შინაარსზე გადასვლა

სანქტ-პეტერბურგის ნათლისღების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ნათლისღების ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის ნათლისღების ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ნათლისღების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°54′32″ ჩ. გ. 30°15′25″ ა. გ. / 59.90889° ჩ. გ. 30.25694° ა. გ. / 59.90889; 30.25694
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 802731000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი კოსიაკოვი
თარიღდება 1889-1899

სანქტ-პეტერბურგის ნათლისღების ეკლესია (რუს. Богоявленская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1889-1899 წლებში ფსევდორუსულ არქიტექტურულ სტილში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნათლისღების სახელზე, ხოლო ეგვტერები იოანე IV-ისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ააგეს უფლისწულ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძის (შემდეგში ნიკოლოზ II) სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად, რომელიც 1891 წლის 29 აპრილს იაპონიის ქალაქ ოცუში იაპონელმა ფანატიკოსმა დაჭრა თავში. თავდასხმის პირველ წლისთავზე საფუძველი ჩაუყარეს ტაძრის მშენებლობას. არქიტექტორი — ვასილი კოსიაკოვი. 1899 წლის 29 აპრილს მოხდა ტაძრის კურთხევა. ტაძრის ტევადობა იყო 1 200 კაცი.

1935 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. მთლიანად გაანადგურეს ტაძრის ზედა ნაწილი, შიდა აღჭურვილობა და კანკელი, არქიტექტურული დეკორის უმეტესი ნაწილი, მათ შორის გუმბათის ხაზები. ამის შემდეგ ეკლესიაში განათავსეს ხილისბაზა, საწყობი, საპნის სახარში ქარხანა და მორგი. მას შემოავლეს ბეტონის ღობე. ისტორიული ჭედური ღობე 1936 წელს გადაიტანეს ბოლდირევის ქუჩის კუთხეში აშენებულ ახალ სკოლაში. 2006 წელს ღობე გაანადგურეს.

დიდი სამამულო ომის პერიოდში ტაძარში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც შენობა ძლიერ დაზიანდა.

1991 წელს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი დასახიჩრებული და დამახინჯებული ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ტაძრიდან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. 1992 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას შედგა პირველი ღვთისმსახურება. ამავე წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 1995 წლის 4 მაისს გუმბათზე დაადგეს ჯვარი. 2005 წელს დაანგრიეს ბეტონის ღობე. 2010-2011 წლებში ეკლესიას ახალი გალავანი შემოავლეს, იგი იმეორებდა 2006წელს განადგურებული ისტორიული ღობის ელემენტებს. ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერის აღდგენა. მოხატულობა ნაწილობრივ აღდგენილია. 2012 წელს აკურთხეს ახალი კანკელი. ამჟამად ეკლესიაში მიმდინარეობს რეგულარული ღვთისმსახურება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]