სანტრალისტამბულის ენერგიის მუზეუმი

სანტრალისტამბულის ენერგიის მუზეუმი (თურქ. Silahtarağa Power Station) — ნახშირზე მომუშავე გენერირების სადგური, რომელიც მდებარეობდა სტამბოლში, თურქეთში. ოსმალეთის იმპერიის პირველი ურბანული მასშტაბის ელექტროსადგური, ის გამოიყენებოდა 1914 წლიდან 1983 წლამდე. მას შემდეგ ტერიტორია გარდაიქმნა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის კამპუსად და აქ განთავსებულია ორი მუზეუმი და რამდენიმე დაწესებულება. ის განახლდა და გადაერქვა სანტრალისტამბული 2007 წელს.

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ელექტროსადგურის ერთ-ერთი შენობა, რომელშიც ახლა განთავსებულია სანტრალისტამბული.
ელექტროსადგური დაპროექტდა როგორც ოსმალეთის იმპერიის პირველი, თუ არ ჩავთვლით მცირე ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც აშენდა 1902 წელს ტარსუსის მიღმა ანატოლიაში. ბუდაპეშტში დაფუძნებულ ავსტრია-უნგრეთის გაზისა და ელექტროენერგიის კომპანია Ganz-ს დაევალა ელექტროსადგურის მშენებლობა. 1910 წელს ფირმამ დააფუძნა ოსმალური ელექტრო კომპანია ორი ბელგიური ბანკის თანამშრომლობით: Banque de Bruxelles და Banque Generale de Credit Hangrois. კომპანიამ მიიღო იმპერატორის 50-წლიანი კონცესია და ააშენა თავისი პირველი სადგური - ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური სილაჰთარაღას უბანში, ეიუფში, ოქროს რქის ზედა ბოლოში.
ელექტროსადგურმა მუშაობა დაიწყო 1914 წლის 11 თებერვალს; ის თავდაპირველად ელექტროენერგიით ამარაგებდა ტრამვაის ქსელს, ხოლო მალევე - სულთნის სასახლეს. მალე ელექტროენერგია გავრცელდა ქალაქის უფრო მდიდარ უბნებშიც.
უცხოური კომპანია ნაციონალიზებულ იქნა 1937 წელს და 1938 წლის 1 ივლისს გადაეცა სტამბოლის მუნიციპალიტეტს. მას შემდეგ მას მართავდა „სტამბოლის ელექტროენერგიის, გვირაბისა და ტრამვაის კომპანია“ (IETT). სილაჰთარაღას ელექტროსადგური იყო ელექტროენერგიის ერთადერთი მწარმოებელი სტამბოლში 1950-იან წლებამდე. 1952 წელს სადგური შეუერთდა ახლად შექმნილ თურქულ ეროვნულ ქსელს. 1962 წლიდან მას ოპერირებდა Etibank, ხოლო 1970 წელს კონტროლი გადაეცა თურქეთის ელექტროენერგიის ინსტიტუტს (TEK).
სილაჰთარაღას ელექტროსადგურს თავდაპირველად ჰქონდა სამი 6 მეგავატიანი გენერატორი. შემდეგ ეს სიმძლავრე გაიზარდა 80 მეგავატამდე.
1983 წლის 13 მარტს სილაჰთარაღას ელექტროსადგური გაითიშა, რადგან მისი ოპერირება აღარ იყო ეკონომიურად მომგებიანი. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ელექტროსადგური დარჩა ძირითადად მიტოვებული.
1991 წელს ელექტროსადგური ჩაირთო სიაში როგორც „სტამბოლის კულტურული და ბუნებრივი ობიექტი“, რითაც მიიღო სპეციალური დაცვა.[1]
რეკონსტრუქციის პროექტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წელს რეკონსტრუქციის გეგმა შეადგინა ოღუზ ოზერდენმა, ახალგაზრდა ბიზნესმენმა და სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის დამؚსებელმა. პროექტის მიზანი იყო ყოფილი ელექტროსადგურის უნივერსიტეტის კამპუსად გარდაქმნა. ამ გეგმის თანახმად, ყოფილი სადგურის შენობები უნდა გამოყენებულიყო ორი ახალი მუზეუმის განსათავსებლად. ერთი - თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მეორე - ენერგეტიკის მუზეუმი.
სწორედ ამ პროექტმა მიიღო ოფიციალური მხარდაჭერა. ალტერნატიული პროექტი წარადგინა ელექტროინჟინრების პალატის სტამბოლის ფილიალმა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით,[2] მაგრამ ბილგის უნივერსიტეტის პროექტი დამტკიცდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ და განხორციელდა სამი წლის განმავლობაში ზოგიერთი წამყვანი თურქული კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით.
კომპლექსს გადაერქვა სანტრალისტამბული თურქული სიტყვის „სანტრალ“ მიხედვით, რაც ნიშნავს ელექტროსადგურს. კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა 2007 წლის 8 სექტემბერს. სამხატვრო გალერეისა და ენერგეტიკის მუზეუმის გარდა, უნივერსიტეტმა შექმნა: საჯარო ბიბლიოთეკა, ამფითეატრი და რამდენიმე მცირე დაწესებულება ხელოვნების, კულტურული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის.[3]
ენერგეტიკის მუზეუმი სანტრალისტამბულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დარჩენილი გენერირების აღჭურვილობა შენახულია როგორც სანტრალისტამბულის ენერგეტიკის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი. ის ინტეგრირებული იყო დიზაინში არქიტექტორ ჰან თიუმერთეკინის მიერ. ტურბინების დარბაზში განთავსებული სამი გენერატორის ჯგუფით, მუზეუმი წარმოადგენს ორთქლის ტურბინების, ელექტრო გენერატორებისა და ყოფილი სილაჰთარაღას ელექტროსადგურის აღჭურვილობის კოლექციას, გამოფენილს თითქმის თავდაპირველ მდგომარეობაში.
ტურები თვითმმართველია. აქ თანამედროვე შუშის ესკალატორებმა შეცვალა ყოფილი ნახშირის კონვეიერები სართულებს შორის. იმისთვის, რომ კარგი მიმოხილვა ჰქონდეთ უზარმაზარ დარბაზში განთავსებულ მანქანებზე, 12 მეტრის სიმაღლეზე ჩამოკიდებულია პოდიუმი, რომელიც მონახულებლებს მართვის ოთახში მიჰყავს. მართვის ოთახის შემდეგ, ტურის მარშრუტი ტურბინების დარბაზის იატაკის გავლით უკან ბრუნდება შესასვლელთან.
პოდიუმს აქვს უხეში ხის იატაკი და შუშის გვერდები ფოლადის ჩარჩოებში. მართვის ოთახი შენახულია თითქმის თავდაპირველ ფორმაში და მხოლოდ გაიწმინდა.
ტექნიკური მუზეუმის ქვედა დონეს ასევე აქვს მოძრავი ექსპონატები, სადაც მნახველებს ურჩევენ დააჭირონ ღილაკებს და იმუშაონ ბერკეტებზე ინტერაქტიული სწავლებისთვის.
თვალსაჩინოა ორიგინალური რელეებისა და მართვის ინსტრუმენტები და სადენები. არის მრავალი მაგალითი ათეულობით ყოფილი და არსებული მწარმოებლისგან. ყველაზე შთამბეჭდავია აღჭურვილობის დიდი მასშტაბი, რომელიც ოდესღაც საჭირო იყო მხოლოდ რამდენიმე ათეული მეგავატის გენერირებისთვის.
დაშვება და ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი ღიაა საზოგადოებისთვის ყოველდღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ორშაბათის გარდა. შესვლა უფასოა.
პარკინგი და ფეხით შესასვლელი სამხრეთიდანაა, კაღითჰანეს ხიდის შემდეგ მაშინვე. ფეხით შესასვლელი ასევე შესაძლებელია ჩრდილოეთიდან, ფილ კიოპრიუსის (ალიბეის სპილოს ხიდი) გვერდით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით და ველოსიპედით გადასვლას ეიუფიდან და ჰალიჩის დასავლეთი მხრიდან.
უფასო შატლ-ბუსის მომსახურება უზრუნველყოფილია მნახველებისთვის, რომელიც გამოემგზავრება თაქსიმში მდებარე ათათურქის სახელობის კულტურული ცენტრიდან ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. IETT-ი ასევე ახორციელებს რამდენიმე ავტობუსის ხაზის მოძრაობას უშუალო სიახლოვეში.
მისამართი: Eski Silahtarağa Elektrik Santrali (ყოფილი სილაჰთარაღას ელექტროსადგური) Silahtar Mah. Kazım Karabekir Cad. 1 Eyüp, Istanbul
სურათები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ტურბინების დარბაზი
-
ტურბინების დარბაზი
-
ტურბინების დარბაზი
-
საკონტროლო ოთახი
-
საკონტროლო ოთახი
-
საკონტროლო ოთახი
-
სიხშირის სინქრონიზაციის ინსტრუმენტაცია
-
სანტრალ-ისტანბულის გარე ხედი სამხრეთიდან
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- SantralIstanbul official website (in Turkish)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Yeni Aktuel (in Turkish)
- ↑ Newspaper Turkish Daily News September 8, 2007 დაარქივებული September 11, 2007, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Newspaper Radikal July 21, 2007 დაარქივებული June 18, 2008, საიტზე Wayback Machine. (in Turkish)