სანგაჩალის ქარავან-სარაი
| სანგაჩალის ქარავან-სარაი | |
|---|---|
|
| |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა |
სანგაჩალი, |
| თარიღდება | 1439-1440 |
| ტიპი | სანგაჩალი |
![]() | |
სანგაჩალის ქარავან-სარაი (აზერ. Sangaçal karvansarası) — შუა საუკუნეების ქარავან-სარაი, რომელიც განლაგებულია ყარადაღის რაიონის სოფელ სანგაჩალთან, ქალაქ ბაქოს მახლობლად, აზერბაიჯანში. ქარავან-სარაი დაშორებულია ქალაქ ბაქოს 45 კილომეტრის მანძილზე და განლაგებულია ბაქო-სალიანის საქარავნო გზაზე. XIX საუკუნიდან საქარავნო გზების ფუნქციის დაკარგვის შემდეგ ქარავან-სარაიებმაც დაკარგეს თავიანთი დანიშნულება.
სანგაჩალის ქარავან-სარაი შედგება სასტუმრო და მოსამსახურეების ოთახებისგან. მას ასევე გააჩნია სამეურნეო დანიშნულების ნაწილიც. ოთხკუთხა ეზოს ორსართულიანი ნაგებობები ამშვენებენ. სანგაჩალის ქარავან-სარაის მომრგვალებული კოშკები უფრო დეკორატიული ელემენტებია ვიდრე თავდაცვითი ხასიათის ნაგებობები. პირველ სართულზე განლაგებულია ძირითადი პორტალი,მეორე სართულზე განლაგებულია საგუშაგო და მცირე ზომის ოთახები — ბალაჰანა. ფართე კიბეები აკავშირებენ ბალაჰანებს შიდა ეზოსთან. ქარავან-სარაი აშენებულია კირქვით.[1]
სანგაჩალის ქარავან-სარაის ფასადზე არის კიტაბე, რომელიც გვატყობინებს, რომ იგი აშენებულია 1439—1440 წწ. შირვანშაჰ ჰალილ-ულლა I-ის ბრძანებით.[1]
