სანქტ-პეტერბურგის სვიმეონისა და ანას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის სვიმეონისა და ანას ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის სვიმეონისა და ანას ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის სვიმეონისა და ანას ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′18″ ჩ. გ. 30°20′44″ ა. გ. / 59.93833° ჩ. გ. 30.34556° ა. გ. / 59.93833; 30.34556
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810601000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მიხაილ ზემცოვი
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის სვიმეონისა და ანას ეკლესია (რუს. Церковь Симеона и Анны) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს ბელინსკისა და მოხის ქუჩების კუთხეში, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტაძარი. მიეკუთვნება წმინდა ანას ორდენს. ეკლესია აგებულია 1731-1734 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. წინამძღვარია ოლეგ სკობლია, ხოლო მამასახლისი - ვლადიმირ კეხმანი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ააგეს იმპერატორ ანა იოანეს ასულის ბრძანებით 1731-დან 1734 წლამდე პერიოდში (არქიტექტორი მიხეილ ზემცოვი, მონაწილეობდა ივან ბლანკი) პეტრესეული ბაროკოს სტილში, ასევე გამოიყენებოდა ძველი რუსული არქიტექტურის ელემენტებიც. ეკლესია ააგეს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მოძველებული ხის ეკლესიის ადგილზე, რომელიც აგებული იყო 1712-1714 წლებში. ეკლესიის სახელწოდებიდან წარმოიქმნა ბელინსკის ქუჩისა (ყოფილი სვიმეონის ქუჩა) და ბელინსკის ხიდის (ყოფილი სვიმეონის ხიდი) ძველი სახელწოდებები.

1734 წლის 27 იანვარს შედგა ტაძრის საზეიმო კურთხევა. ახალი ტაძარი იყო სამსაკურთხევლიანი და ჰქონდა 47 მეტრიანი სამრეკლო. სამრეკლოს წვერი აღმართა ჰოლანდიელმა ხელოსანმა გერმან ვან ბოლესმა[2].

მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და ანა წინასწარმეტყველის სახელზე,მარჯვენა საკურთხეველი მიქაელ მთავარანგელოზის, ხოლო მარცხენა - ეფრემ ასურის სახელზე. ძირითადი სივრცე სრულდება სვეტებიანი გუმბათის ყელით, რომელიც თავის მხრივ გვირგვინდება გუმბათით. ტაძრის ოთხასრთულიანი გუმბათი დაამზადა კონრად განმა, კედლები მოხატეს ანდრეი მატვეევმა და ვასილი ვასილევსკიმ[3].

1772 წელს ეკლესიას მიაშენეს კიდევ ერთი ეგვტერი დიდმოწამე ევსტათეს სახელზე. ეს ეგვტერი გააუქმეს 1802 წელს. 1802 წლამდე ტაძარი იყო კარის ეკლესია.

ტაძარი წარმოადგენდა წმინდა ანას ორდენის ეკლესიას, სადაც 1829 წლიდან იკრიბებოდა ორდენის კავალერიის საბჭო.

1869-1872 წლებში გააფართოვა და განაახლა არქიტექტორმა გიორგი ვინტერგალტერმა. დაამატეს ერთ ეგვტერი სამხელა ღვთისმშობლის ხატის სახელზე, რომელიც აკურთხეს 1871 წლის 29 ოქტომბერს.

1868 წლიდან ეკლესიასთან მოქმედებს სოციალურად დაუცველთა საზოგადოება, ბავშვთა თავშესაფარი და თავშესაფარი უფროსებისათვის.

1938 წლის იანვარში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, მისი ფასეულობები და შიდა აღჭურვილობა დაიტაცეს, ხოლო შენობა გადააკეთეს საწყობად. 1951-1954 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია. 1980-იანი წლებიდან გამოიყენება როგორც მეტეოროლოგიის მუზეუმი. 1991 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და 1995 წლის 1 იანვარს კვლავ აკურთხეს. 1996 წლიდან 2013 წლამდე მიმდინარეობდა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები. აღდგენილი ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Станюкович-Денисова Е. Ю. Церковь Симеона Богоприимца и Анны Пророчицы в Петербурге: к истории строительства и реконструкции первоначального облика // Актуальные проблемы теории и истории искусства: сб. науч. статей. Вып. 3. / под ред. С. В. Мальцевой, Е. Ю. Станюкович-Денисовой. — СПб.: НП-Принт, 2013. — С. 258—262. — ISSN 2312—2129

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Путин прибыл на Рождественское богослужение в Симеоновскую церковь в Петербурге“. ТАСС (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-01-09.
  2. Голландский Петербург: Харман ван Балес. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-06. ციტირების თარიღი: 16.2.2008.
  3. Церковь прав. Симеона Богоприимца и Анны Пророчицы დაარქივებული 2018-06-01 საიტზე Wayback Machine. . Соборы Санкт-Петербурга.
  4. „Восстановлена первая каменная церковь Санкт-Петербурга“. Известия (რუსული). 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2018-01-09.