სანტო-დომინგოს მეტროპოლიტენი
| სანტო-დომინგოს მეტროპოლიტენი | |
|---|---|
|
| |
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი | სანტო-დომინგო |
| გახსნის თარიღი | 30 იანვარი 2009 წ. |
| ხაზის სიგრძე | 48,5 კმ |
| სადგურთა რაოდენობა | 34 |
| ხაზთა რაოდენობა | 2 |
| მგზავრები დღეში | 284 941 (2022/23) |
| მგზავრები წელიწადში | 104 003 341 (2022/23) |
| ხაზების სქემა | |
|
| |
სანტო-დომინგოს მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Santo Domingo) — მეტროპოლიტენის სისტემა დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში. შედგება 1 ხაზისგან, სიგრძით 14,5 კმ და 16 სადგურით. ხაზის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოდგენილია ესტაკადებით, ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი კი - მიწისქვეშაა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობდა 2005 წლიდან. პირველი საცდელი მატარებლები 2008 წლის 22 დეკემბერს გაუშვეს. მგზავრებისთვის კი ხაზი გაიხსნა - 2009 წლის 30 იანვარს. პირველი ხაზი შედგება 16 სადგურისაგან, მათ შორის 10 მიწისქვეშა და 6 მიწისზედა.
მეორე ხაზი ქალაქის ცენტრიდან მიემართება აღმოსავლეთისაკენ, აეროპორტის მხარეს. გაიხსნა 2013 წლის 1 აპრილს, რომელიც 2018 წლის 9 აგვისტოსთვის დაგრძელდა აღმოსავლეთით 4 სადგურით. დღეისათვის ამ ხაზზე მდებარეობს 18 სადგური და აქვს სიგრძე 14 კმ.
მოძრავი შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოიყენება ფირმა ”Alstom”-ის 19 სამვაგონიანი მატარებელი (ისევე როგორც ბარსელონის მეტროპოლიტენში).
სამუშაო განრიგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტრო მუშაობს 6:00-დან 23:00 საათამდე. მატარებლებს შორის 5 წუთიანი ინტერვალებია.