შინაარსზე გადასვლა

სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. South Sandwich Islands
ესპ. Islas Sandwich del Sur

სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
გეოგრაფია
კოორდინატები 58°26′53″ ს. გ. 26°22′51″ დ. გ. / 58.44806° ს. გ. 26.38083° დ. გ. / -58.44806; -26.38083
კუნძულთა რაოდენობა 11
მთავარი კუნძული მონტაგიუ
ფართობი 310 კმ²
უმაღლესი წერტილი 1310 მ
მთა ბელინდა
ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2025)

სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები (ინგლ. South Sandwich Islands, ესპ. Islas Sandwich del Sur) — არქიპელაგი სუბანტარქტიკულ სარტყელში, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთში 570 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით სამხრეთი ჯორჯიის კუნძულიდან და შედგება 11 პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძულისაგან და ბევრი მომცრო კუნძულებისა და კლდეებისაგან. არქიპელაგი, რომელსაც ზოგჯერ მიაკუთვნებენ სამხრეთის ოკეანის რაიონს, წარმოადგენს სკოშის ზღვის აღმოსავლეთ საზღვარს.

ადმინისტრაციულად კუნძულები წარმოადგენს ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების ნაწილს (ანუ ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, მაგრამ არ არის მისი ტერიტორიის ნაწილი). კუნძულზე, როგორც ფოლკლენდისა და სამხრეთი ჯორჯიის კუნძულებზე, ტერიტორიალურ პრეტენზიებს აცხადებს არგენტინა.

ატლანტის ოკეანის ბათიმეტრია სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების გარშემო

სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებს უკავია 310 კმ² ფართობი, რომელიც გადაჭიმულია კუნძულ ზავადოვსკიდან საუტერნ-ტულეს კუნძულებამდე და შეადგენს 410 კმ-ს. კუნძულები ძირითადად აგებულია ახალგაზრდა ვულკანური ქანებით. უმაღლესი წერტილი — მთა ბელინდა (1372 მ) არქიპელაგის ყველაზე უფრო დიდ მონტაგიუს კუნძულზე.

კუნძულები მთიანია, მუდმივად დაფარულის თოვლით და მყინვარებით. არქიპელაგი მდებარეობს სამხრეთ სენდვიჩის ღრმულის გასწვრივ და არის სამხრეთ ანტილის რკალის ნაწილი. კუნძულოვანი რკალი მდებარეობს სეისმურად აქტიურ ზონაში. 2008 წლის 30 ივნისს მოხდა მიწისძვრა 7,0 მაგნიტუდით, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა კუნძულ ბრისტოლიდან 280 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით 2013 წლის 15 ივლისს მოხდა მიწისძვრა 7,3 მაგნიტუდით, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა კუნძულ ბრისტოლიდან 216 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. კუნძულებზე ასევე არსებობენ მოქმედი ვულკანები.

დასახელება სიმაღლე ადგილმდებარეობა ბოლო ამოფრქვევა
მეტრი ფუტი კოორდინატები
კუნძული ბრისტოლი 1100 3609 59°02′S 26°35′W / 59.03° ს. გ. 26.58° დ. გ. / -59.03; -26.58 1956
კუნძული კანდლმასი 550 1804 57°05′S 26°40′W / 57.08° ს. გ. 26.67° დ. გ. / -57.08; -26.67 1911
ვისოკოის კუნძული (მთა ჰოდსონი) 1005 3297 56°42′S 21°09′W / 56.70° ს. გ. 21.15° დ. გ. / -56.70; -21.15 1930
კუნძული ლესკოვი 190 623 56°40′S 28°08′W / 56.67° ს. გ. 28.13° დ. გ. / -56.67; -28.13 ჰოლოცენი
სანდერსის კუნძული (მთა მაიკლი) 990 3248 57°47′S 26°27′W / 57.78° ს. გ. 26.45° დ. გ. / -57.78; -26.45 2005
მონტაგიუს კუნძული (მთა ბელინდა) 1370 4495 58°25′S 26°20′W / 58.42° ს. გ. 26.33° დ. გ. / -58.42; -26.33 2006
სამხრეთ ოკეანე (წყალქვეშა ვულკანი) -27 -89 55°55′S 28°05′E / 55.92° ს. გ. 28.08° ა. გ. / -55.92; 28.08 1962
კუნძული ტულე 1075 3526 59°27′S 27°22′W / 59.45° ს. გ. 27.37° დ. გ. / -59.45; -27.37 1986
ზავოდოვსკის კუნძული (მთა ასფიქსია) 551 1808 56°18′S 27°34′W / 56.30° ს. გ. 27.57° დ. გ. / -56.30; -27.57 1819

კლიმატი სუბანტარქტიდულია, ამინდი ქარიანია, მთელი წლის განმავლობაში მოღრუბლული ხშირი ნალექებით. ზოგჯერ კუნძულებზე შემოიჭრება ცივი ჰაერის მასები ანტარქტიდიდან. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში — დაახლოებით 0 °С. აბსოლუტური მაქსიმუმი +17,7 °C, აბსოლუტური მინიმუმი −29,8 °C (საუტერნ-ტულეს კუნძულზე ჩატარებული მეტეოდაკვირვებების მონაცემებით). კუნძულებს მაისის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე აკრავს ზღვის ყინული. ყვავილოვანი მცენარეები პრაქტიკულად არ არის გავრცელებული, ძირითადად — ხავსები და ლიქენებია.

კუნძულებზე ფრინველების (მათ შორის პინგვინები) და სელაპების კოლონიებია.

სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების არქიპელაგის კუნძულების სია:

კუნძული
(ქართ.)
კუნძული
(ინგლ.)
ფართობი,
კმ²
უმაღლესი
წერტილი,
კოორდინატები
ტრავერსეს არქიპელაგი (Traversay Islands)
1 სამხრეთ ოკეანე (წყალქვეშა ვულკანი) Protector Shoal  — -27 м (89 ft) 55°54′ ს. გ. 28°06′ დ. გ. / 55.900° ს. გ. 28.100° დ. გ. / -55.900; -28.100
2 ზავოდოვსკის კუნძული Zavodovski Island 25 kმ² (9.7 მილი²) მთა ასფიქსია
550 м (1,800 ft)
56°18′ ს. გ. 27°34′ დ. გ. / 56.300° ს. გ. 27.567° დ. გ. / -56.300; -27.567
3 კუნძული ლესკოვი Leskov Island 0.3 kმ² (0.12 მილი²) რადერ-პოინტი
190 м (620 ft)
56°40′ ს. გ. 28°08′ დ. გ. / 56.667° ს. გ. 28.133° დ. გ. / -56.667; -28.133
4 ვისოკოის კუნძული Visokoi Island 35 kმ² (14 მილი²) მთა ჰოდსონი
915 м (3,002 ft)
56°42′ ს. გ. 27°13′ დ. გ. / 56.700° ს. გ. 27.217° დ. გ. / -56.700; -27.217
კანდლმასის კუნძულები (Candlemas Islands)
5 კუნძული კანდლმასი Candlemas Island
(Candelaria) (ესპ.)
14 kმ² (5.4 მილი²) ანდრომედას მთა
550 м (1,800 ft)
57°05′ ს. გ. 26°39′ დ. გ. / 57.083° ს. გ. 26.650° დ. გ. / -57.083; -26.650
6 ვინდიკეიშნი Vindication Island
(Vindicación) (ესპ.)
5 kმ² (1.9 მილი²) კუადრანტის პიკი
430 м (1,410 ft)
57°06′ ს. გ. 26°47′ დ. გ. / 57.100° ს. გ. 26.783° დ. გ. / -57.100; -26.783
ცენტრალი (Central islands)
7 სანდერსის კუნძული Saunders Island 40 kმ² (15 მილი²) მთა მაიკლი
990 м (3,250 ft)
57°48′ ს. გ. 26°28′ დ. გ. / 57.800° ს. გ. 26.467° დ. გ. / -57.800; -26.467
8 მონტაგიუს კუნძული Montagu Island
(Jorge) (ესპ.)
110 kმ² (42 მილი²) მთა ბელინდა
1,370 м (4,490 ft)
58°25′ ს. გ. 26°23′ დ. გ. / 58.417° ს. გ. 26.383° დ. გ. / -58.417; -26.383
9 კუნძული ბრისტოლი Bristol Island
(Blanca) (ესპ.)
46 kმ² (18 მილი²) დარნლის მთა
1,100 м (3,600 ft)
59°03′ ს. გ. 26°30′ დ. გ. / 59.050° ს. გ. 26.500° დ. გ. / -59.050; -26.500
საუტერნ-ტულე (Southern Thule)
10 ბელინსგაუზენის კუნძული Bellingshausen Island 1 kმ² (0.39 მილი²) ბასილისკის პიკი
255 м (837 ft)
59°25′ ს. გ. 27°05′ დ. გ. / 59.417° ს. გ. 27.083° დ. გ. / -59.417; -27.083
11 კუკის კუნძული Cook Island 20 kმ² (7.7 მილი²) ჰარმერის მთა
1,115 м (3,658 ft)
59°26′ ს. გ. 27°09′ დ. გ. / 59.433° ს. გ. 27.150° დ. გ. / -59.433; -27.150
12 კუნძული ტულე Thule Island 14 kმ² (5.4 მილი²) ლარსენის მთა
710 м (2,330 ft)
59°27′ ს. გ. 27°18′ დ. გ. / 59.450° ს. გ. 27.300° დ. გ. / -59.450; -27.300
13 ვისოკაიას ქილა Vysokaya Bank  — -89 м (292 ft) 59°43′ ს. გ. 27°58′ დ. გ. / 59.717° ს. გ. 27.967° დ. გ. / -59.717; -27.967
სულ 310 kმ² (120 მილი²) მთა ბელინდა
1,370 м (4,490 ft)

არქიპელაგის კუნძულებს ერთმანეთისგან ყოფენ შემდეგი სრუტეები (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, კმ-ში): ზავოდოვსკის კუნძულიტრავერსეს სრუტე (46 კმ) — ვისოკოის კუნძულიბრაუნის სრუტე (46 კმ) — კუნძული კანდლმასიშეკლტონის სრუტე (73 კმ) — სანდერსის კუნძულილარსენის სრუტე (65 კმ) — მონტაგიუს კუნძულიბისკოს სრუტე (55 კმ) — კუნძული ბრისტოლიფორსტერის სრუტე (49 კმ) — კუნძული ტულე.

ვინ პირველმა აღმოაჩინა არქიპელაგი უცნობია. პირველი გამოკვლევები დათარიღებულია 1775 წლით ჯეიმზ კუკის ექსპედიციის დროს, რომელმაც კუნძულებს სახელად დაარქვა სენდვიჩის მიწა ბრიტანეთის საადმირალოს პირველი ლორდის პატივსაცემად. 1819 წელს კუნძულებს გამოკვლევები ჩაუტარა ექსპედიციებმა ფადეი ბელინსგაუზენის და მიხეილ ლაზარევის ხელმძღვანელობით. მათ შემოუარეს სენდვიჩის მიწას აღმოსავლეთის მხრიდან და დაადგინეს, რომ ის იყო არქიპელაგი, ამიტომ გადაწყვიტეს შეეცვალად სახელი „მიწა“ და ეწოდებინათ სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები. ამ კუნძულების ჯგუფში აღმოჩენილი იქნა კუნძული ლესკოვი, ზავოდოვსკის კუნძული და ტორსონის კუნძული, რომლებსაც სახელი დაერქვათ ექსპედიციის მონაწილეების პატივსაცემად.

მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, ზაფხულში კუნძულებზე ჩამოდიან სამეცნიერო ექსპედიციები.

კუნძულები ლიტერატურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიულ ვერნის რომანის „ყინულის სფინქსის“ გმირები გადასხდებიან სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე — კ. ბრისტოლი და კ. ტულე.