სანტა-ისაბელი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანტა-ისაბელი
მშობ. სახელი: ინგლ. Santa Isabel Island
Solomon Islands - Santa Isabel.PNG
კუნძულ სანტა-ისაბელის ადგილმდებარეობა
გეოგრაფია
8°01′50″ ს. გ. 159°10′34″ ა. გ. / 8.03056° ს. გ. 159.17611° ა. გ. / -8.03056; 159.17611
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 2999 კმ²
სიგრძე 200 კმ
სიგანე 30 კმ
უმაღლესი წერტილი 1220 მ
სასარის მთა
ქვეყანა
პროვინცია ისაბელი
დემოგრაფია
მოსახლეობა 20 000 (1999)
სიმჭიდროვე 6,669 ად. /კმ²

სანტა-ისაბელი (ინგლ. Santa Isabel Island) — სოლომონის არქიპელაგში ყველაზე გრძელი კუნძული[1]. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების ისაბელის პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის რუკა.

სანტა-ისაბელის კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულიდან აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული მალაიტა, დასავლეთით — კუნძული შუაზელი. წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, რომელიც ზოგიერთ ადგილას გარშემორტყმულია მარჯნის რიფით[2].

სანტა-ისაბელის კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 200 კმ-ს, ხოლო სიგანე — დაახლოებით 30 კმ-ს[3].

კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — სასარის მთა (1220 მეტრი). კუნძულის ცენტალურ მთიანეთშია მდინარე მარუტოს (ინგლ. Marutho River) სათავე, რომელიც ჩაედინება ოკეანეში სოფელ ჰოფისთან.

სანტა-ისაბელის კუნძულზე კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა. კუნძულზე ხდება ხშირი ციკლონები და მიწისძვრები[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ტოპოგრაფიული რუკა.

სანტა-ისაბელის კუნძული სოლომონის კუნძულებზე პირველი კუნძულია, რომელიც ევროპელებმა აღმოაჩინეს[4]. ეს მოვლენა მოხდა 1568 წელს, ხოლო პირველი აღმომჩენი გახდა ესპანელი ზღვაოსანი ალვარო მენდანია დე ნეირა[1].

XIX საუკუნის დასასრულს სანტა-ისაბელის კუნძულზე დამყარდა გერმანიის იმპერიის პროტექტორატი, მაგრამ უკვე 1900 წელს კუნძული გადაეცა ბრიტანეთის იმპერიას[4].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს სანტა-ისაბელის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 20 ათასი ადამიანი. ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ბუალა, რომელშიც მდებარეობს აეროდრომი. მეორე დიდი დასახლებაა — სოფელი სამასოდუ.

კუნძულის მოსახლეობა ლაპარაკობს რამდენიმე მელანეზიურ ენაზე:

  • ბლაბლანგა (1772 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება სოფლებში პოპოჰეო და ჰოვუკოილო მარინგეს ოლქში, ასევე ჰოგრანოს სანაპიროზე მდებარე დასახლებულ პუნქტებში).
  • ბუგჰოტუ (4048 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სოფელ სუმადან სოფელ ჰორარამდე, ასევე კუნძულ ფურონაზე, რომელიც მდებარეობს კიას ოლქის სანაპიროდან ჩრდილო-დასავლეთით).
  • ჩეკე-ჰოლო (10 840 მოლაპარაკე 1999 წელს; მდებარეობს სანტა-ისაბელის ცენტრალურ ნაწილში).
  • გაო (1215 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ცენტრალურ ნაწილში).
  • კოკოტა (530 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება სოფლებში სისიგა და გჰოვეო, რომლებიც მდებარეობენ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ასევე სოფელ ჰურეპელოში სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე).
  • ლაგჰუ (15 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კიას ოლქის სოფლებში ბაოლო და სამასოდუ).
  • ზაბანა (3355 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება სოფლებში, რომლებიც მდებარეობენ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე სოფელ სამასოდუდან სოფელ კიამდე).
  • ზაზაო (10 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება სოფელ კილოკაკაში)[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]