სამხრეთ პოლუსი-ეიტკენის აუზი
| სამხრეთ პოლუსი-ეიტკენის აუზი | |
| ინგლ. South Pole–Aitken basin | |
|
| |
| მონაცემები | |
|---|---|
| დიამეტრი | 2500 კმ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 3.94 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | მთვარის სამხრეთი პოლუსი და ეიტკენი |
| მდებარეობა | |
| 56° ს. გ. 180° დ. გ. / 56° ს. გ. 180° დ. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე (LQ24) |
| სამხრეთ პოლუსი-ეიტკენის აუზი | |
სამხრეთ პოლუსი-ეიტკენის აუზი — მთვარის უდიდესი დეპრესია, მდებარე მთვარის უკანა მხარის, სამხრეთ ნახევარსფეროში. ის მთელ მზის სისტემაში ერთ-ერთი უდიდესი ცნობილი კრატერია. ეს მთვარეზე, ყველაზე ღრმა და უძველესი ცნობილი შეჯახების სტრუქტურაა. მისი კიდე დედამიწიდან ჩანს, როგორც მთის ქედი, რომელიც მთვარის სამხრეთ კიდურთან (ლაიბნიცის მთები) ახლოს მდებარეობს. აუზის ზედაპირი მიმდებარე მაღალმთიანეთისგან გამოირჩევა უფრო მუქი ფერით, მაგრამ არა ისეთი მუქი, როგორც მთვარის ზღვის ვაკეები. კრატერის ფორმირება პრე-ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 56° ს. გ. 180° დ. გ. / 56° ს. გ. 180° დ. გ., დიამეტრი 1500 კმ, სიღრმე — 3.94 კმ.[1]
სამხრეთ პოლუსი-აიტკენის აუზი დასახელებულია მის ორივე მხარეს არსებული ორი მახასიათებლის გამო: მთვარის სამხრეთი პოლუსი და კრატერი ეიტკენი. ეს სამუშაო სათაურია. ამ ობიექტს ოფიციალური (საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ დამტკიცებული) სახელწოდება არ გააჩნია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).