სანაძლეო (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანაძლეო
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 30 დეკემბერი, 1888
გამოცემულია 1 იანვარი, 1889

სანაძლეო (რუს. Пари) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1888 წლის 30 დეკემბერს დაიწერა. პირველად, 1889 წლის 1 იანვარს, გაზეთ „პეტერბურგის გაზეთი“-ს 355-ე ნომერში გამოქვეყნდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1888 წლის 17 დეკემბერს ანტონ ჩეხოვმა სერგეი ხუდეკოვისგან „პეტერბურგის გაზეთისათვის“ მოთხრობის შეკვეთა მიიღო, რომლის წერაც მან მალევე დაიწყო. ამის შესახებ მან წერილით შეატყობინა ალექსეი სუვორინს[1]. 1888 წლის 22 დეკემბერს დაიწერა მოთხრობა „მეწაღე და უწმინდური ძალა“, რომელიც 1888 წლის 25 დეკემბერს „პეტერბურგის გაზეთში“ (№ 355, გვ. 2) გამოქვეყნდა[1].

როდესაც ალექსეი სუვორინმა გაიგო, რომ ჩეხოვი მოთხრობას წერს არა მისთვის ან მისი გაზეთისთვის „ახალი დრო“, ძლიერ განაწყენდა[1]. ამის შედეგად ჩეხოვი მას შეპირდა, რომ ახალი 1889 წლისათვის მისი „ახალი დროსთვისაც“ დაწერდა ზღაპარს[2]. 1888 წლის 23 დეკემბერს ჩეხოვმა სუვორინს აცნობა, რომ „გუშინ ღამით“ მან დაიწყო ამ ზღაპრის წერა, ხოლო 1888 წლის 30 დეკემბერს ჩეხოვმა სუვორინს უკვე მზა მოთხრობა გაუგზავნა. 1889 წლის 1 იანვარს სამნაწილიანი მოთხრობა სატაურით „ზღაპარი“ გაზეთ „ახალ დროში“ (№ 4613, გვ. 1-2) დაიბეჭდა[2][3].

1901 წელს, ადოლფ მარქსის თხზულებათა კრებულში დასაბეჭდად გამზადებული მოთხრობის სახელი ჩეხოვმა „სანაძლეო“-თი შეცვალა, პირველ ორ თავში მრავალრიცხოვანი ცვლილებები შეიტანა[4]. მაგალითად, მან შეცვალა იმ მწერლების სახელები, რომელთა წიგნებსაც საპყრობილეში გამომწყვდეული იურისტი კითხულობდა (შექსპირი, ბაირონი, ჰომეროსი, ვოლტერი, გოეთე), სიტყვით „კლასიკოსები“; მოაშორა ფრაზა: „მის მიერ წაკითხული ბოლო წიგნი სერვანტესის „დონ-კიხოტი“ იყო, ხოლო ბოლოს წინა ტოლსტოის „რაშია ჩემი რწმენა“[4]. თუმცა ყველაზე არსებითი ცვლილება მესამე ნაწილის მთლიანად წაშლა იყო, რაც მოთხრობის არსს მთლიანად ცვლიდა[4]. 1903 წელს ჩეხოვმა ახსნა, თუ რატომ გააკეთა ეს: „როდესაც კორექტურას ვკითხულობდი, მე ეს დასასრული ძალიან არ მომეწონა […], არასაკმარისად ცივად და მკაცრად მომეჩვენა“[5].

ანტონ ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, უნგრულ, პოლონურ და სერბო-ხორვატულ ენებზე ითარგმნა[2].

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. ალბოვის თქმით[6], 1880-იანი წლების ბოლოს ჩეხოვი „უიმედო, ნაღვლიან განწყობაზე“ იმყოფებოდა, რადგან „სანაძლეოს“ გმირები მთელ კაცობრიობას სძულს. ალექსანდრე გოლდენვეიზერმა 1901 წლის 16 სექტემბერს თავის დღიურში ჩაწერა, რომ მოთხრობა „სანაძლეო“ ლევ ტოლსტოის „ჩანაფიქრის ორიგინალურობითა და წერის ოსტატობით“[7].

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟ. რენოს მოთხრობა „უცნაური სანაძლეო“ ჟურნალში „Весь мiръ“, 1911 წელი
  • „მზეს მოკლებული“ (1912, რეჟისორი ვ. კრივცოვი). ფილმი გადაღებულია ჟოზეფ რენოს მოთხრობა „უცნაური სანაძლეოს“ მიხედვით, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია ანტონ ჩეხოვის მოთხრობაზე „სანაძლეო“[8].
  • „დუმილი“ (1961, რეჟისორი ბორის საგალი; სერიალ „ბინდის ზონს“ მე-2 სეზონის 25-ე ეპიზოდი)[9].
  • „დაუჯერებელი სანაძლეო, ან ასი წლის წინ მშვიდობიანად დასრულებული ჭეშმარიტი შემთხვევა“ (ნოველა „დაუჯერებელი სანაძლეო“) (1984, რეჟისორი ვლადიმერ მოტილი).
  • სანაძლეო“ (2004, რეჟისორი ა. ბოიარსკიხი).
  • „სანაძლეო“ (2008, რეჟისორი ნ. პეტროვა).
  • სანაძლეო“ (2011, რეჟისორი კარო სარიკიანი).
  • სანაძლეო“ (2014, რეჟისორი ივან პერეკატოვი).
  • სანაძლეო“ (2015, რეჟისორი იულია კაპლუნი).

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Соколова М.А. მოთხრობა „მეწაღე და უწმინდური ძალა“ შენიშვნები. // Чехов А.П. Полное собрание сочинений и писем в тридцати томах. Сочинения. Т. 7. — М.: Наука, 1977. С. 665.
  2. 2.0 2.1 2.2 Соколова М. А. მოთხრობა „სანაძლეოს“ შენიშვნები. // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем в тридцати томах. Сочинения. Т. 7. — М.: Наука, 1977. С. 666.
  3. Ан. Чеховъ „Сказка“. (Первое издание рассказа) // Газета „Новое время“, № 4613 от 1-го (13-го) января 1889 года. С. 1-2.
  4. 4.0 4.1 4.2 Сравнения текста рассказа в издании Маркса и в газете „Новое время“. // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем в тридцати томах. Сочинения. Т. 7. — М.: Наука, 1977. С. 561—566.
  5. Прохоров Г. История одного рассказа. Неопубликованное письмо А. П. Чехова. — «Литературная газета», № 88 от 14 июля 1934.
  6. Альбов В. Два момента в развитии творчества Антона Павловича Чехова…. // „Мир Божий“, 1903, № 1.
  7. „Вблизи Толстого“. — М., 1959. С. 98.
  8. Сысоев Н. Случай с рассказом. // „Огонёк“, № 28, 1954. С. 32.
  9. The Silence (1961). // IMDb.com