სანქტ-პეტერბურგის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°57′52″ ჩ. გ. 30°28′23″ ა. გ. / 59.96444° ჩ. გ. 30.47306° ა. გ. / 59.96444; 30.47306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810248000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნიკოლოზ ლვოვი
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (რუს. Храм Святого Илии Пророка) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, რევოლუციის შოსეზე. ეკლესია აგებულია 1782-1785 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1715 წელს ქალაქიდან შორს, იქ, სადაც დღეს დგას ეს ეკლესია, დააარსეს ოხტინის დენთის ქარხანა. 1717 წელს მის ტერიტორიაზე ააგეს ხის სამლოცველო, რომელიც აკურთხეს ელია წინასწარმეტყველის სახელზე. 1721 წელს სამლოცველო დაშალეს და მის ადგილზე ააგეს ხის ეკლესია კვლავ ელია წინასწარმეტყველის სახელზე, რომელიც აკურთხეს 1722 წელს. 1742-1743 წლებში ხის ეკლესია შეცვალა, ასევე ხის, მაგრამ უფრო დიდმა ეკლესიამ, მაგრამ მისი ფუნდამენტი უკვე ქვისა იყო. მისი კურთხევა კი შედგა 1743 წლის 18 ივლისს. 1760 წელს ეკლესიას მიაშენეს თბილი ზამთრის ეგვტერი, რომელიც 1760 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს დიმიტრი როსტოველის სახელზე. ეკლესიის გალავნის შიგნით მცირე სასაფლაოც მოაწყვეს. თანამედროვე ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1782 წელს ნიკოლოზ ლვოვის პროექტის მიხედვით, რომელშიც სავარაუდოდ მონნაწილეობდა ივან სტაროვიც. ტაძრის მშენებლობა და კურთხევა მოხდა 1785 წელს.

ელია წინასწარმეტყველის ეკლესია ააგეს ადრეული რუსული კლასიციზმის სტილში და წარმოადგენს მრგვალ ნაგეობას, რომელიც გარშემორტყმულია თექვსმეტი იონური სვეტით. ყოველ ორ სვეტს შორის ფანჯრებია: ზემოთ მრგვალი, ქვემოთ თაღოვანი.

1805-1806 წლებში არქიტექტორ ფიოდორ ვემერცოვის პროექტის მიხედვით ეკლესიას მიაშენეს თბილი ეგვტერი, რომელიც აკურთხეს ალექსანდრე ნეველის სახელზე. ტაძრის ჩრდილოთისა და სამხრეთის ფასადები შემკული არის იონიური კოლონებით. ამ კოლონებზე დააშენეს ერთასრთულიანი სამრეკლო. 1875-1877 წლებში ალექსანდრე ნეველის ეგვტერი შეაერთეს ეკლესიის ძირითად შენობასთან. 1901-1902 წლებში კიდევ ერთხელ გადააკეთეს ტაძარი, რომლის დროსაც სამრეკლოს კიდევ ერთ იარუსი დაადგეს და რამდენადმე შეცვალეს გუმბათი. გადაკეთებული ეკლესიის კურთხევა შედგა 1911 წლის 8 ივლისს.

1923 წელს ეკლესიამ მიიღო ტაძრის სტატუსი. ამ მომენტიდან 1938 წლამდე იგი ეკუთვნოდა ობნოვლენცებს. 1938 წლის 11 ივნისს საბჭოთა ხელისუფლებამ ელიას ეკლესია დახურეს. შენობა გადაეცა ადგილობრივ ანტისაჰაერო თავდაცვას. 1974 წელს შენობაში ხანძარი გაჩნდა. 1983 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც ეპარქიამ დაასრულა 1988 წელს. 1989 წელს აკურთხეს ტაძარი და მოქმედებს დღემდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]