სანან იბრაჰიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანან იბრაჰიმოვი
აზერ. Sənan İbrahimov
დაბ. თარიღი 19 აპრილი, 1959(1959-04-19) (65 წლის)
დაბ. ადგილი ჯულფა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, textologist და დრამატურგი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

სანან იბრაჰიმოვი (აზერ. Sənan Məmmədəli oğlu İbrahimov; დ. 18 აპრილი, 1959, ჯულფა) — აზერბაიჯანელი პროფესორი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ტექსტოლოგი, დრამატურგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1959 წლის 18 აპრილს ნახიჩევანის ასსრ-ის ჯულფის რაიონში.[1][2]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

1977 წელს სწავლობდა ლენინგრადის (ამჟამინდელი სანქტ-პეტერბურგი) საავიაციო სკოლაში. შვეულმფრენ მი-8-ის პილოტი, ავიამექანიკოსია.

1980–1985 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ამჟამად ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.[1]

სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს დაასრულა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1985–1987 წლებში მუშაობდა ავღანეთში მრჩეველ-თარჯიმნის თანამდებობაზე.

1992–1994 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის ეროვნულ არმიაში — იკავებდა დოცენტის თანამდებობას მეთაურთა უმაღლეს გაერთიანებულ სკოლაში. სამხედრო ოპერაციებში გამოჩენილი სიმამაცისთვის დაჯილდოებულია ორი საბრძოლო ორდენითა და სამი მედლით. მას აგრეთვე ორჯერ გადაეცა განსაკუთრებული ჯილდო სამხედრო უნარებისთვის.[1]

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წლიდან მუშაობს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავდაპირველად იკავებდა უცხოელ სტუდენტთა ინსპექტორის თანამდებობას, ამჟამად კი ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური აზერბაიჯანული ლიტერატურის კათედრის პროფესორია.

1995 წლიდან 2014 წლამდე იყო აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი.

დღემდე, როგორც ექსპერტ-თარჯიმანი თანამშრომლობს საგამოძიებო სამსახურებთან და სასამართლოსთან.[1][2]

სამეცნიერო-შემოქმედებითი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სული ფაგიჰი და მისი პოემა „იუსიფ და ზულეიხა“. აგრეთვე ეწეოდა სამხედრო-პედაგოგიურ საქმიანობას.

1995 წლიდან აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრია.

2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „იდეისა და თემის პრობლემები კლასიკურ ლიტერატურაში“. ამავე წლიდან დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას როგორც პროფესორი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 „Azərbaycan ədəbiyyatı tarixi kafedrasının f.e.d İBRAHİMOV SƏNAN“ ((აზერბაიჯანული)). philology.bsu.edu.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-17. ციტირების თარიღი: 2015-09-09.
  2. 2.0 2.1 „İbrahimov Sənan Məmmədəli oğlu“ ((აზერბაიჯანული)). science.ab.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-19. ციტირების თარიღი: 2015-09-09.