სამხრეთსლავური ენები
სამხრეთსლავური ენები — აღმოსავლეთ- და დასავლეთსლავური ენების გვერდით წარმოადგენს ერთ-ერთ შტოს, რომელიც თავის მხრივ ინდოევროპულ ენების ჯგუფში შედის.
სამხრეთსლავური ენებია — ძველი საეკლესიო სლავური, ბულგარული, მაკედონური, სლოვენური, სერბო-ხორვატული ენები. ამ უკანასკნელს (სერბულ-ხორვატულს) პოლიტიკური კორექტულობის დაცვის მიზნით ხშირად ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ — სერბულ და ხორვატულ ენებად. ამ ტენდენციამ განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში შესაბამისი ენის კათედრებს გადაარქვეს სახელები და დღეს შეიძლება შეხვდეთ არამარტო სერბულ-ხორვატული, არამედ ცალ–ცალკე სერბული, ხორვატული, ბოსნიური და მონტე-ნეგრ(ინ)ული ან ჩერნოგორიული ენების კათედრასაც კი. ენათმეცნიერული თვალსაზრისით კი ამ ენების დიალექტებად დაყოფაც კი ჭირს.
- ყოფილი იუგოსლავიის გეოგრაფიულ სივრცეში საბოლოო პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.
სამხრეთსლავისტიკა, როგორც დარგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამხრეთსლავისტიკა არის სლავთმცოდნეობის ( სლავისტიკის ) ერთ–ერთი ქვედარგი, რომელიც სამხრეთსლავური ქვეყნების (უპირველეს ყოვლისა მათი ენებისა და კულტურების) შესწავლითაა დაკავებული. სამხრეთსლავისტიკა თავის მხრივ ძირითადი სამხრეთსლავური ენების მიხედვით დაიყოფა ბულგარისტიკად, სლოვენისტიკად და სერბო-ხორვატისტიკად. თუმცა ამ უკანასკნელი დარგის, სერბო–ხორვატისტიკის პარტიკულარიზაცია პოლიტიკური მიზეზით მოხდა ; იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლამ შედეგად თან ისიც მოიტანა, რომ ევროპის მრავალ უნივერსიტეტში ახლადგაჩენილი სახელმწიფოების მიხედვით სერბისტიკის, ხორვატისტიკის და ბოსნისტიკის კათედრები ჩამოყალიბდა.
- საქართველოში სამხრეთსლავისტიკა თითო–ოროლა სამხრეთსლავურ ენათა მცოდნეების ყოლითღა თუ შემოიფარგლება.
––––––––––––––––––––––––––––
- სამხრეთსლავური ენები
- ბულგარული და მაკედონური მოიხმარს კირილიცას.
- ხორვატეთში მხოლოდ ლათინურ ანბანს გამოიყენებენ, რომელიც განვრცობილია დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით. ლათინური ანბანის სერბულ(–ხორვატულ) ნაირ–სახეობას ლატინიცა ჰქვია.
- სერბეთი და ბოსნია ერთდროულად ორივე ანბანს მოიხმარს, თუმცა სერბეთში უფრო კირილური ანბანი (ანუ ჩირილიცა განვრცობილია დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით) სჭარბობს, ხოლო ბოსნიაში უფრო — ლათინური დამწერლობა. (ისტორიულად ისლამის აღმსარებელ ბოსნიაში გამოიყენებდნენ არაბულ დამწერლობას დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით . არაბული ანბანის ბოსნიური ნაირ–სახეობას არებიცა ჰქვია.)
- სლოვენიაში ლათინურ ანბანია გამოყენებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვიკიპედიას აქვს 4, სერბულ-ხორვატული, სერბული, ხორვატული და ბოსნიური ოფციონი.
- სერბულ-ხორვატული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ ლათინურ, ხოლო მერე კი კირილურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Srpskohrvatski / Српскохрватски და აქვს კოდი (sh)
- სერბული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ კირილურ, ხოლო მერე კი ლათინურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Српски / Srpski და აქვს კოდი (sr)
- ხორვატული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Hrvatski და აქვს კოდი (hr)
- ბოსნიური ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Bosanski და აქვს კოდი (bs)
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გ. ჟუჟუნაშვილი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია, XX საუკუნე. გიორგი ჟუჟუნაშვილი, გურამ კუტალაძე, ზაირა გერგედავა-ჭელიძე, რამაზ ვაჟბედაშვილი ; [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005.
- კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ბულგარეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე ოქტომბერი. თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.
- კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : სერბეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.
|