შინაარსზე გადასვლა

სანტა-მარია-ინ-კოზმედინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანტა-მარია-ინ-კოზმედინი (იტალ. Basilica di Santa Maria in Cosmedin; ლათ. Santa Maria de Schola Graeca) — მცირე ბაზილიკური ეკლესია რომში, იტალია, მიძღვნილი ქალწულ მარიამისადმი. ის მდებარეობს რიპას უბანში (რაიონში). თავდაპირველად აშენებული იყო VI საუკუნეში როგორც დიაკონია (სადიაკვნო) ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ბერძენი იმიგრანტები სახლობდნენ. იქ აღესრულებოდა აღმოსავლური წესი და ამჟამად ემსახურება რომის ბერძნულ-კათოლიკური თემს. ეკლესია გაფართოვდა VIII საუკუნეში და განახლდა XII საუკუნეში, როდესაც დაემატა სამრეკლო. 1718 წლის ბაროკოს ფასადი და ინტერიერის განახლება მოხსნეს 1894-1899 წლებში; გარე ფასადი აღდგა XII საუკუნის ფორმით, ხოლო ინტერიერის არქიტექტურა მოგვაგონებს მერვე საუკუნეს XII საუკუნის ავეჯით. ეკლესიის ნართექსში განთავსებულია ცნობილი „სიმართლის პირის“ (Bocca della Verità) ქანდაკება.

სანტა-მარია-ინ-კოზმედინის ბაზილიკა მდებარეობს მდინარე ტიბერის გასწვრივ, რომის იმ უბანში, სადაც ოდესღაც განთავსებული იყო ბოარიუმის ფორუმი, ძველი საქონლის ბაზარი და ჰერკულესისადმი მიძღვნილი ტაძრებისა და სალოცავების კომპლექსი. არქეოლოგებმა ეკლესიის კრიპტის ქვეშ აღმოაჩინეს ძველი ტუფის პლატფორმა, რომელიც პირობითად იდენტიფიცირებულია როგორც დაუმარცხებელი ჰერკულესის დიდი საკურთხევლის ნაწილი (ლათინურად: Herculis Invicti Ara Maxima), სავარაუდოდ ძვ. წ. VI საუკუნის.[1] ამ ადგილზე მოგვიანებით აშენებულ შენობას ჰქონდა კოლონებიანი ლოჯია, სავარაუდოდ აშენებული ახ. წ. IV საუკუნეში. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს იყო statio annone, ძველი რომის სახელმწიფო საკვების განაწილების ცენტრებიდან ერთ-ერთი,[2] მაგრამ სხვა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის იყო ჰერკულესისადმი მიძღვნილი შენობებიდან ერთ-ერთი.[3]

ახ. წ. VI-VII საუკუნეების მიჯნაზე რომის ეს უბანი ჩამოყალიბდა ბერძნულ კვარტალად (schola graeca), რომელიც თავდაპირველად დასახლებული იყო ბერძენი, სირიელი და ეგვიპტელი ვაჭრებით და კონსტანტინოპოლის იმპერატორის მთავრობის ჩინოვნიკებით ბიზანტიური პაპობის (537-752 წწ.) დროს, როდესაც პაპები მტკიცდებოდნენ და ექვემდებარებოდნენ ბიზანტიელ იმპერატორებს. აღმოსავლეთიდან მოსული ლტოლვილების რამდენიმე ტალღამ გაზარდა მოსახლეობა, რომლებიც გაექცნენ ომებსა და დევნას, ისლამის შემოჭრისგან და ქრისტიანულ აღმოსავლეთში იკონოკლაზმური კონტროვერსიის ძალადობისგან. კვარტალი ქალაქის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორად იქცა და მას უფლება ჰქონდა, რომის ხელისუფლების მცირე ჩარევით, თითქმის დამოუკიდებლად ემართა საკუთარი თავი.[4]

ეკლესიის ინტერიერი

დაახლოებით 550 წელს ამ ადგილზე აშენდა დარბაზი, რომელშიც ჩართული იყო წინა შენობის რამდენიმე სვეტი მის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში.[5] ეს იდენტიფიცირებულია როგორც დიაკონია (სადიაკვნო), ადრეული ქრისტიანული სოციალური დახმარების ცენტრი.[6] შენობის აგურის წყობა არ იყო ტიპიური რომისთვის იმ დროს, მაგრამ ფართოდ გავრცელებული იყო ნეაპოლში VI საუკუნეში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამუშაო შესრულებული იყო ბერძენი ან სამხრეთ იტალიელი მშენებლების მიერ, შესაძლოა იმიგრანტების, რომლებიც ცხოვრობდნენ schola graeca-ში. დარბაზი თავად, სავარაუდოდ, იყო შეკრებისა და მსახურების ადგილი; ორსართულიანი ნავები თითოეულ მხარეს შეიცავდა სათავსოებს პირველ სართულზე, ალბათ დიაკონიის ფუნქციებისთვის, და გალერეებს ზემოთ ექვსი ფანჯრით თითოეულ მხარეს, რომლებიც გადიოდა მთავარ დარბაზში.[7]

დიაკონიები ფინანსდებოდა მდიდარი პირების მიერ. VIII საუკუნის შუა პერიოდის წარწერა, რომელიც გამოფენილია ნართექსში, ასახავს ვრცელი ქონების გადაცემას ეკლესიის ღარიბებისთვის სამსახურისთვის ევსტათიუსის (ან ევსტაქიუსის) მიერ, რომის ბიზანტიელი დუკა, რომელიც მართავდა რავენის ტერიტორიას პაპობის დროს.[8]იგივე წარწერა ასევე ახსენებს შემოწირულობას „vir gloriossimus [უკეთილშობილესი] გეორგიოსისა“ და მისი ძმის, დავითის მიერ.[9]

სიმართლის პირი
სავარაუდოდ წმინდა ვალენტინის თავის ქალის რელიქია.

ეკლესიის ღია ნართექსში, ჩრდილოეთ მხარეს, შეიძლება ვნახოთ Bocca della Verità (სიმართლის პირი), უზარმაზარი ძველი რომაული მარმარილოს ნიღაბი, რომელიც ითვლება კანალიზაციის საფარად, გამოსახავს ბერძნულ-რომაულ ღმერთ ოკეანოსს; ის გადაიტანეს ეკლესიაში XII საუკუნეში. შუასაუკუნეების ლეგენდის თანახმად, თუ ადამიანი მოათავსებს ხელს პირში („bocca“) და ცრუობს, პირი დაიხურება და მოკვეთს ხელს.[10]

საკურთხეველში ინახება მოგვების თაყვანისცემის მნიშვნელოვანი მოზაიკის ფრაგმენტი 706-707 წლიდან. ის ოდესღაც იყო პაპ იოანე VII-ის სამლოცველოში ძველ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში[11] და ეკლესიას შესწირეს 1639 წელს პაპ ურბან VIII-ის ბრძანებით.[12]

სანტა-მარია-ინ-კოზმედინში რამდენიმე ათეული წმინდანის რელიქვიებს შორის, ჩრდილოეთ მხარეს გვერდით საკურთხეველში არის ყვავილებით შემკული თავის ქალა, რომელიც მიჩნეულია წმინდა ვალენტინის თავის ქალად, ეს იყო III საუკუნის რომაელი სასულიერო პირი, რომელიც ეწამა 14 თებერვალს. თუმცა, არსებობს კიდევ ორი ვალენტინი, რომლებიც აღინიშნება იმავე დღეს, ამიტომ კონკრეტული ვინაობა არ არის ზუსტად ცნობილი.[13]

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წლის რომანტიული კომედიის რომაული არდადეგების სცენა გადაღებული იყო სანტა-მარია-ინ-კოზმედინში. ამ სცენაში ჯო (რომელსაც თამაშობს გრეგორი პეკი) აბრაზებს პრინცესა ენს (რომელსაც თამაშობს ოდრი ჰეპბერნი) თავის მოჩვენებით, თითქოს მან დაკარგა ხელი Bocca della Verità-ში.

  • Coarelli, Filippo. Rome and Environs: An Archaeological Guide. Translated by James J. Clauss and Daniel P. Harmon. Rev. ed. Berkeley: University of California Press, 2014.
  • Crescimbeni, Giovanni Mario. Stato della basilica diaconale, collegiate, e parrocchiale di S. Maria in Cosmedin di Roma. Rome: Antonio de' Rossi, 1719.
  • Fusciello, Gemma. Santa Maria in Cosmedin a Roma. Rome: Edizioni Quasar, 2011.
  • Giovenale, Giovanni Battista. La Basilica di S. Maria in Cosmedin. Monografie sulle chiese di Roma 2. Rome: Sansaini, 1927.
  • Glass, Dorothy F. Studies on Cosmatesque Pavements. Oxford: BAR, 1980.
  • Hansen, Maria Fabricius. The Spolia Churches of Rome: Recycling Antiquity in the Middle Ages. Translated by Barara J. Haveland. Aarhus, Denmark: Aarhus University Press, 2015.
  • Krautheimer, Richard. Rome: Profile of a City, 312–1308. Princeton: Princeton University Press, 1980.
  • Krautheimer, Richard, Wolfgang Frankl, and Spencer Corbett. Corpus Basilicarum Christianarum Romae: The Early Christian Basilicas of Rome, IV to IX Cent. Vol. 2. Vatican City: Pontificio Istituto di Archeologia Cristiana, 1959.
  • Varisco, Alessio. "La Basilica Santa Maria in Cosmedin. antropologiaartesacra 2008. http://www.antropologiaartesacra.it/ALESSIO_VARISCO_ROMASantaMariaInCosmedin.html#_ftnref1.
  1. Filippo Coarelli, Il foro boario dalle origini alla fine della repubblica (Rome: Edizioni Quasar, 1992), vol. 2, 61–77.
  2. Andrew J. Ekonomou, Byzantine Rome and the Greek Popes: Eastern Influences on Rome and the Papacy from Gregory the Great to Zacharias, A.D. 590–752 (Lanham, MD: Lexington Books, 2007), 209; Richard Krautheimer, Rome: Profile of a City, 312–1308 (Princeton: Princeton University Press, 1980), 35.
  3. Filippo Coarelli, Rome and Environs: An Archaeological Guide, James J. Clauss and Daniel P. Harmon, trans., rev. ed. (Berkeley: University of California Press, 2014), n.p.
  4. Krautheimer 1980, 60, 75–76, 89–90.
  5. Maria Fabricius Hansen, The Spolia Churches of Rome: Recycling Antiquity in the Middle Ages, Barbara J. Haveland, trans. (Aarhus, Denmark: Aarhus University Press, 2015), 64, 168.
  6. Thomas F. X. Noble, The Republic of St. Peter: The Birth of the Papal States, 680–825 (Philadelphia: University of Pennsylvania Press, 1984), 231–33.
  7. Krautheimer 1980, 78.
  8. Noble 1984, 105, 250.
  9. Ekonomou 2007, 64n.5.
  10. Fabio Barry, "The Mouth of Truth and the Forum Boarium: Oceanus, Hercules, and Hadrian," Art Bulletin 93, no. 1 (March 2011): 7–37.
  11. Roma e dintorni 1965, 409.
  12. Webb 2001, 177.
  13. Agostino S. Amore, "S. Valentino di Roma o di Terni?" Antonianum 41 (1966): 260–77.