შინაარსზე გადასვლა

სანქციები ჩრდილოეთ კვიპროსის წინააღმდეგ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერკანის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ემბარგოს გამო საერთაშორისო ფრენების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ თურქეთის გავლით.

საერთაშორისო სანქციები ჩრდილოეთ კვიპროსის წინააღმდეგ  რამდენიმე სფეროში მოქმედებს. ჩრდილოეთ კვიპროსის წინააღმდეგ ეკონომიკურ ემბარგოს მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ხოლო ევროკავშირის მიერ მისი დაწესება შეესაბამება ევროპის იუსტიციის სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილებას. [1] ჩრდილოეთ კვიპროსი სახელმწიფო წარმონაქმნია, რომელიც ექსკლუზიურად აღიარებულია თურქეთის მიერ.  ემბარგოს ექვემდებარება  1983 წელს მისი ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ჩრდილოეთ კვიპროსის წინააღმდეგ სანქციებს აქტიურად უწყობენ ხელს კვიპროსელი ბერძნები.

კვიპროსელ თურქებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია. ეკონომიკური ემბარგო მნიშვნელოვნად გაღრმავდა 1994 წელს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთ კვიპროსის მიერ გაცემული  სერტიფიკატები კვების პროდუქტებზე  ევროკავშირისთვის მიუღებლად გამოცხადდა.[2]

საქონლის ექსპორტი და ფრენები ჩრდილოეთ კვიპროსიდან თურქეთის გავლით ხორციელდება. კვიპროსელ თურქებს ასევე ემუქრებათ სანქციები სპორტსა და კულტურაში; მათი გუნდები ვერ თამაშობენ საერთაშორისო მატჩებში, ასევე მათ სპორტსმენებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო შეჯიბრებებში, თუ  არ წარმოადგენენ სხვა ქვეყანას, ბევრი მუსიკოსი და ჯგუფი უარს ამბობს ჩრდილოეთ კვიპროსზე კონცერტის ჩატარებაზე. [3]


ეკონომიკური ემბარგო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემბარგოს განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლედრა პალასის გადასასვლელი, რომელზეც ჩანს სავაჭრო შეზღუდვების ნიშანი. მწვანე ხაზით ვაჭრობა ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ არაპრაქტიკულად ითვლება.

1974 წელს კვიპროსზე თურქების შეჭრის შემდეგ, კუნძულის სამხრეთი ნაწილმა რომელიც რჩებოდა კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ, ეკონომიკის განვითარებისთვის  მიიღო მნიშვნელოვანი სუბსიდიები საერთაშორისო თანამეგობრობიდან. ჩრდილოეთ კვიპროსმა კი ―  მხოლოდ თურქეთისგან და მცირედი საერთაშორისო საზოგადოებისგან. ამან გამოიწვია ეკონომიკური უფსკრული  სამხრეთთან შედარებით და ეკონომიკური დამოკიდებულება თურქეთზე. ეკონომიკური ემბარგო აფერხებს უცხოური ფულადი სახსრების ნაკადს ჩრდილოეთ კვიპროსზე, რადგან საგარეო მოთხოვნა შეზღუდულია და უცხოური დანაზოგების გამოყენება სესხებისა და კაპიტალის შემოდინების გზით შეუძლებელი ხდება.[4]

ემბარგო ასევე უარყოფითად მოქმედებს ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.

1994 წლამდე გაერთიანებული სამეფო, გერმანია და ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყანა  საკვებს, მათ შორის პირდაპირ იმპორტირებულ ციტრუსებს, ჩრდილოეთ კვიპროსიდან იღებდა.  მიუხედავად იმისა, რომ 1972 წლის შეთანხმებით  ევროპულ ბაზარზე წვდომა მხოლოდ  კვიპროსის რესპუბლიკის საქონელზე ვრცელდებოდა.  ეს შეთანხმება განმარტებული იქნა,  როგორც ხელშეკრულება  მთელი კუნძულისთვის და  კვიპროსელი თურქების  სავაჭრო პალატამ დაიწყო სერთიფიკატების გაცემა არა ჩრდილოეთ კვიპროსის, არამედ  კვიპროსის ძველი ბეჭდებით.

1983 წელს, კვიპროსის რესპუბლიკამ შეცვალა ბეჭდები და  ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს შეატყობინა, რომ მხოლოდ კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან წარმოებული  ახალი ნიშნების სერთიფიკატების მქონე საქონელი უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა, ევროპის საბჭომ გაიმეორა, რომ ორივე მხარეს ჰქონდა უფლება თანაბრად ესარგებლა ასეთი შეთანხმებით და თურქული საქონლის პირდაპირი იმპორტი გაგრძელდებოდა. გაერთიანებული სამეფოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ „ კვიპროსელი თურქების სერთიფიკატები არაფრით ჩამოუვარდებოდა კვიპროსელი ბერძნების სერტიფიკატებს.“1992 წელს კვიპროსელი ბერძნების ციტრუსის მწარმოებლების ჯგუფმა უჩივლა გაერთიანებული სამეფოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს და საქმე გადაეცა ევროპის იუსტიციის სასამართლოს. ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კვიპროსელი თურქების საქონლის მიღების წინააღმდეგ და ამით ფაქტობრივად დააწესა ემბარგო ჩრდილოეთ კვიპროსის წინააღმდეგ.  ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ევროსასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებებს და დააჩქარა ემბარგოს განხორციელება, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ორგანოების პრეროგატივაა. ეს გადაწყვეტილება ასევე აწესებდა დამატებით გადასახადს მინიმუმ 14%-ის ოდენობით ჩრდილოეთ კვიპროსიდან შემოსულ საქონელზე. ევროპის ქვეყნებში შესული საქონელი დაუყოვნებლივ გააბრუნეს რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკას.

ანანის გეგმის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც კვიპროსელმა ბერძნებმა უარი განაცხადეს კვიპროსზე ანანის გეგმის განხორციელებაზე,  ევროკავშირმა დააპირა  ჩრდილოეთ კვიპროსზე სანქციების შემსუბუქება, მათ შორის პორტების გახსნა, თუმცა   ეს მცდელობა დაბლოკა კვიპროსის რესპუბლიკამ. ტექნიკურად, კვიპროსელ თურქებს შეუძლიათ თავიანთი საქონლის ექსპორტი მსოფლიოში "მწვანე ხაზის" გავლით, მაგრამ ეს მოითხოვს კვიპროსის რესპუბლიკის თანხმობას და მძიმე ბიუროკრატიული პროცედურების გავლას, ამიტომ თურქები უარს ამბობენ ამ სახის შუამავლობაზე.

2000-იან და 2010-იან წლებში ჩრდილოეთ კვიპროსზე თურქეთის გავლით ბევრი გლობალური კომპანია გაიხსნა, რაც კვიპროსელ თურქებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმად განიხილებოდა. თუმცა, კვიპროსელ თურქებს შეუძლიათ მსოფლიო ბაზარზე წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ როგორც მომხმარებლების და არა  მწარმოებლების რანგში და ეს წვდომა კვლავ თურქეთზეა დამოკიდებული.

სატრანსპორტო ემბარგო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფამაგუსტას პორტი, სადაც საერთაშორისო მოძრაობა ემბარგოს შედეგად ზარალდება.

საერთაშორისო კომუნიკაციებისთვის, საფოსტო სერვისებისთვის და ტრანსპორტისთვის ჩრდილოეთ კვიპროსი მხოლოდ თურქეთის გავლითაა ხელმისაწვდომი. [5]

ჩრდილოეთ კვიპროსზე ერკანის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შესაძლებელია მხოლოდ თურქეთის გავლით. უწყვეტი ფრენებს ახორციელებს მხოლოდ თურქეთი, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსს და ყველა თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს ჩრდილოეთ კვიპროსზე სხვა ქვეყნებიდან, უნდა გაჩერდეს თურქეთში. 2005 წელს განხორციელდა უწყვეტი ჩარტერული რეისი აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კვიპროსს შორის, რომელიც  მიჩნეულ იქნა ღირშესანიშნაობად.  აზერბაიჯანმა აღიარა კვიპროსის თურქული პასპორტი.[6] [7] [8] [9]

1979 წელს რიო-დე-ჟანეიროში საყოველთაო საფოსტო კავშირის კონგრესზე კვიპროსის რესპუბლიკამ მიაღწია დეკლარაციის მიღებას, რომლის მიხედვით ჩრდილოეთ კვიპროსზე გამოშვებული მარკები არ იქნა აღიარებული. [10]

კვიპროსელ თურქებს შეუძლიათ ნაწილობრივ გადალახონ სატრანსპორტო შეზღუდვები, აიღონ  კვიპროსის რესპუბლიკის მიერ გაცემული პასპორტები. კვიპროსის საკითხების სპეციალისტის რებეკა ბრაიანტის თქმით, თურქეთის ავიახაზების განვითარებით და კვიპროსის ავიახაზების გაკოტრებით, 2015 წლის მონაცემებით, ერკანი უფრო დატვირთული იყო ვიდრე ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტი, თუმცა მაინც თურქეთზე იყო დამოკიდებული.[11]

თუმცა, 2017 წელს, ლარნაკას აეროპორტში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა 400%-ზე მეტით  გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ შემოღებული უსაფრთხოების ახალი მკაცრი ზომების შედეგად, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აეროპორტის სტატუსს და აიძულებენ მგზავრებს, რომლებიც  მგზავრობენ გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ კვიპროსს შორის,  გადმოვიდნენ თავიანთი ბარგით და გაიარონ უსაფრთხოების ახალი კონტროლი თურქეთში, რათა ჩასხდნენ ახალ თვითმფრინავში საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. თურქი ტუროპერატორების თქმით, „მოგზაურები ახლა ლარნაკაში მოემართებიან და მათი დაბრუნება ძალიან რთული იქნება“.

მელიზ რედიფმა, პირველმა კვიპროსელმა თურქ სპორტსმენმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთის მოქალაქეობა მიიღო

კვიპროსელ თურქებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკრძალავს მათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ოლიმპიური დროშის ქვეშ დამოუკიდებელ სპორტსმენებად და მოითხოვს მათ მონაწილეობა მიიღონ აღიარებული ქვეყნის დროშის ქვეშ. მელისე რედიფი, პირველი კვიპროსელი თურქია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობისას  იძულებული გახდა  თურქეთის მოქალაქეობა მიეღო, ხოლო ზოგიერთი სხვა სპორტსმენი უარს ამბობს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.[12]

კვიპროსის რესპუბლიკის ზეწოლით ჩრდილოეთ კვიპროსზე ბიზნესი არალეგალურია, რაც ხელს უშლის უცხოური მუსიკალური ჯგუფების ან ცალკეული მომღერლების  კონცერტების გამართვას. 2010 წელს ჩრდილოეთ კვიპროსზე დაგეგმილი იყო ჯენიფერ ლოპესის კონცერტი, თუმცა გაუქმდა კვიპროსელი ბერძნების ფართო კამპანიის შემდეგ . მსგავსი კამპანიის შემდეგ კონცერტი გააუქმა რიანამაც.  2012 წელს ხულიო იგლესიასმა გააუქმა კონცერტი. შემდეგ უჩივლა სასტუმროს და ჩრდილოეთ კვიპროსის ხელისუფლებას იმ ბრალდებით, რომ შეცდომაში შეიყვანეს კონცერტის კანონიერების შესახებ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი შემსრულებელი მაინც სტუმრობს რესპუბლიკას. [13] [14] [13]

ჩრდილოეთ კვიპროსს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ან განაცხადი გააკეთოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. [15]

  1. „EU to ease north Cyprus trade ban“. BBC. 2004-04-28. ციტირების თარიღი: 25 July 2015.
  2. “The thorn in Europe's side”. The Economist. 2002-01-16. Дата обращения 25 July 2015.
  3. Pegg, Scott (1998) International Society and the de Facto State. 
  4. Talmon, Stefan (2001). “The Cyprus Question before the European Court of Justice”. European Journal of International Law. 12 (4): 727&ndash, 750. DOI:10.1093/ejil/12.4.727.
  5. Cyprus settlement could open trade routes for Turkey. ციტირების თარიღი: 28 July 2015
  6. Güsten, Susanne (2014-02-16). „Students Flock to Universities in Northern Cyprus“. The New York Times. ციტირების თარიღი: 25 July 2015.
  7. „Europe diary: Island isolation“. BBC. 2006-12-08. ციტირების თარიღი: 25 July 2015.
  8. The Making of Informal States: Statebuilding in Northern Cyprus and Transdniestria. 
  9. Landmark flight travels from Azerbaijan to North Cyprus without stopping in Turkey. The Daily Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 25 July 2015
  10. Kyle, Keith. The economic consequences of the 1974 conflict. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 25 July 2015
  11. Divided Cyprus begins to build bridges (June 2015). ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2015.
  12. Meliz Redif to make Olympic history. დაარქივებული 2023-04-04 საიტზე Wayback Machine. OBV. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2015.
  13. 13.0 13.1 Lara Fabian's announcement of Northern Cyprus concert creates controversy. ციტირების თარიღი: 28 July 2015
  14. Jennifer Lopez cancels controversial concert in north Cyprus. NY Daily News. ციტირების თარიღი: 25 July 2015
  15. Smith, Helena (June 2015). „Divided Cyprus begins to build bridges“. The Guardian. ციტირების თარიღი: 28 July 2015.