სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სანტა კრუს დე ტენერიფეს პროვინცია)
სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს მდებარეობა ესპანეთში

სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინცია (ესპ. Provincia de Santa Cruz de Tenerife) ასევე სანტა-კრუსიპროვინცია ესპანეთში, კანარის კუნძულების ავტონომიური გაერთიანების დასავლეთ ნაწილში. იგი შეიცავს ატლანტის არქიპელაგის დაახლოებით ნახევარს, მათ შორის კუნძულებს: ლა-გომერა, ელ-იერო, ლა-პალმა და ტენერიფი. მისი ფართობი შეადგენს 3,381 კმ²-ს.

მისი დედაქალაქი სანტა-კრუს-დე-ტენერიფე მდებარეობს კუნძულ ტენერიფზე (ესპანეთის ყველაზე დასახლებული კუნძული). 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 1,005,936 კაცს, ხოლო სიმჭიდროვება - 313.57 კაცი/კმ²-ზე. პროვინციის 24% ცხოვრობს დედაქალაქში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]