შინაარსზე გადასვლა

სანტა-პრუდენციანა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრონტალური მთავარი შესასვლელი ქუჩის დონის ქვემოთ

სანტა-პრუდენციანა (იტალ. Santa Pudenziana) — უძველესი კათოლიკური ბაზილიკა, რომელიც IV საუკუნეშია აგებული. მისი პირვანდელი სამლოცველო შენობა II საუკუნით თარიღდება და წმინდა პუდენციანას სახელზეა მიძღვნილი, წმინდა პრაქსედესის და, რომლებიც ორივე წმინდა პუდენსის ქალიშვილები იყვნენ. პუდენსი მოციქულ პავლეს მიერ არის მოხსენებული მეორე წერილში ტიმოთესადმი. ეს ეკლესია ერთ-ერთი ეროვნული ტაძარია რომში, რომელიც ფილიპინელებს აქვთ მინიჭებული და ღრმად არის დაკავშირებული ფილიპინელთა რწმენასა და კულტურასთან. ბაზილიკა არის მიჩნეული „უპირატესი ტრადიციის“ უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ეს წოდება მას უძველესი დროიდან აქვს მინიჭებული.

ბაზილიკა თავდაპირველად რომის პაპის რეზიდენცია იყო იმპერატორ მარკუს ავრელიუსის მმართველობის პერიოდში, მანამ სანამ 313 წელს იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა არალეგალური არ გახადა და ლატერანის სასახლე არ შესთავაზა პაპს. აღნიშნული ადგილის ისტორიული მნიშვნელობა უკავშირდება რომის სენატორის, ლორდ პუდენსის ყოფილ სახლს, „დომუს პუდენციანა“, რომელიც ითვლება ბაზილიკის სახელწოდების საფუძველად. არსებული ისტორიული წყაროების მიხედვით, ბაზილიკის პირველი ცნობილი მფლობელი იყო ქრისტიანი ვაჭარი სახელად პასტორე.

სანტა პუდენციანას ბაზილიკა აღიარებულია, როგორც რომის უძველესი ქრისტიანული თაყვანისცემის ადგილი. იგი აშენდა II საუკუნეში, სავარაუდოდ პაპი პიუს I-ის მმართველობის პერიოდში, ძვ. წ. 140–155 წლებში. ბაზილიკის აგებისას გამოყენებულ იქნა რომაული თერმების (საპირფარეშოს/აბანოს) ნაშთები, რომელთა ნაწილი დღემდე ჩანს აბსიდის სტრუქტურაში.

ეს შენობა რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია იყო მანამ, სანამ 313 წელს მმართველმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ლატერანის სასახლე არ გადასცა მას სამყოფელად და ამასთან ერთად ქრისტიანობა ოფიციალურად არ ლეგალიზდა რომის იმპერიაში.

მეოთხე საუკუნეში, პაპ სირიციუსის პონტიფიკატის პერიოდში, შენობა ქრისტიანულ ბაზილიკად გადაკეთდა. 499 წლის სინოდის აქტებში იგი მოხსენიებულია სახელწოდებით De Titulus Pudentis, რაც მიუთითებს, რომ ამ ადგილას წმინდა საიდუმლოთა აღსრულება ოფიციალურად იყო ნებადართული.

ბაზილიკა თანამედროვე ქუჩის დონეზე დაბლა მდებარეობს. შესასვლელი მჭიდროდ ჩალუქულ ლითონის კარებიდან ხდება. ორივე მხრიდან მე-19 საუკუნეში დამატებული კიბეები ჩამოდის ოთხკუთხედ ეზოში. შესასვლელი დარბაზის არქიტრავი, რომელიც მდებარეობს გალურსულ (დაქუცმაცებულ) ფასადზე (1870), შეიცავს მარმარილოს ფრიზს, რომელიც თავდაპირველად XI საუკუნის კარის ნაწილი იყო. ეს რომში შუასაუკუნეების სკულპტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. მარცხნიდან მარჯვნივ ფრიზზე გამოსახულნი არიან: პასტორე ბაზილიკის პირველი მფლობელი, პუდენციანა, პრაქსედე და მათი მამა პუდენსი. ნავის (ცენტრალური დარბაზი) არსებული სვეტები ეკუთვნის პირვანდელ ნაგებობას.

ზედა მარცხენა ტიმპანზე გამოსახულია პასტორე და პუდენციანა, ხოლო მარჯვენა მხარეს პრაქსედე და მათი მამა, პუდენსი.

რომანული არქიტექტურა და ზარის კოშკი დაემატა XIII საუკუნის დასაწყისში. 1388 წლის რესტავრაცია ფრანჩესკო და ვოლტერამ განახორციელა, წმინდა რომის ეკლესიის ყოფილი კამერლენგოს, კარდინალ ენრიკო ქეიტანეს ბრძანების მიხედვით. მან სამი ნავა ერთად აქცია და დაამატა გუმბათი, რომლის დიზაინიც ასევე ფრანჩესკო და ვოლტერას ეკუთვნის. გუმბათის შიდა მხარეს, მაცხოვართან ახლოს, გამოსახულია „ანგელოზები და წმინდანები“ ფრესკა პომარანჩიოს შესრულებით. ამ რესტავრაციებისას აღმოჩენილ იქნა ლაოკოონის ჯგუფის ფრაგმენტები, რომლებიც ვატიკანურ ფრაგმენტებზე უფრო დიდები იყვნენ. რადგან ამ აღმოჩენისთვის დამატებითი თანხის გადახდა არავის სურდა, ხვრელი მიწით ამოივსო და ფრაგმენტები ვეღარ იპოვეს. ფასადი განახლდა 1870 წელს. ფრესკები კი პიეტრო გალიარდიმ დაამატა.

მოციქულთა შორის გამეფებული ქრისტე

ბაზილიკის მარჯვენა მხარე იყო რომაული თერმების, ანუ აბანოს, ნაწილი, რომელიც თარიღდება რომის იმპერატორ აელიუს პუბლიუს ჰადრიან-ის მმართველობის პერიოდში (117–138).

ძველი რომაული მოზაიკა, რომელიც ასახავს მადონას და ბავშვს დები პუდენზიანა და პრაქსედესი

მაღალი საკურთხევლის უკან კედელზე განთავსებულია სამი ხატი, რომელიც ბერნარდინო ნოჩიმ შექმნა 1803 წელს. ისინი წარმოდგენენ (მარცხნიდან მარჯვნივ): წმინდა ტიმოთეს, წმინდა პუდენციანას და წმინდა ნოვატუსის დიდებას.

აპსიდის მოზაიკა გვიან ანტიკური პერიოდისაა, დაახლოებით IV საუკუნის ბოლოს. სხვადასხვა მეცნიერული ჯგუფები მიიჩნევენ, რომ იგი ან პაპ სირიციუსის (384–399), ან პაპ ინოკენტე I-ის (401–417) პონტიფიკატის პერიოდს განეკუთვნება[1] . XVI საუკუნეში მან ძირითადი რესტავრაცია გაიარა. ეს მოზაიკა ერთ-ერთია უძველესი ქრისტიანული მოზაიკებისგან რომში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოზაიკა რავენას ფარგლებს გარეთ. XIX საუკუნის გერმანელი ისტორიკოსი ფერდინანდ გრეგოროვიუსი მას „რომის ყველაზე ლამაზ მოზაიკას“ უწოდებდა.

დები პრაქსედესი და პუდენტიანა

ეს მოზაიკა გამორჩეულია თავისი იკონოგრაფიით. ქრისტე აქ წარმოდგენილია როგორც ადამიანის ფიგურა, არა როგორც სიმბოლო, მაგალითად, კრავი ან კარგი მწყემსი, როგორც ის ყოფილა ადრეული ქრისტიანული გამოსახულებებში. ამ გამოსახულების სამეფო ბუნება წინასწარმეტყველებს ქრისტეს ბრწყინვალე აღსახვას, რომელიც შემდგომში ჩანს ბიზანტიური მოზაიკებში. ქრისტე ზის ძვირფას ქვებით მორთულ ტახტზე, აცვია ოქროს ტოგა მეწამული საზღვრებით (რაც იმპერიული ხელისუფლების ნიშანია და ხაზს უსვამს ქრისტესა და მისი ეკლესიის ავტორიტეტს). ქრისტე გამოსახულია როგორც რომაული კლასიკური მასწავლებელი — გაწვდილი აქვს მარჯვენა ხელი. მას შარავანდი ამშვენებს, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს წარწერიანი გრაგნილი: "Dominus conservator ecclesiae Pudentianae" („უფალი — პუდენციანას ეკლესიის მფარველია“). იგი იჯდა მოციქულებს შორის, რომელთაგან ორი გამოსახულება მოგვიანებით, რესტავრაციის დროს, დაიკარგა. მოციქულებს სენატორული ტოგები აცვიათ, თითოეულს ინდივიდუალური გამომეტყველება აქვს და ყველა მაყურებლისკენ არის მიბრუნებული. მოზაიკის ქვედა ნაწილი XVI საუკუნის ბოლოს ჩატარებული რესტავრაციისას იქნა ამოღებული. დროთა განმავლობაში მარჯვენა მხარეს მდებარე მოციქულების გამოსახულებებიც დაკარგულა და მათი ადგილი შეივსო ახალი, მაგრამ ნაკლებად გამოკვეთილი მოზაიკებით. ორი ქალის ფიგურა (ანუ „ეკლესია“ და „სინაგოგა“), რომლებიც აქ თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან (განსხვავებით მოგვიანო გამოსახულებებისგან), გვირგვინს უპყრობს თავზე წმინდა პეტრესა და პავლეს. მათ ზემოთ გამოსახულია ზეციური იერუსალიმის თაღები და გუმბათები — ან სხვა ვერსიით, იმ ეკლესიების არქიტექტურული სახეები, რომლებსაც იმპერატორი კონსტანტინე იერუსალიმში აშენებდა. ქრისტეს ზემოთ აღმართულია ძვირფასი ქვებით მორთული დიდი ჯვარი გორაკზე (გოლგოთა), რომელიც ქრისტეს გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს. გარშემო განთავსებულია ოთხი მახარებლის ქრისტიანული სიმბოლოები — ანგელოზი, ლომი, ხარი და არწივი. ეს იკონოგრაფიული გამოსახულებები ყველაზე ძველია მახარებელთა ამგვარად შემორჩენილ წარმომადგენლებს შორის[2]. ფონზე წარმოდგენილია ლურჯი ცა ნარინჯისფერი მზის ჩასვლით.

მე-5 საუკუნის პალეოქრისტიანული მოზაიკის დეტალი მაღალ საკურთხეველზე.

ერთ-ერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ აპსიდის მოზაიკის ცენტრალური ფიგურა, რომელიც ტრადიციულად ქრისტედ ითვლება, შესაძლოა სინამდვილეში ღმერთი მამა იყოს[3] . ეს ინტერპრეტაცია ძალზე უჩვეულო იქნებოდა იმ ეპოქისთვის, რადგან ამ პერიოდში ღმერთის, როგორც მამის, გამოსახვა ხელოვნებაში თითქმის არ გვხვდებოდა.

200
ბაზილიკის შუა საუკუნეების სამრეკლო.

სამლოცველოების სია

  • პეტრეს სამლოცველო, რომელიც აპსიდის მარცხენა მხარეს მდებარეობს, ინახავს იმ სუფრის ნაწილს, რომელზეც მოციქული პეტრე, გადმოცემით, პუდენსის სახლში წმინდა ზიარების საიდუმლოს აღასრულებდა. ამ სუფრის დანარჩენი ნაწილი ჩამონტაჟებულია წმინდა იოანე ლატერანის ბაზილიკის პაპის საკურთხეველში. სამლოცველოს საკურთხეველზე მოთავსებულია ქანდაკება, რომელიც გამოსახავს ქრისტეს, როგორ გადასცემს ზეცის გასაღებებს წმინდა პეტრეს, ნამუშევარი შესრულებულია არქიტექტორისა და სკულპტორის, ჯაკომო დელა პორტას (1594). იმავე სამლოცველოში კედელში ჩაშენებულია ორი ბრინჯაოს ფილა, რომლებიც გვაუწყებს, რომ აქ პეტრეს მასპინძლობა გაუწიეს და რომ სწორედ ამ ადგილას აღასრულა მან რომში პირველად პურისა და ღვინის წმინდა ზიარება. იატაკი უძველესია. სამლოცველოს გვერდით მდებარე კარები გადის ეზოში, სადაც მდებარეობს პატარა სამლოცველო XI საუკუნის ფრესკებით.
  • ჯვრის სამლოცველო: შეიცავს ბრინჯაოს ჯვარს, რომლის ავტორია აკილე ტამბურინი.
  • შებრალების ღვთისმშობლის სამლოცველო: მოიცავს ლაცარო ბალდის ნამუშევარს „ღვთისმშობლის შობა“.
  • წმინდა ბერნარდის სამლოცველო: შეიცავს წმინდა ბენედიქტე ნურსიელისა და წმინდა ეკატერინე სიენელის გამოსახულებას.
  • ქაიტანის სამლოცველო: ეს სამლოცველო ქაიტანის ოჯახისთვის (რომელიც ეკუთვნოდა პაპ ბონიფაციუს VIII) 1588 წელს დააპროექტა კაპრიანო და ვოლტერამ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 1601 წელს, სამუშავეები დაასრულა კარლო მადერნომ. იატაკზე განთავსებული მოზაიკები გამორჩეულია. სვეტები დამზადებულია ლუმაკელას მარმარილოსგან. საკურთხევლის ზემოთ მოთავსებულია პიერ პაოლო ოლივიერის რელიეფი (1599), რომელიც გამოსახავს აღმოსავლელი მეფების თაყვანისცემას. 1621 წელს ჯოვანი პაოლო როსეტიმ შექმნა ფრესკა, სადაც გამოსახულია წმინდა პრაქსედესისა და პუდენციანას მიერ მოწამეების სისხლის შეგროვება. მანვე მოხატა ჭერის ფრესკა ოთხი მახარებლის გამოსახულებით, ფედერიკო ცუკარის ესკიზის მიხედვით.
წმინდა პრაქსედესი და პუდენზიანა აგროვებენ მოწამეთა სისხლს

წმინდა პუდენციანას ქანდაკება (დაახლოებით 1650 წ.) განთავსებულია ნიშაში და მისი ავტორია კლოდ ადამი. ქაიტანის სამლოცველოს მარცხენა ნავში, მის წინა ნაწილში მდებარეობს დების წყარო, რომელშიც, გადმოცემით, დაცულია 3,000 ადრეული მოწამის წმინდა ნაწილები ისინი პუდენციანამ და პრაქსედემ აქ გადმოასვენეს და დაფარეს. ამ ადგილს აღნიშნავს იატაკში ჩასმული ოთხკუთხა პორფირის ფილა.

როდესაც მეორე ვატიკანის საეკლესიო კრების (1969) რეფორმებმა ხალხური რელიგიურობის შემცირება გამოიწვია, პუდენციანასა და მისი დის, პრაქსედეს სახელები საერთო რომაული ლიტურგიკული კალენდრიდან ამოიღეს.

აფსიდის წმინდა პუდენტიანას ძველი რომაული მოზაიკა.

ტიტულარული ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს საწმინდარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც კარდინალის ტიტულარული ტაძარი. 2018 წლის 28 ივნისს პაპმა ფრანცისკემ ეს პატივსაცემი ტიტული მიანიჭა ოსაკის არქიეპისკოპოსს, კარდინალ თომას აკვინო მანიო მაედას[4] .

ბაზილიკის ერთ-ერთი წარსული ტიტულარული კარდინალ-მღვდელი იყო კარდინალი ლუჩიანო ბონაპარტე საფრანგეთის ყოფილი იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი.

  1. Kleinbauer, 940
  2. Some Recent Finds at Alahan (Koja Kalessi), Michael Gough, Anatolian Studies, Vol. 5, (1955), 121.JSTOR
  3. Suggestion by F.W. Sclatter, see Kleinbauer, 940
  4. 司教の紹介.