სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინი

სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინი (Lissodelphis peronii)[1]ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. ბინადრობს სამხრეთ ნახევარსფეროს ცივ წყლებში. ვეშაპისმაგვარი დელფინის ორი სახეობიდან ერთ-ერთი. Lissodelphis — ჩრდილოური ვეშაპისმაგვარი დელფინი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ღრმა წყლებში ბინადრობს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინი სამხრეთ ნახევარსფეროს ერთადერთი დელფინია, რომელსაც ზურგის ფარფლი არა აქვს. ისინი ჩრდილოურ ვეშაპისმაგვარ დელფინებზე უფრო პატარები არიან და თავსა და გვერდებზე მეტი სითეთრე აქვთ. აქვთ კოხტა, მოხდენილი ტანი. სხეულის ზედა ნაწილი შავი, ხოლო ქვედა ნაწილი თეთრი აქვთ. ფარფლები ძირითადად თეთრი შეფერილობის, პატარა და მრუდისებური აქვთ. აქვთ პატარა, მაგრამ ადვილად შესამჩნევი დინგი. თითო ყბაზე 43-49 კბილი აქვთ.

სახეობის გავრცელების სივრცე სამხრეთ ნახევარსფეროს ოკეანეების სუბტროპიკული და სუბანტარქტიკული სარტყლებია. გავრცელების ზუსტი საზღვრები და პოპულაცია შესწავლილი არ არის. სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინის დიდი რაოდენობა შემჩნეულია სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან, სადაც ხშირად იჭერენ. სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინი უხვად ბინადრობს ახალი ზელანდიის სანაპიროებთან. აფრიკის დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებთან პოპულაციის გავრცელების საზღვრები ცივ დინებებთანაა დაკავშირებული. პოპულაციის კონცენტრაცია შეიმჩნევა ნამიბიის მახლობლად.[2] სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინი ხშირად შეიმჩნევა Lagenorhynchus obscurus-თან, მუქ დელფინებთან და მოკლეფარფლებიან გრინდასთან.[3] სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინები დიდ ჯგუფებს აყალიბებენ,რომელთა რაოდენობაც 1000-მდეა, ჯგუფების საშუალო ზომა კი 52.[2]

სამხრეთული ზვიგენისმაგვარი დელფინი ფრანგმა იქტიოლოგმა, ბერნარ ჟერმენ ეტიენ დე ლა ვილ გრაფ დე ლასეპედმა აღწერა 1804 წელს.[4] Lissodelphis-ის გვარი დელფინისებრთა ოჯახს, ვეშაპისნაირთა რიგს მიეკუთვნება. გვარის სახელი ბერძნული სიტყვებიდან, lisso (რბილი) და delphis წარმოდგება. სპეციფიკური ეპითეტი peronii ფრანგი ბუნებისმეტყველისა და მკვლევრის, ფრანსუა პერონის მიხედვით ეწოდა, რომელმაც სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინი 1800-იანი ექსპედიციისას ტასმანიის ამხლობლად შენიშნა.[5]

XIX საუკუნეში სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინი ვეშაპებზე ნადირობის მსხვერპლი გახდა. პერუში ამ სახეობას მცირე მეთევზეები იჭერენ.[2] სამხრეთულ ვეშაპისმაგვარ დელფინებს ზვიგენები და ცელნამგალა ვეშაპები ჭამენ. ამ სახეობის დელფინები სხვადასხვა სახეობის თევზით, კიბოსნაირებითა და კალმარებით იკვებება. იშვათად იკვებებიან Euphausiacea რიგის სახეობებითაც. ქცევის ფორმები ნაკლებადაა ცნობილი. საკვებს წყლის ზედაპირზე მოიპოვებენ თუ სიღრმეებში არ არის ცნობილი.[2]

სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინის სხეულის ზედა ნაწილი შავია, ხოლო ქვედა - თეთრი. არ აქვთ ზურგის ფარფლი. არიან სწრაფი, აქტიური მოცურავეები. ახალშობილები 80-100 სმ-ის სიგრძის არიან. ზრდასრულები 1.8-2.9 მეტრის სიგრძის არიან. მდედრები მამრებზე ოდნავ უფრო გრძელები არიან. ზრდასრულები 60-100 კგ-ს იწონიან.

სამხრეთული ვეშაპისმაგვარი დელფინები ჯგუფებად დაცურავენ. ჯგუფებში ორიდან 100 ინდივიდამდეა. ზოგიერთი ჯგუფი ძალიან ნერვიულია და ნავებისგან მოშორებით დაცურავს, ნაწილი კი ნავების მახლობლად. ხშირად დაცურავენ Lagenorhynchus cruciger-ებთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Braulik, G. 2018. Lissodelphis peronii. The IUCN Red List of Threatened Species 2018: e.T12126A50362558. https://dx.doi.org/10.2305/IUCN.UK.2018-2.RLTS.T12126A50362558.en. Downloaded on 18 December 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Lissodelphis peronii. Species Profile and Threats Database. Department of the Environment, Water, Heritage and the Arts, Canberra.. ციტირების თარიღი: 2009-07-16.
  3. Lissodelphis borealis Right Whale Dolphin. MarineBio. ციტირების თარიღი: 2009-07-15.
  4. Lissodelphis peronii (Lacépède, 1804) (TSN {{{ID}}}). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  5. Fertl, Dagmar. Southern Right Whale Dolphin. Whales & Whale Spotting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-18. ციტირების თარიღი: 2009-07-16.