სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
St.Ioann's church (Saint Petersburg).JPG
სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°58′51″ ჩ. გ. 30°18′01″ ა. გ. / 59.98083° ჩ. გ. 30.30028° ა. გ. / 59.98083; 30.30028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810384000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) იური ფელტენი
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდოგოთიკა
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Иоанна Предтечи) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. ეკლესია აგებულია 1776-1778 წლებში, ფსევდოგოთიკის სტილში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია - დიაკვანი ვადიმ ბურენინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია აგებულია 1776-1778 წლებში ბალტიის ფლოტის მეზღვაურთა ინვალიდების სახლთან, მისი არქიტექტორი იყო იური ფელტენი. შემდეგ ეკლესია გადაეცა მალტის ორდენს, როდესაც იმპერატორი პავლე I გახდა მათი ხელმძღვანელი. 1799 წელს ეკლესიასთან დააარსეს მალტის ორდენის კავალერების სასაფლაო. იმპერატორის ტახტზე ალექსანდრე I-ის ასვლის შემდეგ სასაფლაო დახურეს, საფლავები გადაიტანეს სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე. კამენოოსტროვსკის სასახლის აშენების შემდეგ ეკლესია მას გადასცეს.

1834-1836 წლებში ალექსანდრე პუშკინმა კამენის კუნძულზე შეიძინა აგარაკი. იოანეს სახელობის ეკლესიაში მოინათლა მისი სამი შვილი. 20 ივლისს ერთი წლის ასაკში მოინათლა საშა[1], ხოლო 1835 წელს უმცროსი შვილი გრიშა. ბავშვებს ნათლიები იყვნენ ვასილი ჟუკოვსკი და ეკატერინა ზაგრიაჟსკაია[2]. 1836 წლის 27 ივნისს შედგა პატარა გოგოს ტაშას საიდუმლო ნათლობა. მისი ნათლიები იყვნენ ეკატერინა ზაგრიაჟსკაია და პოეტის მეგობარი, კომპოზიტორი მიხეილ ვიელგორსკი[3].

საბჭოთა პეროდში ეკლესია გაძარცვეს და დახურეს 1931 წლის 13 დეკემბერს. საეკლესიო სიმდიდრე დაიტაცეს, ხოლო ხანძრის შედეგად განადგურდა კედლის მხატვრობა. ძეგლთა დაცვის ინსპქეციის თანამშრომლის არქიტექტორ იური სტრავინსკის დამსახურებით 1935 წელს ეკლესია სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანეს[4]. 1938 წელს აქ განათავსეს მოქანდაკე იგორ კრესტოვსკის სახელოსნო, ხოლო 1948 წელს შენობაში განათავსეს სამხედრო სანატორიუმის სპორტული დარბაზი.

ეკლესიის შენობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1989 წელს. 1990 წლის 14 ნოემბერს ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В. М. Русаков. Рассказы о потомках А. С. Пушкина. — Лениздат, 1992. — С. 36.
  2. В. М. Русаков. Рассказы о потомках А. С. Пушкина. — Лениздат, 1992. — С. 74.
  3. В. М. Русаков. Рассказы о потомках А. С. Пушкина. — Лениздат, 1992. — С. 91.
  4. Витязева В. А. Каменный остров: историко-архитектурный очерк, XVIII-XXI вв. — М.—СПб: Центрполиграф, 2007