სანქტ-პეტერბურგის პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედის სოფიოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-პეტერბურგის პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედის სოფიოს ეკლესია
Стачек пр., 186a.jpg
სანქტ-პეტერბურგის პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედის სოფიოს ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°51′00″ ჩ. გ. 30°14′04″ ა. გ. / 59.85000° ჩ. გ. 30.23444° ა. გ. / 59.85000; 30.23444
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801886001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გვიანი ბაროკო
თარიღდება 1992-1993

სანქტ-პეტერბურგის პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედის სოფიოს ეკლესია (რუს. Церковь Святых Мучениц Веры, Надежды, Любови и Матери их Софии) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1992-1993 წლებში.

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს, სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ-პორუჩიკ რომან ვორონცოვის აგარაკი პეტერგოფის გზაზე ააგეს ხისაგან ქვის საფუძველზე 1756 წლის შემდეგ. არქიტექტორი სავარაუდოდ იყო ჟან-ბატისტ ვალენ-დელამოტი. აგარაკი მემკვიდრეობით გადავიდა ვორონცოვის ოჯახის წევრებს შორის. 1840-იან წლებში იყიდა ინგლისელმა ჯონ ანდერსონმა, რომელმაც 40 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად კეთილმოაწყო. მის შემვეგ აგარაკი შეიძინა ვაჭარმა პ. ლ. შუვალოვმა, რომლის შვილმაც იგი მიჰყიდა მიწათმფლობელ ს. ს. ბოგომოლოვს.

1963 წელს შენობაში განთავსებული იყო სასურსათო მაღაზია, ხოლო მოგვიანებით აქ განთავსდა „Главленинградстрой“-ის მე-18 ტრესტი.

ულიანკის რაიონის კეთილმოწყობის სამუშაოების დაწყების შემდეგ ტიპური მრავალსართულიანი სახლების აგების მიზნით შენობის აღების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ისტორიკოს სერგეი გორბატენკოს დამსახურებით დადგინდა, რომ შენობა იყო XVIII საუკუნის არქიტექტურის ისტორიული ძეგლი და იგი გადაარჩინა.

1991 წლიდან შენობა გამოიყენება, როგორც ეკლესია. ამჟამად სანქტ-პეტერბურგის პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედის სოფიოს ეკლესია მოქმედებს, როგორც ტერვენიჩის ღვთისმშობლის კვართის მონასტრის მეტოქი. 1999 წელს ეკლესიაზე დაამონტაჟეს გუმბათი და სამრეკლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]