სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია“ (რუს. Конституция Республики Южная Осетия) — საერთაშორისო სამართლით არაღიარებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ კონსტიტუცია. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია მსოფლიოში მეორეა, რომელიც არაღიარებულმა სახელმწიფომ მიიღო და დაამტკიცა. კონსტიტუცია მიღებულ იქნა 2001 წლის 8 აპრილს რეფერენდუმის გზით[1].

დღეისათვის მხოლოდ ოთხი სახელმწიფოს მიერ (რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ) დამოუკიდებლად აღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 2001 წლის კონსტიტუციამდე მოქმედებდა 1993 წლის 2 ნოემბრის კონსტიტუცია. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა ცალმხრივად 1991 წელს გამოაცხადა, მას 1993 წლამდე არ გააჩნდა საკუთარი კონსტიტუცია და რეგულირება მხოლოდ ცალკეული სამართლებრივი აქტების საფუძველზე ხდებოდა[2].

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია შედგება 93 მუხლისაგან, რომლებიც განაწილებულია ცხრა თავში. გარდა ამისა, კონსტიტუციის ტექსტი მოიცავს გარდამავალ დებულებებსაც. ცხრა თავი თემატურად შემდეგნაირადაა განაწილებული[3]:

  1. თავი: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური სისტემის საფუძვლები;
  2. თავი: ადამიანთა და მოქალაქეთა უფლებები, თავისუფლებები და სამოქალაქო ვალდებულებები;
  3. თავი: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი;
  4. თავი: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი;
  5. თავი: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა;
  6. თავი: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლო;
  7. თავი: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურა;
  8. თავი: ადგილობრივი ადმინისტრაცია და თვითმმართველობა;
  9. თავი: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებები და დამატებები;
  • გარდამავალი დებულებები

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]