სანაგირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სანაგირეX-XI საუკუნეების მონასტერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მახლობლად. მდებარეობს ვაზისუბნიდან 6 კილომეტრზე, ტყეში.

სამონასტრო კომპლექსში შედის წმ. გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა (X-XI საუკუნეები); მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა (შუა საუკუნეები), მათგან ოციოდ მეტრში სამონასტრო ნაგებობების ნანგრევები, სავარაუდოდ, სატრაპეზოსი და გალავანი კომპლექსის გარშემო. სამნავიანი ბაზილიკა რიყის ქვით, აგურით და შირიმის ქვითაა ნაგები. ეტყობა ბიზანტიური სამშენებლო ტექნიკის აშკარა გავლენა.

კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდ მეტრში, კიდევაა მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 2011 წლის იანვარში მოინახულა ხელოვნებათმცოდნე კახა ხიმშიაშვილმა . გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. მხოლოდ კედლებიღაა შემოჩენილი (აღმოსავლეთისა და სამხრეთის დაახლოებით 2,5-3 მატრამდე, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილოეთის კიდევ უფრო ნაკლებ სიმაღლეზე). შემორჩენილი ტაძრის გეგმა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ტაძარი ე.წ. ტეტრაკონქის ტიპს მიეკუთვნება.[1]

მონასტერი დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი უმოქმედოა. 2010–2011 წლების ზამთარში თოვლმა მთავარი ტაძარი ძლიერ დააზიანა, ბზარები გაღრმავდა და გაფართოვდა, კედლებმა დაშლა დაიწყო, დასავლეთ კედელზე იესოს და ღვთისმშობლის ფრესკები მკრთალადღა მოჩანს. სანაგირის ეკლესია სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. [2][3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Г. Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тбилиси, 1959, с.123-129
  • მ. ხატიაშვილი, სანაგირეს ბაზილიკის ზოგიერთი თავისებურება, ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები, ახალგაზრდა მეცნ. კონფერენცია, 1995, გვ. 6
  • ნ. ჯაბუა, სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში, თბ. 2009. pdf ვერსია
  • ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1092.-გვ.59 ("სანაგირე" - ქვაზე ამოკვეთილი XVIII საუკუნის წარწერის განხილვა)
  • ვაზისუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. IV, თბ., 1979. გვ. 270. ("სანაგირე" – მოკლე აღწერილობა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სანაგირეს ბაზილიკა – კახა ხიმშიაშვილის ფოტოები
  • სანაგირე, მცირე ტეტრაკონქი – კახა ხიმშიაშვილის ფოტოები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]