სამხრეთ სახალინის ოპერაცია (1945)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ სახალინის ოპერაცია (1945)

სამხრეთ სახალინის ოპერაცია — სამხრეთ სახალინის გასათავისუფლებლად საბჭოთა არმიის მიერ 11-25 აგვისტოს ჩატარებული შეტევითი ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ II შორეულ აღმოსავლეთის ფრონტის მე-16 არმიის 56-ე მსროლელი კორპუსი და წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდები და საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილები. სამხრეთ სახალინზე იაპონიის 88-ე ქვეითი დივიზიის ჯარები, საზაზღვრო ჟანდარმების ნაწილები და რეზერვისტთა რაზმები. 18 აგვისტოსთვის საბჭოთა ჯარები დაეუფლნენ ყველა გამაგრებულ საყრდენ პუნქტს. 16 აგვისტოს სამხრეთ სანაპიროზე, ხოლო 19-25 აგვისტოს მაოკისა და ოტომარის პორტებში გადასხეს საზღვაო დესანტი. 25 აგვისტოს დაიკავეს სამხრეთ სახალინის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ტოიჰარა. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის შედეგად რუსეთს მოწყვეტილი სახალინის სამხრეთ ნაწილი სსრკ-ს დაუბრუნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]