სანქტ-პეტერბურგის წმინდა მიქაელის ლუთერანული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის წმინდა მიქაელის ლუთერანული ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის წმინდა მიქაელის ლუთერანული ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის წმინდა მიქაელის ლუთერანული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′40″ ჩ. გ. 30°17′00″ ა. გ. / 59.94444° ჩ. გ. 30.28333° ა. გ. / 59.94444; 30.28333
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802270000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კარლ ბულმერინგი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება 1874-1876

სანქტ-პეტერბურგის წმინდა მიქაელის ლუთერანული ეკლესია (რუს. Лютеранская церковь Святого Михаила) — მოქმედი ლუთერანული კირხე სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1874-1876 წლებში კარლ ბულმერინგის პროექტის მიხედვით. მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ვასილევსკის კუნძული, შუა პროსპექტი 32.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოება შეიქმნა 1731 წელს კადეტთა პირველი კორპუსის შენობაში. 1834 წელს საზოგადოებას ეწოდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელი. 1841 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა გამოსცა ბრძანება გადაეტანათ ეკლესია კერძო შენობაში. ამ პერიოდში შედგა ერთიანი საზოგადების გაყოფა გერმანულ და ესტონურ საზოგადოებებად. ესტონურმა საზოგადოებამ ჩამოაყალიბა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. გერმანული საზოგადოება (დაახლოებით 2 000 მორწმუნე) შეიკრიბა კერძო სახლში ვასილევსკის კუნძულზე, სადაც 1842 წლის 16 აგვისტოს აკურთხეს წმინდა მიქაელის ეკლესია. აღნიშნულ ეკლესიას არ შეეძლო მრევლის დატევა, კადეტთა კორპუსის შენობის გადაკეთების შემდეგ ხელახლა გახსნეს ლუთერანული ეკლესია, რომელიც 1847 წლის 8 ნოემბერს აკურთხეს. 1866 წლიადან საზოგადოებას ეწოდება „კადეტთა რიგის წმინდა მიქაელის ეკლესია“.

ამავდროულად ვასილევსკის კუნძულის ეკლესიის მრევლი დაკავებული იყო სახსრების შეგროვებით ახალი ეკლესიის მშენებლობისათვის, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1874 წლის 23 ოქტომბერს კუნძულის შუა პროსპექტზე. ეკლესიის კურთხევა შედგა 1876 წლის 19 დეკემბერს. ახალი შენობის კურთხევასთან დაკავშირებით კადეტთა სასწავლებლის საზოგადოება იმპერატორის ბრძანებით გაუქმდა, ხოლო მრევლი და ფასეულობები გადაიტანეს ვასილევსკის კუნძულის შენობაში.

საბჭოთა პერიოდში ეკლესიის საზოგადოება გაუქმდა, ხოლო შენობა გადაეცა ქარხანას, რომელმაც განახორციელა შენობის მნიშვნელოვანი ინტერიერის მნიშვნელოვანი გადაკეთება. 2010 წელს, სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, ეკლესიას მოსენეს სამშენებლო საყრდენები. ამჟამად ეკლესიის მრევლი იკრიბება ეკლესიის სამრეკლოში და იქ მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს ეკლესიის შენობა გადაეცა ევაგნგელისტურ-ლუთერანული ეკლესიების კავშირს, თუმცა თუ ფინური ეკლესიის მრევლს შეადგენდა ფინური საზოგადოება, წმინდა მიქაელის ეკლესიის მრევლი ძირითადად რუსული იყო. რუსული ენა იყო ძირითადი ენა მესაზე. მრევლის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მისმა წინამძღვარმა სერგეი პრეიმანმა. ამჟამად ეკლესიის ტერიტორიას იყენებენ სხვა პროტესტანტული კონფენსიები: მეთოდისტები, ადვენტისტები და სხვა[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის ეკლესია 800 ადამიანზე, ააგეს 1871-1876 წლებში, ინჟინერ-პოლკოვნიკ კარლ ბულმერინგის პროექტის მიხედვით.

ფასადი გადააკეთეს 1886 წელს არქიტექტორ რუდოლფ ბერნგარდის პროექტის მიხედვით. აღნიშნული შენობა მოქმედებს ამჟამადაც.

ეკლესია აგებულია ფსევდოგოთიკის სტილში. ეკლესიას ამშვენებს მაღალი სამრეკლო, დეკორირებული გოთიკური ფანჯრებით. კედლები დამშვენებულია ქვიშაქვებით.

2002 წლიდან მიმდინარეობს შენობის რესტავრაცია. 2010 წელს შენობის ფასადის რესტავრაცია დასრულდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Е. Е. Князева, Г. Ф. Соколова «Лютеранские церкви и приходы России XVIII—XX вв.», Санкт-Петербург, «Литера», 2001, ISBN 5-89319-048-3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]