სანქტ-პეტერბურგის ისიდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ისიდორეს ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის ისიდორეს ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ისიდორეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′19″ ჩ. გ. 30°17′33″ ა. გ. / 59.92194° ჩ. გ. 30.29250° ა. გ. / 59.92194; 30.29250
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802526000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანდრე პოლეშჩუკი
თარიღდება 1907

სანქტ-პეტერბურგის ისიდორეს ეკლესია (რუს. Исидоровская церковь) — მართლმადიდებლური სამრევლო ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1907 წელს, არქიტექტორ ალექსანდრე პოლეშჩუკის მიერ. მდებარეობს ლერმონტოვისა და რიმსკი-კორსაკოვის პროსპექტების კვეთაზე, მოგილიოვის ხიდის მიმდებარედ.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მღვდელმოწამე ისიდორეს სახელზე, ხოლო ეგვტერები სერაფიმ საროველისა და მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელზე. ქვედა ტაძარი კი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1894 წელს სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ რაიონ კოლომნაში ჩამოყალიბდა ესტონური მართლმადიდებლური თემი წინამძღვარ პავლე კულბუშის მეთაურობით. ამ პერიოდში ქალაქში ცხოვრობდა 4 000 მათლმადიდებელი ესტონელი. მრევლს არ ჰქონდა საკუთარი ეკლესია და ღვთისმსახურებას აღავლენდნენ მალო-კოლემნის ქრისტეს აღდგომის ეკლესიის სარდაფში. 1898 წლის 29 ნოემბერს ჩამოყალიბდა ისიდორე იურიეველის სახელობის ესტონური საძმო. კულბუში ასევე გამოვიდა ინიციატივით აეშენებინათ საკუთარი ეკლესია, რომლის პროექტსაც შეიმუშავებდა საზოგადოების წევრი ალექსანდრე პოლეშჩუკი.

1901 წელს არქიტექტორმა შეადგინა პროექტის ესკიზი, ხოლო 1902 წლის 23 აგვისტოს საბოლოო პროექტი დაამტკიცეს. ეკლესიის ასაშენებელი თანხის შეგროვება დაიწყო მთელი რუსეთის მასშტაბით, ხოლო პირველი შემოწირულობა გაიღო იოანე კრონშტადტელმა. თავდაპირველად ააგეს საეკლესიო სახლი და ხის სამრეკლო, რომელიც აკურთხეს 1903 წლის 30 მარტს, ხოლო ამავე წლის 24 აგვისტოს საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი ეკლესიის მშენებლობას. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1907 წელს.

1935 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. ფასეულობების ნაწილი გადაეცა ახლოს მდებარე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარს.

1994 წელს ეკლესია დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას და პირველი ლიტურგია ჩატარდა ამავე წლის 30 ოქტომბერს ქვედა ტაძარში. 1999 წელს ტაძარზე აღართეს ჯვარი, ხოლო 2001 წელს ააგეს სამრეკლო.

ტაძარში მოქმედებს ბიბლიოთეკა და სამრევლო საკვირაო სკოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]