შინაარსზე გადასვლა

სანტიაგოს მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტიაგოს მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ჩილე ჩილე
ქალაქი სანტიაგო
გახსნის თარიღი 15 სექტემბერი 1975 წ.
ხაზის სიგრძე 139,7 კმ
სადგურთა რაოდენობა 136
ხაზთა რაოდენობა 7
მგზავრები დღეში 2.03 მლნ. (2023 წ.)[1]
მგზავრები წელიწადში 599 მლნ. (2023 წ.)[1]
ხაზების სქემა
სანტიაგოს მეტროპოლიტენის სიმბოლო სადგურ „სამხედრო სკოლის“ გვერდით

სანტიაგოს მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Santiago) — მეტროპოლიტენის სისტემა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. გაიხსნა 1975 წლის 15 სექტემბერს. მოიცავს 136 სადგურს. ხაზთა სიგრძე შეადგენს 139,7 კმ-ს.[2] მშენებლობის პროცესში იმყოფება 28 სადგური. მათი ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ მეტროპოლიტენის ლიანდაგების სიგრძე გაიზრდება კიდევ დაახლოებით 35 კმ-ით. სანტიაგოს მეტროპოლიტენი ერთ-ერთი წამყვანი და თანამედროვეა სამხრეთ ამერიკაში.[2] სანტიაგოს მეტროპოლიტენს ყოველდღიურად გადაყავს დაახლოებით 2,5 მილიონი მგზავრი. ყველაზე მაღალი გადაყვანილი მგზავრთა ნაკადი მიღწეული იქნა 2019 წლის 2 მაისს და შეადგინა 2 951 962 მგზავრი.[3]

მეტროპოლიტენის სადგურების ნაწილი დაზიანდა ან განადგურდა 2019 წლის ოქტომბრის პროტესტების მსვლელობისას.

ხაზი 1 წარმოადგენს მეტროპოლიტენის პირველ აშენებულ ხაზს და მის მთავარ ღერძს, ერთადერთს, რომელიც კვეთს ქალაქს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. წითელი ფერით აღნიშნულ ხაზზე გავლას ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე სჭირდება დაახლოებით 30 წუთი.[4]

2019 წლის 22 იანვარს გაიხსნა სანტიაგოს მეტროპოლიტენის ხაზი 3 სიგრძით 21,7 კმ, რომელიც შედგება 18 სადგურისგან და არის ყველაზე უფრო ახალი და თანამედროვე სამხრეთ ამერიკაში. ეს სანტიაგოში და ჩილეში მეორე მეტროპოლიტენის ხაზია, 6 ხაზის შემდეგ, რომელიც მთლიანად ავტომატიზირებულია (GoA 4 დონის ავტომატიზაცია), სადაც მატარებლები დადიან მემანქანეების გარეშე და ყველა სადგურზე დაყენებულია ბაქნის გასაწევი კარებები.

2017 წლის 2 ნოემბერს გაიხსნა სანტიაგოს მეტროპოლიტენის ხაზი 6 სიგრძით 15,3 კმ, რომელიც შედგება 10 სადგურისგან. ეს არის პირველი ხაზი სანტიაგოს მეტროპოლიტენში და ჩილეში, რომელიც მთლიანად ავტომატიზირებულია (GoA 4 დონის ავტომატიზაცია), სადაც მატარებლები დადიან მემანქანეების გარეშე და ყველა სადგურზე დაყენებულია ბაქნის გასაწევი კარებები.

ხაზი სიგრძით 24,8 კმ 19 სადგურით, შენდება 2022 წლიდან,[5] რომლის გახსნაც დაგეგმილია 2028 წელს.[6][7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Memoria Integrada 2023 es. Metro de Santiago. ციტირების თარიღი: 2024-10-19
  2. 1 2 Conoce la "estación fantasma" de la Línea 3: fue construida hace 30 años y no será utilizada. Bio Bio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-31. ციტირების თარიღი: 2019-01-22
  3. ↑ T13 | Tele 13 (2019-05). ციტირების თარიღი: 2021-02-25
  4. ↑ Metro de Santiago. (2011-01-15) Calcula tu tiempo de viaje. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-23. Este cálculo, sin embargo, puede variar dependiendo de la afluencia de pasajeros.
  5. ↑ https://www.df.cl/empresas/industria/nueva-linea-7-de-metro-entre-renca-y-vitacura-inicio-obras-que-se
  6. ↑ http://www.latercera.com/noticia/asi-sera-linea-7-metro-santiago/}}
  7. ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-09. ციტირების თარიღი: 2026-10-17