სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს შვედური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს შვედური ეკლესია
Ц.Святой Ектерины (Шведская).jpg
სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს შვედური ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′18″ ჩ. გ. 30°19′32″ ა. გ. / 59.93833° ჩ. გ. 30.32556° ა. გ. / 59.93833; 30.32556
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802363000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კარლ ანდერსონი
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდორომანული
თარიღდება 1863-1865

სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს შვედური ეკლესია (რუს. Шведская церковь Святой Екатерины) — მოქმედი ლუთერანული კირხე სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1863-1865 წლებში კარლ ანდერსონის პროექტის მიხედვით. ეკუთვნის ქალაქის შვედური წარმომავლობის მრევლს. ღვთისმსახურება აღევლინება რეგულარულად რუსულ და შვედურ ენებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედური საზოგადოება ჩამოყალიბდა ნიენშანცში. თავდაპირველად ეკუთვნოდა შვედეთის ეკლესიას. ჩრდილოეთის ომის შედეგად ინგერმანლანდია რუსეთს გადაეცა, მოსახლეობის ნაწილი სანქტ-პეტერბურგში გადასახლდა. მათ შეკრებები დაიწყეს 1703 წლიდან და იკრიბებოდნენ კერძო პირის, პასტორ იაკობ მაიდელინის სახლში.

1734 წელს ანა იოანეს ასულმა საზოგადოებას აჩუქა მიწის ნაკვეთი თანამედროვე ნევის პროსპექტის რაიონში, სადაც ააშენეს პირველი ხის ეკლესია წმინდა ანას სახელზე. 1745 წელს შვედური და ფინური საზოგადოება გაიყო. ფინური საზოგადოება დარჩა ძველ ადგილზე, იქ სადაც ახლა მდებარეობს წმინდა მარიამის ფინური ეკლესია, ხოლო შვედებმა სალოცავი ნაგებობა ააშენეს ახალ ადგილზე, სადაც 1767 წელს ააგეს ქვის ეკლესია წმინდა ეკატერინეს სახელზე. მომავალში ეკლესია არაერთხელ გადააკეთეს. ეკლესიასთან მოქმედებდა სამრევლო სკოლა, ბავშვთა სახლი გოგონებისა და ბიჭებისათვის, თავშესაფარი, საქველმოქმედო დაწესებულება. ეკლესიის მრევლთა შორის იყო ნობელებისა და ლიდვალების ოჯახები, ასევე იუველირი კარლ ფაბერჟე. ამ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა კარლ გუსტავ მანერჰეიმმა, ფინეთის მომავალმა პრეზიდენტმა.

სამრევლო ფუნქციონირებდა 1934 წლამდე, ამ დროისათვის იგი საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. შენობაში განათავსეს სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის უკანასკნელი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული სკოლა.

სამრევლოს მოღვაწეობა განახლდა 1993 წელს. 2005 წელს შენობა მთლიანად გადაეცა შვედურ საზოგადოებას. ლუთერანული საზოგადოება ითვლება შვედურად, მაგრამ იგი არ შედის შვედეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში და მიეკუთვნება ევაგნგელისტურ-ლუთერანული ეკლესიების კავშირს. ლუთერანული მრევლის გარდა წმინდა ეკატერინეს ეკლესიაში მიმდინარეობს ინგლისის ეკლესიის საზოგადოების ღვთისმსახურებაც.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქვის ეკლესია 300 ადამიანზე. მისი მშენებლობა დაიწყეს 1767 წლის 17 მაისს, არქიტექტორი ი. ფელტენი, აკურთხეს 1769 წლის 29 მაისს.
  • ახალი ეკელსია 1200 ადამიანზე. მშენებლობა დაიწყეს 1863 წლის 28 დეკემბერს არქიტექტორ კარლ ანდერსონის პროექტით. შენობა ააგეს ფსევდორომანულ სტილში. მტავარი ქტიტორი იყო გრაფი ა. არმფელტი და იმპერატორმა ალექსანდრე II-მ შესწირა 5 000 რუბლი. ეკლესია მოხატა მიუნხენელმა პროფესრმა ნ. ტირშემმა. ეკლესიაში ასევე დაამონტაჟეს ორღანი. მისი კურთხევა შედგა 1865 წლის 28 ნოემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Е. Е. Князева, Г. Ф. Соколова «Лютеранские церкви и приходы России XVIII—XX вв.», Санкт-Петербург, «Литера», 2001, ISBN 5-89319-048-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]