თენგიზ სანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სანაძე, თენგიზ)
თენგიზ სანაძე
დაბ. თარიღი 30 იანვარი, 1930(1930-01-30)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 15 დეკემბერი, 2011(2011-12-15) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი

თენგიზ ივანეს ძე სანაძე (დ. 30 იანვარი, 1930, თბილისი — გ. 15 დეკემბერი, 2011, იქვე) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ სანაძე დაიბადა 1930 წლის 30 იანვარს თბილისში. 1948 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ვაჟთა І საშუალო სკოლა და იმავე წელს მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტზე<. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წ. ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის (მოსკოვი) რხევების ლაბორატორიაში მივლინებულ ასპირანტად. აკადემიკოს ალექსანდრე პროხოროვის ხელმძღვანელობით, მან აითვისა ზემაღალი სიხშირეების ტექნიკა.[1]

1954 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ ააწყო ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) სპექტრომეტრი და ასევე შექმნა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი დაბალტემპერატურული რეზონატორი, ლითონის კრიოსტატი თხევადი წყალბადის და თხევადი ჰელიუმის ტემპერატურაზე სამუშაოდ.[1]

1956–1958 სანაძე თსუ-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, 1958–1960 — დაბალი ტემპერატურების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე, 1960 წლიდან რადიოფიზიკის კათედრის გამგე. მისი უმთავრესი შრომები ეხება ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) საკითხებს. ნაშრომთა ციკლისათვის ეპრ-ში (გივი ხუციშვილთან ერთად) მიენიჭა პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია (1970).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 აკადემიკოსი თენგიზ სანაძე 90. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-23. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021