შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი ჯორჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთი ჯორჯია
მშობ. სახელი: ინგლ. South Georgia
ესპ. Isla Georgias del Sur
გეოგრაფია
კოორდინატები 54.4°00′ ს. გ. 36.7°00′ დ. გ. / 54.400° ს. გ. 36.700° დ. გ. / -54.400; -36.700
ფართობი 3528 კმ²
უმაღლესი წერტილი 2935 მ
მთა პეიჯეტი
ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 32 (ზაფხული), 16 (ზამთარი)

სამხრეთი ჯორჯია (ინგლ. South Georgia, ესპ. Isla Georgias del Sur) — ყველაზე უფრო დიდი (ხმელეთის ფართობი — 3528 კმ², სულ — 4100 კმ²) სუბანტარქტიდული კუნძული სამხრეთ ატლანტიკაში, ასევე ყველაზე დიდია ამავე დასახელების არქიპელაგში. ადმინისტრაციულად არის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების ნაწილი (ანუ ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, მაგრამ არ არის მისი ტერიტორიის ნაწილი).

სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები იმართება ფოლკლენდის კუნძულებიდან, თუმცა ითვლება ცალკე ტერიტორიად; ფოლკლენდის კუნძულების გუბერნატორი ერთდროულად არის სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების კომისარი.

სამხრეთი ჯორჯია არის ვულკანური წარმოშობის კლდოვანი კუნძული, დაფარულია ტუნდრით და ოკეანური მდელოებით, მთებში — მუდმივი მყინვარებით. უმაღლესი წერტილი — მთა პეიჯეტი (2935 მ). სანაპირო დაკლაკნილია. ოკეანის ნაპირებზე — სელაპების და პინგვინების მრავალრიცხოვანი პოპულაციებია. კლიმატი — სუბანტარქტიდული, თვის საშუალო ტემპერატურა — ივლის-აგვისტოს −1,5 °C-დან თებერვლის + 5,3 °C-მდე. ნალექები მოდის თანაბრად მთელი წლის განმავლობაში 1400—1500 მმ წელიწადში. ქრის მუდმივი ძლიერი ქარი, ამინდი ძირითადად მოღრუბლულია. გეოლოგიურად კუნძული სამხრეთ სენდვიჩის, სამხრეთ შეტლანდის, სამხრეთი ორკნეის კუნძულებთან და კლდოვან კუნძულების ჯგუფებთან ერთად მიეკუთვნება სამხრეთ ანტილის რკალს.

სამხრეთი ჯორჯიის არქიპელაგის კუნძულები და კლდეები:

კუნძული/კლდე (ქართ.)კუნძული/კლდე (ინგლ.)ფართობი,
კმ²
უმაღლესი წერტილი,
კოორდინატები
კუნძულები
1ანენკოვის კუნძულიAnnenkov Island14,9365054°29′ ს. გ. 37°05′ დ. გ. / 54.483° ს. გ. 37.083° დ. გ. / -54.483; -37.083
2ბერდის კუნძულიBird Island3,9როჩერის პიკი (365)54°00′ ს. გ. 38°03′ დ. გ. / 54.000° ს. გ. 38.050° დ. გ. / -54.000; -38.050
3ველკომის კუნძულებიWelcome Islands8853°58′ ს. გ. 37°29′ დ. გ. / 53.967° ს. გ. 37.483° დ. გ. / -53.967; -37.483
4კუნძული გრასიGrass Island0,26554°09′ ს. გ. 36°40′ დ. გ. / 54.150° ს. გ. 36.667° დ. გ. / -54.150; -36.667
5კუნძული კუპერიCooper Island3,041654°48′ ს. გ. 35°47′ დ. გ. / 54.800° ს. გ. 35.783° დ. გ. / -54.800; -35.783
6კუნძულები პიკერსგილიPickersgill Islands54°37′ ს. გ. 36°45′ დ. გ. / 54.617° ს. გ. 36.750° დ. გ. / -54.617; -36.750
7კუნძული ტრინიტიTrinity Island54°00′ ს. გ. 38°10′ დ. გ. / 54.000° ს. გ. 38.167° დ. გ. / -54.000; -38.167
8კუნძულები უილისიWillis Islands54°00′ ს. გ. 38°11′ დ. გ. / 54.000° ს. გ. 38.183° დ. გ. / -54.000; -38.183
9კუნძული სამხრეთი ჯორჯიაSouth Georgia3528მთა პეიჯეტი (2934)54°15′ ს. გ. 36°45′ დ. გ. / 54.250° ს. გ. 36.750° დ. გ. / -54.250; -36.750
კლდეები
10ბლექის კლდეებიBlack Rocks54°08′ ს. გ. 36°38′ დ. გ. / 54.133° ს. გ. 36.633° დ. გ. / -54.133; -36.633
11ბლექის კლდეBlack Rock53°39′ ს. გ. 41°48′ დ. გ. / 53.650° ს. გ. 41.800° დ. გ. / -53.650; -41.800
12კლერკის კლდეებიClerke Rocks55°01′ ს. გ. 34°41′ დ. გ. / 55.017° ს. გ. 34.683° დ. გ. / -55.017; -34.683
13შაგის კლდეებიShag Rocks0,27553°38′ ს. გ. 41°48′ დ. გ. / 53.633° ს. გ. 41.800° დ. გ. / -53.633; -41.800

XX საუკუნის დასაწყისში კუნძულზე შეყვანილი იქნენ ჩრდილოეთის ირმები, რომლებიც შემგომში გაველურდნენ და გამრავლდნენ, ისინი ფესვებამდე ჭამდნენ ტუნდრის მცენარეულობას და მტაცებლების არყოფნის პირობებში საფრთხე შეუქმნეს კუნძულის ეკოსისტემას. 2012 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა ნორვეგიას, რომ მათი სპეციალისტები დახმარებოდნენ სამი ათასი გაველურებული ირმის განადგურებაში.[1]

კუნძული 1675 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ვაჭარმა ენტონი დე-ლა-როშემ. პირველად გამოიკვლია და კარტოგრაფია ჩაუტარა გამოჩენილმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა 1775 წელს, რომელმაც კუნძული გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საკუთრებად და სახელი დაარქვა მეფის პატივსაცემად. სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო გამოკვლეულია ბელინსგაუზენის და ლაზარევის ექსპედიციების მიერ (ანენკოვის კუნძული, პორიადინის კონცხი და სხვ.).

XVIII და XIX საუკუნეებში კუნძულზე მუშაობდნენ ბრიტანელი და ამერიკელი მონადირეები სელაპებზე და ვეშაპებზე, რომლებმაც დააარსეს რამდენიმე დასახლება.

კუნძულზე, როგორც ფოლკლენდისა და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე, პრეტენზიებს აცხადებს არგენტინა, რომლის მეტეოროლოგიური სადგური აქ მუშაობდა 1905—1950 წლებში. ფოლკლენდის ომის დროს კუნძული დაიკავა არგენტინელმა სამხედროებმა 1982 წლის 3 აპრილს (ოპერაცია „გეორგიასი“).[2] მაგრამ უკვე 25 აპრილს ბრიტანელმა სამხედროებმა „ოპერაცია პარაკვეიტის“ მსვლელობისას აღადგინეს კუნძულზე კონტროლი.

დღეისათვის მხოლოდ გრიუტვიკენში მუდმივად ცხოვრობს 23 ადამიანი, ასევე მუშაობენ სამეცნიერო სადგურები, როგორც სეზონური, ასევე წლიური. ზაფხულში მომუშავეთა რაოდენობა იზრდება 50 ადამიანამდე, ხანმოკლე ექსპედიციების ჩაუთვლელად. 1982—2001 წლებში კუნძულზე იმყოფებოდა სამხედრო გარნიზონი.

ეკონომიკა და კულტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი ვეშაპსარეწი ბაზები რესტავრირდება ტურისტული ღირსშესანიშნაობების სახით, გრიუტვიკენში მუშაობს სამხრეთ ჯორჯიის მუზეუმი. კუნძულზე დაკრძალულია ერნესტ შეკლტონი.

არსებობს მარკები და მონეტები სამხრეთ ჯორჯიის სიმბოლიკით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). „South Georgia“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 25 (11th ed.). Cambridge University Press. p. 513.
  • Venables, Stephen (1991) Island at the Edge of the World: a South Georgia odyssey. London: Hodder & Stoughton. ISBN 978-03405-5-600-9. 
  • Wilkin, Jack. et al. (2024) South Georgia marine productivity over the past 15 ka and implications for glacial evolution. Journal of Micropalaeontology 43(1): 165–186. https://doi.org/10.5194/jm-43-165-2024