სანდრა მაგნუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანდრა მაგნუსი
ინგლ. Sandra Hall Magnus
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1964 (1964-10-30) (59 წლის)
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სპეციალობა ინჟინერი

სანდრა ჰოლ მაგნუსი (ინგლ. Sandra Hall Magnus, დ.30 ოქტომბერი, 1964, ბელვილი, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი ინჟინერი, ყოფილი NASA-ს ასტრონავტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდრა ჰოლ მაგნუსი დაიბადა 1964 წლის 30 ოქტომბერს, ილინოისის შტატის ქალაქ ბელვილში.

1986 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში და 1990-ში გახდა ელექტროტექნიკის მაგისტრი მისურისის უნივერსიტეტში. 1996 წელს გახდა ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორი.

2006 წელს ის NASA-ს წყალქვეშა მისიაში მონაწილეობდა. იყო პროგრამა ატლანტის STS-135-ის მონაწილე.

2012 წელს დატოვა[1] NASA და გადავიდა ამერიკის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის ინსტიტუტში, აღმასრულებელ დირექტორად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]