციალისტური პარტია „სამაჯვადის“გენერალური მდივანი, მაგრამ მალე პოლიტიკით იმედგაცრუებული დარჩა და დატოვა თანამდებობა. 2012 წელს მსახიობი  ინდოეთში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი გახდა. [9]

მეუღლესთან, მანიატასთან ერთად

მსახიობმა საუკეთესო როლები შეასრულა ფილმებში: „ სახელი“ (1986),“ ჩემი რჩეული“ (1991), „დევნა“ (1991), „ბოროტმოქმედი“ (1993), „სილამაზე“ (1999), „გამოგონილი ამბავი "(1999)," ბრატან მუნა-ბედნიერების გამყიდველი"(2003)," ბრატან მუნა 2"(2006)," ას მილიონზე მეტი "(2007)," ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ: გართობა იწყება "(2009).

პატიმრობის შემდეგ  2017 წელს სანჯაი დათმა ითამაშა ფილმში Bhoomi, მაგრამ ფილმი გაქირავებაში ჩავარდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა Saheb, Biwi Aur Gangster 3-ის გადაღებებში.[10]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად სანჯაი დაქორწინდა 1986 წელს, რიჩა შარმაზე, მათ შეეძინათ ქალიშვილი, ტრიშალა. რიჩა  1996 წელს ტვინის სიმსივნისგან გარდაიცვალა,  მისი მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, შვილიშვილზე მეურვეობა მათ გადასცეს და არა მამას. 1998 წელს დათი დაქორწინდა მოდელ რეი პილაიზე. 2005 წელს ისინი განქორწინდნენ. 2008 წლის 11 თებერვალს სანჯაი დათი დაქორწინდა დილნავაზ შეიხზე, რომელიც უფრო ცნობილია მანიატას სახელით. 2010 წლის 21 ოქტომბერს წყვილს ტყუპები შეეძინა: ბიჭი შაჰრანი და გოგონა იკრა.[11][12]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Awards of the International Indian Film Academy-ინდოეთის საერთაშორისო კინოაკადემიის ჯილდოები

  • 2000: საუკეთესო მსახიობი ფილმში  Vaastav: The Reality    

Filmfare Awards

  • 2000: საუკეთესო მსახიობი. ფილმი Vaastav: The Reality
  • 2004: საუკეთესო კომედიური მსახიობი. ფილმი  Munnabhai M.B.B.S.

Screen Weekly Awards

  • 2000: საუკეთესო მსახიობი. ფილმი Vaastav: The Reality
  • 2001:  მეორეხარისხოვანი როლი, ფილმი Mission Kashmir

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

·        

  1. "Sanjay Dutt". The Daily Star. 29 July 2016. Archived from the original on 26 July 2019. Retrieved 26 July 2019.
  2. "I would love to write my biography: Sanjay Dutt". The Times of India. 13 February 2012. Archived from the original on 15 December 2015. Retrieved 3 October 2014.
  3. https://en.bharatpedia.org.in/wiki/Bombay_State#Dissolution_of_Bombay_state
  4. https://dailytimes.com.pk/300847/hussaini-brahmins-and-the-tragedy-of-karbala/
  5. https://www.mouthshut.com/blog/1196/NehruGandhi-and-the-Dutts
  6. "Bollywood star Sanjay Dutt ordered to prison for gun possession". CNN. 22 March 2013. Archived from the original on 28 October 2018. Retrieved 11 February 2020.
  7. Dean Nelson. Beloved Bollywood star Sanjay Dutt jailed over guns from Mumbai terrorists. // The Telegraph. New Delhi. 21 Mar 2013.
  8. Dean Nelson. Calls grow for Bollywood`s Sanjay Dutt to be pardoned. // The Telegraph. New Delhi. 26 Mar 2013
  9. Prashant Singh. Sanjay misses father Sunil Dutt. დაარქივებულია13 მარტი 2014 на Wayback Machine // Hindustan Times. Mumbai, January 19, 2012.
  10. Top 10 films we could not imagine without Sanjay Dutt. // The Times of India. TNN, Apr 4, 2013.
  11. Sanjay Dutt's tearful reunion with daughter in the Bahamas. Rediff. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2010.
  12. "Sanjay Dutt marries Manyata". Reuters. 11 February 2008. Archived from the original on 18 April 2009. Retrieved 21 October 2010.