სანატრუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სანატრუკ I)
Jump to navigation Jump to search
სანატრუკი
Սանատրուկ
Sanatruk and Avde after three days in snow storm.jpg
სანატრუკი და ავდე, თოვლის ქარიშხალში გატარებული სამი დღის შემდეგ.
დიდი სომხეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 88
მმართ. დასასრული: 110
წინამორბედი: თრდატ I
მემკვიდრე: აშხადარი
ოსროჰენის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 91
მმართ. დასასრული: 109
წინამორბედი: აბგარ VI
მემკვიდრე: აბგარ VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დინასტია: არშაკუნიანების დინასტია

სანატრუკი (სომხ. Սանատրուկ) — დიდი სომხეთის მეფე არშაკუნიანების საგვარეულო დინასტიიდან. სანატრუკი სამეფო ტახტზე თრდატ I-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო 88 წელს და დასრულდა 110 წელს, მის შემდეგ კი ტახტზე აშხადარი ავიდა. სანატრუკი 91 წლიდან 109 წლამდე იყო შუამდინარეთში მდებარე ისტორიული სახელმწიფოს ოსროჰენის სამეფოს მეფე. სხვადასხვა სომხური და კლასიკური წყაროების მიხედვით, სანატრუკის მმართველობა დაახლოებით მეორე საუკუნის დასაწყისში დაიწყო.[1] თუმცა ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით სანატრუკი ტახტზე თრდატ I-ის შემდეგ დაახლოებით 75 წელს ავიდა და იმეფა 110 წლამდე, თუმცა ამ ჰიპოთეზის ავთენტურობა ეჭქვეშაა, კონკრეტული მტკიცებულებების არ არსებობის გამო.[2] 110 წლისთვის სომხეთის სამეფო ტახტი აშხადარს ეკავა, ატროპატენას პართიელი მონარქის პაკორ II-ის ვაჟს, რომელიც 113 წელს, რომის იმპერატორმა ტრაიანემ ტახტიდან ჩამოაგდო. სხვადასხვა წყაროების მიხედვით სანატრუკი 117 წელს ტრაიანეს ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი იყო.[2]

მოვსეს ხორენაცი წერს, რომ სანატრუკი ბავშვობის ასაკში აბგარ V-ის დამ ავდემ ედესიდან სომხეთში წაიყვანა, კორდვაწის მთების გავლით, სადაც ისინი მოულენელად თოვლის ქარიშხალში მოყვნენ. ისინი სამი დღე ებრძოდნენ ქარიშხალს, ბავშვი კი ქარიშხალს თეთრტყავიანი ცხოველის დახმარებით გადაურჩა, სწორედ ეს ცხოველი ათბობა სანატრუკს ქარიშხლის დროს. სახელის ეთიმოლოგიაზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ ეს ცხოველი თეთრი ძაღლი იყო, გადარჩენის შემდეგ, მალევე ბავშვს სახელად სანატრუკი დაერქვა. ქართული თარგმანით სანატრუკის სახელი ითარგმნება, როგორც "ძაღლის საჩუქარი".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ii. The Pre-Islamic Period. ARMENIA AND IRAN. Iranica. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-12-16. წაკითხვის თარიღი: 2008-01-12.
  2. 2.0 2.1 Hovannisian, Richard G. (1997). The Armenian people from ancient to modern times: from antiquity to the fourteenth century. Palgrave Macmillan, გვ. 69–70. ISBN 0-312-10168-6.