შინაარსზე გადასვლა

სანტი-კუატრო-კორონატი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტი-კუატრო-კორონატი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა იტალია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი კაროლინგური
თარიღდება IV საუკუნე

სანტი-კუატრო-კორონატი — უძველესი ტიტულარული და კონვენტუალური მცირე ბაზილიკა და ავგუსტინელთა მონასტერი რომში, იტალიაში. ეკლესია თარიღდება მეოთხე ან მეხუთე საუკუნეებით და ეძღვნება ოთხ უცნობ წმინდანსა და წამებულს. ბაზილიკის კომპლექსი თავისი ორი ეზოთი, გამაგრებული კარდინალის სასახლე წმინდა სილვესტრის სამლოცველოთი და მონასტერი მისი კოსმატესკური ნაწილით აშენებულია რომის წყნარ და მწვანე ნაწილში, კოლოსეუმსა და სან-ჯოვანი-ინ-ლატერანოს შორის.

სანტი კუატრო კორონატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სანტი კუატრო კორონატი“ ნიშნავს ოთხ წმინდა გვირგვინოსანს [ანუ წამებულებს], და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ წმინდანების სახელები უცნობია (ამიტომ მოიხსენიებენ მათ რიცხვით), და რომ ისინი იყვნენ წამებულები, რადგან გვირგვინი, პალმის ტოტებთან ერთად, წამების უძველესი სიმბოლოა. წმ. სებასტიანის წამების თანახმად, ოთხი წმინდანი იყო ჯარისკაცი, რომლებმაც უარი თქვეს ესკლეპიოსისათვის მსხვერპლშეწირვაზე და ამიტომ მოკლეს იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ბრძანებით. წამებულთა სხეულები დამარხეს სანტი-მარჩელინო-ე-პიეტროს სასაფლაოზე, ვია ლაბიკანას მეოთხე მილზე, პაპმა მილტიადემ და წმ. სებასტიანმა (რომლის თავის ქალაც დაცულია ეკლესიაში). მილტიადემ გადაწყვიტა, რომ წამებულები პატივცემულნი უნდა ყოფილიყვნენ კლავდიუსის, ნიკოსტრატუსის, სიმპრონიანუსისა და კასტორიუსის სახელებით; ეს სახელები - მეხუთესთან, სიმპლიციუსთან ერთად - იყო ხუთი პანონიელი წამებული ქვისმთლელის სახელი.

ეს წამებულები მოგვიანებით იდენტიფიცირებულ იქნენ ალბანოელ ოთხ წამებულთან, სახელებით: სეკუნდუსი (ან სევერუსი); სევერიანუსი; კარპოფორუსი (კარპოფორუსი); და ვიქტორინუსი (ვიტორინუსი). წამებულთა სხეულები დაცულია ოთხ უძველეს სარკოფაგში, კრიპტაში. 1123 წლით დათარიღებული ქვის თანახმად, ოთხი წამებულიდან ერთ-ერთის თავი დაკრძალულია სანტა-მარია-ინ-კოზმედინში.

ქრისტიანული რწმენის თანახმად, პირველი ეკლესია ამ ადგილზე პაპმა მილტიადემ ააგებინა, მე-4 საუკუნეში, ცელიუსის ბორცვის ჩრდილოეთ მხარეს. ეს იყო რომის ერთ-ერთი პირველი ეკლესია და ატარებდა სახელწოდებას „Titulus Aemilianae“ დამფუძნებლის სახელიდან გამომდინარე, რომელსაც სავარაუდოდ ეკუთვნოდა დახვეწილი რომაული ვილა, რომლის სტრუქტურაც აშკარად ჩანს ეკლესიის ქვეშ. მშენებლობა დასრულდა მე-6 საუკუნის ბოლოს და მოგვიანებით ლატერანის სასახლესთან, შუა საუკუნეების პაპის რეზიდენციასთან სიახლოვის გამო, თავისო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ბაზილიკა გახდა. პირველი რენოვაციები მოხდა პაპ ლეო IV-ის დროს (847-855), რომელმაც ააშენა კრიპტა ნავის ქვეშ, დაამატა გვერდითი ნავები, შემოსაზღვრა ეზო ფასადის წინ და ააშენა სამრეკლო და წმინდა ბარბარესა და ნიკოლოზის სამლოცველოები. ახალი ბაზილიკა, აგებული კაროლინგური არქიტექტურის სტილით, იყო 95 მ სიგრძის და 50 მ სიგანის.

აფსიდა და კარდინალის სასახლე.

თუმცა, ეს ეკლესია მიწასთან გაასწორეს რობერტ გუისკარის ჯარებმა რომის ნორმანული ძარცვის დროს (1084). ნაცვლად იმისა, რომ ჩვეულებრივ მასშტაბში აღედგინათ თავდაპირველი ბაზილიკა, პაპმა პასხალის II-მ ააშენა უფრო პატარა ბაზილიკა ორი ეზოთი, ერთი მეორის წინ; პირველი შეესაბამებოდა თავდაპირველ მე-9 საუკუნის ეზოს, ხოლო მეორე განთავსდა ნავის საწყის ნაწილზე. ორი გვერდითი ნავი შეყვანილ იქნა კარდინალის სასახლეში (მარჯვნივ) და ბენედიქტელთა მონასტერში, რომელიც თავად პასხალისმა დააფუძნა (მარცხნივ). თუმცა, ბაზილიკის თავდაპირველი აფსიდა შენარჩუნდა და ზედმეტად დიდი ჩანს ახალი ეკლესიისთვის, რომლის ნავიც სამ ნაწილად გაიყო სვეტების საშუალებით. ახალი ეკლესია ეკურთხა 1116 წლის 20 იანვარს. 1338 წელს ის სასოვივოს სააბატოს მფლობელობაში იყო.

მე-13 საუკუნეში დაემატა კოსმატესკური მონასტერი. კარდინალის სასახლე გააფართოვა კარდინალმა სტეფანო კონტიმ, პაპ ინოკენტი III-ის დისშვილმა. კარდინალმა კონტიმ ასევე გადააქცია სასახლე ციხესიმაგრედ, რათა თავშესაფარი მიეცა პაპებისთვის ლატერანოში ჰოენშტაუფენის იმპერატორებთან კონფლიქტის დროს. 1247 წელს წმ. სილვესტრის სამლოცველო, ციხე-სიმაგრის პირველ სართულზე, იკურთხა; ის შეიცავს ფრესკებს, რომლებიც გამოსახავს პაპ სილვესტერ I-ისა და იმპერატორ კონსტანტინე I-ის ცხოვრებისეულ ისტორიებს, მათ შორის იმპერატორის ნათლობას, ასევე კონსტანტინეს ყალბი ნაბოძების გამოსახულებას. პაპ ინოკენტი IV-სა და ახლად ეკლესიიდან განკვეთილ წმინდა რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ს შორის პოლიტიკური ბრძოლების ფონზე დახატული ფრესკები მიზნად ისახავს ეკლესიის (პაპი სილვესტრი) იმპერიაზე (კონსტანტინე) სასურველი სუვერენიტეტის ხაზგასმას.

როდესაც პაპები ავინიონში გადავიდნენ (XIV საუკუნე), კარდინალის სასახლე დაინგრა. ამრიგად, პაპების რომში დაბრუნების შემდეგ პაპ მარტინ V-ს მიერ საჭირო გახდა რესტავრაციის დაკვეთა. თუმცა, როდესაც პაპის რეზიდენცია ლატერანიდან ვატიკანის სასახლეში გადავიდა, ამ ბაზილიკამ მნიშვნელობა დაკარგა. 1564 წელს პაპმა პიუს IV-მ ბაზილიკა და მიმდებარე შენობები ავგუსტინელებს მიანდო, რომლებიც ჯერ კიდევ ემსახურებიან მას.

ამ კომპლექსის ისტორიის მიმართ ინტერესი განახლდა 1913 წელს, ნატიფი ხელოვნების ზედამხედველის ანტონიო მუნიოზის შრომის წყალობით. როდესაც შენობა ობოლთა თავშესაფარი გახდა, ავგუსტინელმა მონაზვნებმა მის შესასვლელთან მოათავსეს მბრუნავი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც „ყუთი“ არასასურველი ჩვილებისთვის.

აფსიდა შეიცავს ფრესკებს, რომლებიც შესრულებულია ჯოვანი და სან ჯოვანის მიერ. ისინი გამოსახავს ოთხ მფარველ წამებულ წმინდანს, სევეროს, სევერიანოს, კარპოფოროსა და ვიტორინოს. მარცხენა ნავის საკურთხეველზე განთავსებული ნახატი "S.Sebastiano curato da Lucina e Irene" დახატა ჯოვანი ბალიონემ. მეორე ეზოში მდებარეობს შესასვლელი ორატორიო დი სან სილვესტროში, დაფარული როგორც შუა საუკუნეებიდან შემონახული ფრესკებით, ასევე რაფაელინო და რეჯიოს მიერ შექმნილი გამოსახულებებით.

ტიტულარული კათედრა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარდინალი როჯერ მაჰონი

სანტი კუატრო კორონატი ეკუთვნის რომის ტიტულარულ ეკლესიებს სულ მცირე მე-6 საუკუნის ბოლოდან. ტიტულს ამჟამად ფლობს კარდინალი როჯერ მაჰონი, ლოს-ანჯელესის არქიეპისკოპოს-ემერიტუსი. მათ შორის, ვისაც წარსულში მიენიჭა ეს ტიტული, არიან: პაპი ლეო IV (847), მეფე ენრიკო პორტუგალიელი, რომელმაც 1580 წელს შექმნა ტაძრის ხის ჭერი, და პაპი ბენედიქტ XV (1914). სრული სია ცნობილია მხოლოდ პაპ ბენედიქტ XII-ის პონტიფიკატიდან (1334-1342).[1][2][3]

  • Andreina Draghi, Gli affreschi dell'Aula gotica del Monastero dei Santi Quattro Coronati: una storia ritrovata (Milano: Skira 2006).
  • Maria Giulia Barberini, I Santi Quattro Coronati a Roma (Roma: Fratelli Palombi, 1989).
  • Bruno Maria Apollonj Ghetti, I Ss. Quattro Coronati (Roma : Marietti, 1964) [Le chiese di Roma illustrate, 81].
  • J. de Cederna, La Chiesa e il monastero dei Ss. Quattro Coronati (Roma 1950).
  • S Russell Forbes, Church of the Santi Quattro Coronati (No publisher: no place, 1914).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Sources for the list: H.W. Klewitz, Reformpapsttum und Kardinalskolleg, Darmstadt 1957, p. 22 note 40, p. 75 and p. 130 no. 4 (11–12th centuries); S. Miranda, Titulus SS. IV Coronati დაარქივებული 2016-06-17 საიტზე Wayback Machine. (from 14th century until now).
  2. Conradus Eubel, Hierarchia catholica medii aevi I, editio altera (Monasterii 1913), p. 41.
  3. David M. Cheyney, Catholic-Hierarchy: Santi Quattro Coronati. Retrieved: 2016-03-15.