სანდუნები
იერსახე
სანდუნები ან სანდუნოვის აბანოები — რუსული აბანო მოსკოვში დაარსებული 1808 წელს. აბანოს სახელი მისი დამაარსებლის, ქართველი თავადი სილოვან ზანდუკელი (სანდუნოვის) სახელს უკავშირდება. ზანდუკელი ეკატერინე II-ს დროს, 1790-იან წლებში მსახიობი იყო, როდესაც მან 1800 წელს მიწა იყიდა ნეგლინნაიას მდინარესთან და იქ გადაწყვიტა აბანოს აშენება.
სანდუნების ერთ-ერთი მოყვარული სტუმარი იყო ანტონ ჩეხოვი. აბანო რუსული კულტურის მემკვიდრეობის ძეგლია. აბანო რუსულ კინემატოგრაფიაშიც ხშირად იყო წარმოდგენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Андрей Дачник (2015) Баня: очерки этнографии и медицины, стр. 134
- სანდუნები, შექმნის ისტორია