სანქტ-პეტერბურგის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-პეტერბურგის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
Streets Sankt-Peterburg sent2011 3924.jpg
სანქტ-პეტერბურგის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′26″ ჩ. გ. 30°17′11″ ა. გ. / 59.92389° ჩ. გ. 30.28639° ა. გ. / 59.92389; 30.28639
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831220000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ჰარალდ ბოსე, კ. ციგლერი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორომანული
თარიღდება 1859-1860

სანქტ-პეტერბურგის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Святого Апостола Иоанна) — მოქმედი ლუთერანული კირხე სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1859-1860 წლებში ჰარალდ ბოსეს პროექტის მიხედვით. ეკუთვნის ქალაქის ესტონურ-გერმანული წარმომავლობის მრევლს. ამჟამად მიეკუთვნება ინგრიის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუთერანული საზოგადოება ჩამოყალიბდა 1731 წელს კადეტთა პირველი კორპუსის შენობაში. 1834 წელს საზოგადოებას ეწოდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელი. 1841 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა გამოსცა ბრძანება გადაეტანათ ეკლესია კერძო შენობაში. ამავე დროს შედგა ერთიანი საზოგადოების გაყოფა გერმანულ და ესტონურ საზოგადოებად. ესტონური მრევლი ფორმალურად ჩამოყალიბდა 1842 წლის მაისში, ბიუჯეტის თანხით მათ იქირავეს სახლი შეკრებებისთვის.

ეკლესიის შენობას ოფიცრების ქუჩაზე საფუძველი ჩაეყარა 1859 წლის 24 ივნისს. შენობა გათვლილი იყო 800 ადამიანზე. არქიტექტორი იყო ჰარალდ ბოსე, ხოლო მშენებელი კ. ციგლერ ფონ შაფჰაუზენი. ეკლესია აკურთხეს 1860 წლის 27 ნოემბერს. შენობა ააგეს ფსევდორომანულ არქიტექტურულ სტილში. ეკლესიას ჰქონდა დიდი კოშკური სამრეკლო. მშენებლობისათვის მნიშვნელოვანი თანხა გამოყვეს ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი თავად მრევლმა გაიღო, რომელთა შორის აქტიურობდნენ ბარონი ე. მეიენდორფი და ლეიბ-ექიმი შოლცი. ეკლესიის მშენებლობა 65 ათასი ვერცხლის რუბლი დაჯდა.

მრევლს ასევე ეკუთვნოდა მთელი რიგი კარის ეკლესიები, მათ შორის ციხეებში. სამრევლოში მოქმედებდა საეკლესიო სკოლა, თავშესაფარი და ბავშვთა სახლი.

1930 წელს ეკლესია დახურეს. შემდეგ შენობა გადააკეთეს კონსტრუქტივიზმის არქიტექტურულ სტილში, სამრეკლო დაანგრიეს, მთავარ ფასადზე მიაშენეს კიბე, შიგნით სართულებს შორის გადახურვა გააკეთეს. ფასადი შელესეს. შენობის შიგნით კი განათავსეს კლუბი.

1993 წელს სანქტ-პეტერბურგში დარეგისტრირდა ლუთერანების ესტონური საზოგადოება, რომელსაც 1997 წლის 29 მაისს გადაეცა შენობა. 2000 წლის 25 ნოემბრიდან აქ იმართებოდა რეგულარული ლოცვა ესტონურ ენაზე. მრევლი მიეკუთვნება ინგრიის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას.

2009 წელს დაიწყო ეკლესიის რესტავრაცია, აღადგინეს სამრეკლო და ფასადი, რომელსაც დაუბრუნდა ისტორიული სახე. რესტავრაციისათვის 3,1 მლნ კრონი გამოყო ესტონეთის კულტურის სამინისტრომ[1].

2011 წლის 20 თებერვალს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ შედგა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის გახსნა და კურთხევა[2]. ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ილვესმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. На улице Декабристов реконструируют эстонскую церковь“, Карповка.нет, 2008-12-30. წაკითხვის თარიღი: 2011-02-05. 
  2. Глава Эстонии открыл после реставрации эстонскую церковь в Петербурге“, РИА Новости, 2011-02-20. წაკითხვის თარიღი: 2011-02-20.