შინაარსზე გადასვლა

სანტა-მარია-ინ-დომინიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტა-მარია-ინ-დომინიკა
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
სანტა-მარია-ინ-დომინიკა — იტალია
სანტა-მარია-ინ-დომინიკა
სანტა-მარია-ინ-დომინიკა ვიკისაწყობში

სანტა მარია ინ დომინიკა — რომის კათოლიკური ბაზილიკა რომში (იტალია), რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისაა და აქტიურად ეწევა ადგილობრივ საქველმოქმედო საქმიანობას, თავისი ხანგრძლივი ტრადიციის შესაბამისად. ბაზილიკა რომში კაროლინგური რენესანსის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 2020 წლის 28 ნოემბრიდან ის კარდინალ მარჩელო სემერაროს ტიტულიანი ეკლესიაა.

სახელის წარმომავლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება „დომინიკა“ სხვადასხვაგვარად აიხსნება. ერთ-ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, ის მომდინარეობს სიტყვიდან „dominicum“ („უფლისა“) და, შესაბამისად, „ეკლესია“. მეორე ინტერპრეტაციის თანახმად, სახელი მომდინარეობს ლათინური ფრაზიდან "in dominica" (praedia) („იმპერიის ტერიტორიაზე“). კიდევ ერთი შესაძლო ახსნა ის არის, რომ რომის მცირე ეკლესიებს შორის თითქმის ერთადერთია, სადაც კვირა დღეს, კერძოდ, მარხვის მეორე კვირას[1] , ლიტურგიკული მსახურება აღესრულება (დომინიკა ლათინურად „კვირას“ ნიშნავს; კიდევ ერთი ასეთი ეკლესიაა სან პანკრაციო, სადაც აღდგომის შემდეგ პირველ კვირა დღეს ლიტურგიკული მსახურება აღესრულება). რამდენადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის უამრავი ეკლესია არსებობს, შესაძლოა, ეს სახელწოდება ეკლესიის ადვიალდ იდენტიფიცირებისთვის შეირჩა.

კიდევ ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, სახელი ეხება კირიაკის, ქრისტიან ქალს, რომელიც ახლოს ცხოვრობდა და რომლის სახელიც „უფალს“ ნიშნავდა: ლათინურად „დომინიკა“. ამ ისტორიის თანახმად, კირიაკა მდიდარი ქვრივი იყო, რომლის სახლიც რომში ადრეული ქრისტიანის შეხვედრების ადგილი იყო. წმინდა ლავრენტი აქ მოწყალებას არიგებდა. გარდაცვალების შემდეგ, კირიაკამ ის საოჯახო სასაფლაოზე დაკრძალა, სადაც ამჟამად სან ლორენცო ფუორი ლე მურას ბაზილიკა დგას[2].

სახელწოდება „ალა ნავიცელა“ ნიშნავს „პატარა გემთან ახლოს“ და ეხება რომაული გემის ქანდაკებას[3], რომელიც ამ ადგილას უძველესი დროიდან იდგა, შესაძლოა, როგორც შესაწირავი უძველესი ტაძრისთვის. პაპმა ლეო X-მ ეს ქანდაკება ეკლესიის წინ შადრევნად ("Fontana della Navicella") გადააკეთა.

ბაზილიკა ანტიკურ ხანაში აშენდა რომაელი მეომრების მეხუთე კოჰორტის ყაზარმის გვერდით, კელიანის გორაზე. იგი მოხსენიებულია პაპ სიმაქუსის სინოდის ჩანაწერებში 499 წელს. 678 წელს ეს იყო იმ შვიდი ეკლესიიდან ერთ-ერთი, რომელიც პაპმა აგათონმა დიაკვნებს ჩააბარა. ბაზილიკა 818-822 წლებში პაპმა პასხალ I-მა აღადგინა და მოზაიკებით გააფორმა. რომში IX საუკუნის დასაწყისში განახლებისა და მხატვრული ბრწყინვალების ეპოქას პაპ პასხალ I-ს მიაწერენ.

ლათინური იმპერიის ლეგატმა ბენედიქტემ (1205-1207) თავისი კარიერა დაიწყო როგორც კარდინალმა, სანტა მარიაში, 1200-1201 წლებში. 1340 წელს აქ პატარა ოლივეტანის მონასტერი დაარსდა.

მედიჩების ოჯახმა XVI საუკუნეში მნიშვნელოვნად შეცვალა ინტერიერი, რადგან რამდენიმე მათგანი მრავალი წლის განმავლობაში კარდინალ-არქიეპისკოპოსი იყო[4]. ჯერ იყო ჯოვანი დი ლორენცო დე მედიჩი (1488), შემდეგ კი მისი პირველი ბიძაშვილი, ჯულიო დი ჯულიანო დე მედიჩი (1513). ჯოვანი დი კოზიმო I დე მედიჩი 1560 წელს, 17 წლის ასაკში, კარდინალი დიაკვანი გახდა, თუმცა 1562 წელს მალარიით გარდაიცვალა. მისია ადგილი დაიკავა მისმა ძმამ, ფერდინანდო I დე მედიჩიმ, რომელიც მოგვიანებით ტოსკანას დიდი ჰერცოგი გახდა.

1488 წელს ლორენცო დე მედიჩიმ დაარწმუნა თავისი ნათესავი პაპი ინოკენტი VIII, რომ მისი ვაჟი, ჯოვანი, სანტა მარია ინ დომნიკას კარდინალ-დიაკონად ეკურთხებინა[5], 13 წლის ასაკში, თუმცა მას ამ წოდების მიღების უფლება მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიეცა. 1513 წელს, კარდინალმა მედიჩიმ,  ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ის პაპი ლეო X გახდებოდა,  ანდრეა სანსოვინოსთან ერთად ფასადს ტოსკანური სვეტებითა და შადრევნით გაფორმებული პორტიკი დაამატა.

სანსოვინოს მიერ აშენებული ბაზილიკის ფასადი რენესანსის სტილშია აგებული და აქვს ტრავერტინის პილასტრებით გამოყოფილი ხუთი თაღიანი პორტიკი, ორი კვადრატული ფორმის და ერთი მრგვალი ფანჯრით. ცენტრში მდებარე ტიმპანზე გამოსახულია პაპ ინოკენტი VIII-ის გერბი, ხოლო გვერდებზე - კარდინალები ჯოვანი და ფერდინანდო მედიჩების გერბი. სამრეკლოში, რომელსაც ადვილად ვერ შენიშნავთ,  1288 წლით დათარიღებული ზარია განთავსებული.

ბაზილიკის ინტერიერი ინარჩუნებს მე-9 საუკუნის გეგმას და შედგება ცენტრისა და ორი თანაბარი სიგრძის გვერდითი ნავისგან, რომლებიც გამოყოფილია 18 გრანიტის სვეტით. სვეტებიდან თითოეული უძველესი ტაძრის სპოლიაა და კორინთული კაპიტელებით არის დაგვირგვინებული. ფანჯრების ზემოთ მდებარე კედელი ფრესკებით არის მოხატული პერინ დელ ვაგას მიერ, ჯულიო რომანოს დიზაინის მიხედვით.

ნავზე ლაზარო ბალდის ფრესკებია. ფერდინანდო I დე მედიჩის მიერ ეკლესიისთვის შეწირული კუბოკრული ჭერის ცენტრში გამოსახულია მედიჩების გერბი, ნოეს კიდობნისა და სოლომონის ტაძრის სიმბოლური გამოსახულებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ეკლესიის ვირტუალური ტური
  • Armellini, Mariano, (1891). "S. Maria in Domnica" in Le chiese di Roma dal secolo IV al XIX, online version by Bill Thayer, Chicago, IL. Re-accessed 4 Feb 2022.
  • de Nie, Giselle; Morrison, Karl Frederick; Mostert, Marco (2005). Seeing the Invisible in Late Antiquity and the Early Middle Ages: Papers from "Verbal and Pictorial Imaging: Representing and Accessing Experience of the Invisible, 400–1000": (Utrecht, 11–13 December 2003). Turnhout: Brepols.
  • Englen, Alia (2003). Caelius I: Santa Maria in Domnica, San Tommaso in Formis e il Clivus Scauri. Roma: Bretschneider.
  • Goodson, Caroline (2010). The Rome of Pope Paschal I: Papal Power, Urban Renovation, Church Rebuilding and Relic Translation, 817–824. Cambridge: Cambridge University Press.
  • Krautheimer, Richard, (1937). Corpus basilicarum Christianarum Romae. The early Christian basilicas of Rome (IV-IX cent.) Città del Vaticano, Pontificio istituto di archeologia cristiana, pp. 309 ff.
  • Lansford, Tyler (2011). The Latin Inscriptions of Rome: A Walking Guide. Baltimore: Johns Hopkins University Press.
  1. "Sunday: Santa Maria in Domnica", PNAC
  2. "Santa Maria in Domnica", Churches of Rome
  3. Tribe, Shawn. "Minor Roman Basilicas:Santa Maria i Domnica", Liturgical Arts Journal, July 29, 2022
  4. "Church of Santa Maria in Domnica", Religiana
  5. „Leo X“. Penny Cyclopaedia of the Society for the Diffusion of Useful Knowledge. 13. C. Knight. 1839. pp. 426–428.