სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისაქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისა (ცხინვალი), დაარსდა სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-ლიტერატურულ საზოგადოების (დაარსდა 1922, 1925-იდან ეწოდა სამხრეთ ოსეთის მხარეთმცოდნეობის საზოგადოება) ბაზაზე. 1927 წელს გადაკეთდა მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტად. 1936 წელს რეორგანიზებულ იქნა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად, 1938 წელს ეწოდა სამხრეთ ოსეთის ცაკ-თან არსებული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი, ხოლო 1944 შევიდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში როგორც სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. აქვს 5 განყოფილება: არქეოლოგიის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის, ოსური ენის, ოსური ლიტერატურის და ეკონომიკის. ბიბლიოთეკა (33 ათასამდე ტომი). ინსტიტუტის თანამშრომლებს გამოქვეყნებული აქვთ 600-ზე მეტი შრომა, მათ შორის 145 მონოგრაფია, 19 სახელმძღვანელო და ინსტიტუტის „მოამბის“ 25 ტომი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]