სანგა
სანგა ფრანგ. Sangha | |
---|---|
ქვეყანა |
კამერუნი კონგოს რესპუბლიკა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
სათავე |
მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთება 3°31′09″ ჩ. გ. 16°02′50″ ა. გ. / 3.51917° ჩ. გ. 16.04722° ა. გ. |
შესართავი |
კონგო 1°12′45″ ს. გ. 16°49′40″ ა. გ. / 1.21250° ს. გ. 16.82778° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ნოლა |
სიგრძე | 785 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
სანგა ვიკისაწყობში |
სანგა (ფრანგ. Sangha) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, მდინარე კონგოს შენაკადი. წარმოიქმნება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სანგა-მბაერეს ეკონომიკურ პრეფექტურაში მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთების შემდეგ. მდინარე სანგის და მისი შენაკადების წყალშემკრები აუზის ტერიტორია მოიცავს კამერუნის აღმოსავლეთის რეგიონს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთის პრეფექტურებს (ნანა-მამბერე, მამბერე-კადეი და სანგა-მბაერე) და კონგოს რესპუბლიკის სანგის და კიუვეტის დეპარტამენტებს. მდინარის სიგრძე შეადგენს 785 კმ-ს[1][2].
მორფომეტრია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე სანგა წარმოიქმნება მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთების შემდეგ. მდინარის სიგრძე შეერთების ადგილიდან შეადგენს დაახლოებით 790 კმ-ს და დაახლოებით 1300 კმ-ს მდინარე კადეისთან ერთად. წყალშემკრები აუზის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 200 ათას კმ²-ს.
ჰიდროგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორივე საწყისი მდინარე, კადეი და მამბერე, სათავეს იღებენ კამერუნის მთიანეთის სამხრეთის ფერდოებზე. მარჯვენა შენაკადის სახით ჩაედინება მდინარე კონგოში.
შენაკადები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყლის რეჟიმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყლის საშუალო ხარჯი იცვლება 700 მ³/წმ-დან (მარტი) 4250 მ³/წმ-მდე (ოქტომბერი — ნოემბერი). სანაოსნოა მთელ სიგრძეზე საწყისი მდინარეების შეერთების ადგილიდან (კადეი და მამბერე) მდინარე კონგოსთან შეერთებამდე.
ნაკრძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარის გასწვრივ მდებარე ნაკრძალები ლობეკე, ძანგა-სანგა და ძანგა-ნდაკი, ბუნებაში ერთ-ერთი უკანასკნელი შემონახული ბუნებრივი საბინადრო ადგილია ისეთი ცხოველებისა, როგორებიცაა ველური ტყის სპილო და დასავლეთის დაბლობის გორილა, ველური აფრიკული კამეჩი და ჯუჯა ბეჰემოთი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Meyers Kontinente und Meere:Afrika. Herausgegeben vom Geographisch- Kartographischen Institut Meyer
- ↑ Der Neue Brockhaus. Herausgegeben vom F.A. Brockhaus Verlag Wiesbaden ISBN 3-7653-0025-X