სანკიულოტები
იერსახე
სანკიულოტები (ფრანგ. Sans-culotte — მოკლე შარვლის გარეშე) — საფრანგეთის რევოლუციის დროს შემოღებული ტერმინი. პირველად გამოიყენეს 1790 წელს. არისტოკრატები სანკიულოტებს დაცინვით უწოდებდნენ თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს − ქალაქის ღარიბთა წარმომადგენლებს, რომლებსაც უხეში ქსოვილისაგან შეკერილი გრძელი შარვლები ეცვათ (განსხვავებით ბურჟუაზიისაგან, რომლებიც მოკლე შარვლებსა და აბრეშუმის წინდებს ატარებდნენ). შემდგომში „სანკიულოტი“ პატრიოტის, რევოლუციონერის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.