სანტო-სტეფანო-ალ-მონტე-ჩელიო
სანტო-სტეფანო-ალ-მონტე-ჩელიო | |
---|---|
![]() | |
![]() ტაძრის მონახაზი, V საუკუნე | |
მდებარეობა |
![]() |
ფუნქციური სტატუსი | ტაძარი |
ისტორია | |
თარიღდება | 455 წ |
დამკვეთი | ლეო I |
სანტო-სტეფანო-ალ-მონტე-ჩელიო ![]() |
წმინდა სტეფანეს ტაძარი (იტალ. Basilica di Santo Stefano al Monte Celio; ლათ. Basilica S. Stephani in Caelio Monte) — ძველი ბაზილიკა და ტიტულარული ეკლესია რომში, იტალიაში. ხშირად მოიხსენიება როგორც სანტო სტეფანო როტონდო, იგი უნგრეთის ეროვნული ეკლესიაა რომში, მიძღვნილია როგორც პირველი ქრისტიანი მოწამე წმინდა სტეფანესადმი, ასევე უნგრეთის კანონიზებული პირველი მეფე სტეფანე I-ისადმი. მცირე ბაზილიკა ასევე წარმოადგენს პონტიფიკური გერმანული და უნგრული კოლეჯის ეკლესიას.
1985 წლიდან, კარდინალი მღვდელი, რომელიც ეკლესიის ტიტულს ეკავა, არის ფრიდრიხ ვეტტერი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ეკლესია კურთხეული იყო პაპ სიმპლიციუსის მიერ 468-483 წლებში. იგი მიძღვნილი იყო პროტომარტირ წმინდა სტეფანესადმი, რომლის სხეულიც აღმოაჩინეს რამდენიმე ათეული წლით ადრე წმინდა მიწაზე და რომში გადაიტანეს. ეკლესია იყო პირველი რომში, რომელსაც ჰქონდა წრიული ფორმა. მისი არქიტექტურა უნიკალურია გვიან რომაულ სამყაროშიც. [1] წმინდა სტეფანო, სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მდიდარი ვალერიუსების ოჯახის მიერ, რომელთა საკუთრებაც მოიცავდა კაელიის მთის დიდ ნაწილს. მათი ვილა მდებარეობდა ახლოს, ამჟამინდელი სან ჯოვანი ადოლორატას საავადმყოფოს ადგილზე. წმინდა მელანია უფროსი, ოჯახის წევრი, ხშირად მოგზაურობდა იერუსალიმში და იქ გარდაიცვალა, ამიტომ ოჯახს ჰქონდა კავშირები წმინდა მიწასთან.
ეკლესიის მშენებლობა დაიწყო პაპი ლეო I-ის (440-461) მიერ, თარიღი დადასტურებულია ძველი მონეტებით და დენდროქრონოლოგიით, რომელიც ადგენს სახურავში გამოყენებული ხის ასაკს 455 წლით, მაგრამ ეკლესია კურთხეული არ იყო პაპის გარდაცვალებამდე. თავდაპირველ ეკლესიას ჰქონდა სამი კონცენტრული გადასასვლელი, 22 იონური სვეტით, რომლებიც გარს არტყავდა ცენტრალურ წრის სივრცეს, რომელიც გადაჭიმული იყო 22 მ (72 ფუტი) სიმაღლისა და 22 მ (72 ფუტი) სიგანის ტამბურზე. ტამბურში იყო 22 ფანჯარა, მაგრამ უმეტესობა დაიხურა XV საუკუნის რესტავრაციის დროს. ცენტრალური გადასასვლელის დიამეტრი იყო 42 მ (138 ფუტი), ხოლო გარე 66 მ (217 ფუტი). ოთხი გვერდითი საკურთხეველი გადაჭიმული იყო შუა გადასასვლელიდან გარე გადასასვლელამდე და ქმნიდა ბერძნულ ჯვარს. [2]
ექსტერიერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, ტაძარი რომ შიგნიდან წრიულია, გარედან ჯვრის ფორმა აქვს. შესასვლელს აქვს პორტიკი, ხუთი თაღით, მაღალ ძველ გრანიტის სვეტებზე კორინთის კაპიტელებით, რომელიც დაემატა XII საუკუნეში, პაპ ინოკენტი II-ის მიერ.[2]
ინტერიერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიის კედლებს ამშვენებს მრავალი ფრესკა, მათ შორის ნიკოლო ცირკინანის (ნიკოლო პომარანსიო) და ანტონიო ტემპესტას, რომლებიც ასახავს მოწამეობის 34 სცენას, [3] გრიგოლ XIII-ის დაკვეთით, XVI საუკუნეში. თითოეულ ნახატს აქვს სათაური ან წარწერა, რომელიც ხსნის სცენას და მიუთითებს იმპერატორის სახელს, რომელმაც ბრძანა სიკვდილით დასჯა, ასევე მითითებულია ციტატები ბიბლიიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Macadam, Alta. Blue Guide Rome. A & C Black, London (1994), ISBN 0713639393
- Federico Gizzi, Le chiese medievali di Roma (Rome, Newton Compton, 1998).
- H. Brandenburg und J. Pál (edd), Santo Stefano Rotondo in Roma. Archeologia, storia dell'arte, restauro. Archäologie, Bauforschung, Geschichte. Akten der internationalen Tagung (Rom 1996) (Wiesbaden, 2000).
- Weitzmann, Kurt, ed., Age of spirituality: late antique and early Christian art, third to seventh century, no. 589, 1979, Metropolitan Museum of Art, New York, ISBN 9780870991790
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Photos of the discovered Roman floor, with Hungarian text only
- Official Homepage of the Church დაარქივებული 2018-09-16 საიტზე Wayback Machine.
- Interactive Nolli Map
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Claridge, Amanda. (1998). Rome : an Oxford archaeological guide to Rome, Toms, Judith., Cubberley, Tony., Oxford: Oxford University Press, გვ. 308. ISBN 9780192880031. OCLC 37878669.
- ↑ 2.0 2.1 "The Church of Santo Stefano Rotondo al Celio", Turismo Roma, Major Events, Sport, Tourism and Fashion Department
- ↑ Moorby, Nicola. "J.M.W. Turner: Sketchbooks, Drawings and Watercolours", Tate, May 2008