სანაპიროების დაპირისპირება აშშ-ში (ჰიპ-ჰოპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანაპიროების დაპირისპირება — პირობითი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს და დასავლეთ სანაპიროს რეპერების დაპირისპირებას. 1990-იან წლებში დაპირისპირებულთა მეთაურები იყვნენ „ბიგი სმოლსი“ (აღმოსავლეთ სანაპირო) და ტუპაკ შაკური (დასავლეთ სანაპირო).

2pac
The Notorious B.I.G.

1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში დასავლეთ სანაპიროს რეპი დომინირებდა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპზე. აღმოსავლეთსანაპიროელები მთელი ძალებით ცდილობდნენ შეეცვალათ მდგომარეობა. 1993 წელს ნიუ-იორკში შონ კომბსმა დააარსა ამბიციური ლეიბლი Bad Boy Records, რომელმაც მიზნად დაისახა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპის დომინირების აღდგენა. [1][2] მალევე Bad Boy Records-ის რიგებში იდებიუტეს ახალგაზრდა რეპერებმა The Notorious B.I.G.-მა და Craig Mack-მა, რომელბმაც აღუდგინეს აღმოსავლეთ სანაპიროს რეპს 1980-იან წლებში დაკარგული დიდება. ამავდროულად, 1994 წლის 30 ნეომბერს დასავლეთ სანაპიროს წამყვანმა კალიფორნიელმა რეპერმა, ტუპაკ შაკურმა საჯაროდ დაადანაშაულა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპერები მისი მკვლელობის მცდელობაში.[3][4][5][5][6] საპასუხოდ, The Notorious B.I.G.-მა ჩაწერა კომპოზიცია „Who Shot Ya?“, რომელშიც იგი დასცინოდა 2pac-ს და აფრთხილებდა, რომ „ბიგი სმოლსთან“ ხუმრობა საშიშია. [7] 1995 წლის თებერვალში ტუპაკი ციხეში აღმოჩნდა სექსუალური შევიწროების ბრალდებით. 30 ოქტომბერს, როდესაც იგი ციხიდან გამოვიდა, დაპირისპირება სანაპიროებს შორის ფაქტობრივად ომში გადაიზარდა. წლის ბოლოს თავს დაესხნენ The Notorious B.I.G.-ის დამხმარეს რეპერის ადგილმდებარეობის გაგების მიზნით. 1996 წლის გაზაფხულზე 2pac-მა ჩაწერა ახალი ალბომი, სადაც აღმოსავეთ სანაპიროს რეპერებს მასზე თავდასხმის გამო შურისძიებით ემუქრებოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Interview with Mark Pitts. HitQuarters (April 26, 2006). ციტირების თარიღი: November 14, 2011.
  2. Alumni Bulletin - Alumni - Harvard Business School. ციტირების თარიღი: 2016-09-28.
  3. „Hollywood or bust-up“. The Observer. July 7, 1996.
  4. „The Homeboy as Mogul, And the Mogul as Rapper“. NY Times. July 20, 1997. ციტირების თარიღი: December 17, 2013.
  5. 5.0 5.1 „A History of Modern Music: Part three: Hip-hop and R&B: 35. The death of Tupac Shakur and Biggie Smalls, 1996 – 1997“. The Guardian. June 13, 2011.
  6. „Ex-LAPD detective: 'Suge Knight and P Diddy were behind hits on Biggie and Tupac'. NME. October 4, 2011. ციტირების თარიღი: December 17, 2013.
  7. „L.a. times links diddy to 1994 shooting of tupac“. The Boom Box. March 17, 2008. ციტირების თარიღი: December 6, 2011.