სანქტ-პეტერბურგის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო
სანქტ-პეტერბურგის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′24″ ჩ. გ. 30°19′44″ ა. გ. / 59.94000° ჩ. გ. 30.32889° ა. გ. / 59.94000; 30.32889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810507003
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალფრედ პარლანდი
თარიღდება 1907

სანქტ-პეტერბურგის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო (რუს. Часовня Иверской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური სამლოცველო სანქტ-პეტერბურგში, შედის ქრისტეს აღდგომის ტაძრის კომპლექსში. აგებულია XX საუკუნეში. XX საუკუნის დასაწყისის რუსული საეკლესიო არქიტექტურის ძეგლი. მდებარეობს გრიბოედვის არხის სანაპიროზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომავალი სამლოცველოს მსგავსი პროექტის ხილვა შესაძლებელი იყო ქრისტეს დაღვრილი სისხლის ტაძრის პროექტში, რომელიც შეადგინა არქიმანდრიტმა ეგნატე მალიშევმა 1883 წელს. ამ ჩანაფიქრის მიხედვით სამლოცველო ორი იყო და პრაქტიკულად კუთხის კოშკებად ჩაფიქრებული. დღევანდელი ტაძრის პროექტი მნიშვნელოვნად შეცვალა არქიტექტორმა ალფრედ პარლანდმა, რის შემდეგაც იგი დაამტკიცეს 1887 წელს. ახალ პროექტში სამლოცველო იყო ერთი და განცაკევებით დგას ტაძრისაგან.

ქრისტეს აღდგომის ტაძრის სამლოცველოს მშენებლობა დასრულდა 1907 წელს და 1908 წლის 10 მაისს აკურთხა სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ანტონი ვადკოვსკიმ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. სამლოცველო გამოიყენებოდა ხატებისა და სხვა ფასეულობების შესანახად.

საბჭოთა პერიოდში სამლოცველო არ ფუნქციონირებდა პირდაპირი დანიშნულებით და გამოიყენებოდა სხვადასხვა სამეურნეო კუთხით.

1996 წელს სამლოცველო პირველად გაარემონტეს. აღადგინეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მოზაიკა, რომელიც შესასვლელის თავზე იყო გამოსახული.

ამჟამად სამლოცველო გამოიყენება საგამოფენო დანიშნულებით, როგორც ქრისტეს დაღვრილი სისხლის ტაძრის კომპლექსის ნაწილი. აღიარებულია ისტორიისა და კულტურის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. В. Антонов, А. В. Кобак «Святыни Санкт-Петербурга». Т. 1. Санкт-Петербург, 1994.