სამხრეთის სამხედრო ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემბლემა

სამხრეთის სამხედრო ოლქი (სსო) — რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონს, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიას. სსო ჩამოყალიბდა 2010 წელს ყოფილი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ნაცვლად. სსო-ს უშუალო დაქვემდებარებაში და მის შემადგენლობაში შემავალი 58-ე (1-ლი ოპერატიული სარდლობა) და 49-ე (მე-2 ოპერატიული სარდლობა) საერთო-საჯარისო არმიების გარდა, ოლქში შედის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია, საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობა.

სსო-ის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო ნაწილები და შენაერთები რუსეთის ფედერაციის სამი ადმინისტრაციული ერთეულის – სამხრეთის, ჩრდილოეთ კავკასიის და 2014 წლიდან ანექსირებული უკრაინული ყირიმის ტერიტორიებზეა განთავსებული. აღნიშნულის გარდა სსო-ს 3 სამხედრო ბაზა განლაგებულია ამიერკავკასიაში – 102-ე ს/ბაზა სომხეთში ქ. გიუმრიში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზა – მე-7 ს/ბაზა აფხაზეთში ქ. გუდაუთა, მე-4 ს/ბაზა ცხინვალის რეგიონი ქ. ცხინვალში და ჯავაში.

სსო-ს სარდლობის შტაბი განლაგებულია დონის როსტოვში. ოლქის სარდალია გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე გალკინი, შტაბის უფროსი – სარდლის 1-ლი მოადგილე – გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი სერდიუკოვი.

სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, გარდა რფ-ს თავდაცვის სამინისტროს ერთეულებისა, შსს-ს შინაგანი ჯარების, „ფსბ“-ს უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის, „მჩს“ – განსაკუთრებული სიტუაციების სამინისტროს და სხვა გასამხედროებული უწყებების დანაყოფები შედის.

სსო-ს ფორმალური ამოცანაა – რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე „უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, თუმცა რეალობაში ოლქის საქმიანობა ორიენტირებულია რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე მეზობლების მიმართ მუდმივი საფრთხის რეჟიმის უზრუნველყოფა-შენარჩუნებაზე.

სსო-ს სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ს/ნაწილები და შენაერთები (შტაბი – დონის როსტოვი):[1].

  • 175-ე მართვის ბრიგადა (ს/ნ 01957, ქ. აქსაი, როსტოვის ოლქი);
  • 176-ე ცალკეული (ტერიტორიული) კავშირგაბმულობის ბრიგადა (ს/ნ 71609, ქ. ნოვოჩერკასკი როსტოვის ოლქი);
  • მე-100 ცალკეული (ექსპერიმენტალური) სადაზვერვო ბრიგადა (ს/ნ 23511, ქ. მოზდოკი-7, ჩრდილოეთ ოსეთი);
  • 439-ე რეაქტიული საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 69673, ქ. ზნამენსკი, ასტრახანის ოლქი);
  • მე-11 ცალკეული საინჟინრო ბრიგადა (ს/ნ 18437 ან ს/ნ 45767, ქ. კამენსკ-შახტინსკი, როსტოვის ოლქი);
  • 28-ე რადიაციული ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ბრიგადა (ს/ნ 65363, ქ. კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი);
  • 1270-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ცენტრი (ს/ნ 62829, ქ. კოვალიოვკა, როსტოვის ოლქი);
  • 37-ე ცალკეული სარკინიგზო ბრიგადა (ს/ნ 51473, ქ. ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის ოლქი);
  • 39-ე ცალკეული სარკინიგზო ბრიგადა (ს/ნ 01228, ქ. კრასნოდარი, კრასნოდარის მხარე);
  • 333-ე ცალკეული სახიდე-საპონტონო სარკინიგზო ბატალიონი (ს/ნ 21483 ან ს/ნ 95849, ქ. ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის ოლქი);
  • სამთო მომზადების და თვითგადარჩენის ცენტრი (სამხედრო-ტურისტული ბაზა „ტერსკოლი“ ბაქსანის ხეობა, ყაბარდო-ბალყარეთი);
  • 54-ე სადაზვერვო ქვედანაყოფების მომზადების ცენტრი (ს/ნ 90091, ქ. ვლადიკავკაზი, ჩ. ოსეთი);
  • მე-20 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 22220, ქ. ვოლგოგრადი);
  • 1-ლი სარაკეტო ბრიგადა (ს/ნ 31853, დ/პ მოლკინო, კრასნოდარის მხარე)

49-ე საერთო-საჯარისო არმია (შტაბი – ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე):[1]

  • 33-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 22179, ქ. მაიკოპი, ადიღე);
  • 34-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 01485, დ/პ სტოროჟევაია-2, ზელენჩუკის რაიონი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი);
  • 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 74814, ქ. ბუდიონოვსკი, სტავროპოლის მხარე);
  • 7-ე სამხედრო ბაზა (ს/ნ 09322, ქ. გუდაუთა,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო);
  • 66-ე მართვის ბრიგადა (ს/ნ 41600, ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე);
  • 99-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბრიგადა (ს/ნ 72153, ქ. მაიკოპი, ადიღე);
  • 943-ე რეაქტიული საარტილერიო პოლკი (ს/ნ 21797, დ/პ კრასნოოკტიაბრსკი, ადიღე).

58-ე საერთო-საჯარისო არმია (შტაბი – ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი):[1]

  • მე-8 ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 16544, დ/პ ბორზოი, ჩეჩნეთი);
  • მე-17 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 65384, ქ. შალი, ჩეჩნეთი);
  • მე-18 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 27777, დ/პ ხანყალა, ჩეჩნეთი);
  • მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 20634, დ/პ სპუტნიკი, ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი);
  • 291-ე საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 64670 დ/პ ტროიცკაია, სუნჯის რაიონი, ინგუშეთი);
  • 573-ე ცალკეული საარტილერიო დაზვერვის დივიზიონი (ს/ნ 55030 დ/პ კრასნოოკტიაბრსკი, ადიღე);
  • 67-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა (ს/ნ 32383, ქ. ვლადიკავკაზი, დ/პ არხონსკაია, ჩრდილოეთ ოსეთი);
  • 31-ე საინჟინრო-მესანგრეთა პოლკი (ქ. პროხლადნი, ყაბარდო-ბალყარეთი);
  • 97-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 07352 ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი);
  • 78-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბრიგადა (ს/ნ 11384 ქ. პროხლადნი, ყაბარდო-ბალყარეთი);

რუსეთის საზღვარს გარეთ მდებარე სამხედრო ბაზები:[1]

  • მე-7 სამხედრო ბაზა (ს/ნ 093221, ქ. გუდაუთა, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო)
  • მე-4 სამხედრო ბაზა (ს/ნ 66431, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ქ. ცხინვალი და ჯავა, სამაჩაბლო საქართველო)
  • 102-ე სამხედრო ბაზა (ს/ნ 04436, ქ. გიუმრი, სომხეთი)

სადაზვერვო შენაერთები და სამხედრო ნაწილები (რფ-ს გენერალური შტაბის „გრუ“-ს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფები):[1]

  • სპეცდანიშნულების მე-10-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 51532, დ/პ მოლკინო, კრასნოდარის მხარე);
  • სპეცდანიშნულების 22-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 11659, დ/პ სტეპნოი, როსტოვის ოლქი);
  • სპეცდანიშნულების 346-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 31681, ქ. პროხლადნი, ყაბარდო ბალყარეთი);
  • სპეცდანიშნულების 25-ე ცალკეული პოლკი (ს/ნ 05525, ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე);
  • განსაკუთრებული დანიშნულების 154-ე ცალკეული რადიოტექნიკური ბრიგადა (ს/ნ 13204, ქ. იზობილნი, სტავროპოლის მხარე);
  • განსაკუთრებული დანიშნულების 74-ე რადიოტექნიკური პოლკი (ს/ნ 68889, ქ. ვლადიკავკაზი, ჩ. ოსეთი);

საზღვაო ქვეითთა და სანაპირო დაცვის ქვედანაყოფები:[1]

  • 810-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადა (ს/ნ 13140 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
  • მე-8 ცალკეული საარტილერიო პოლკი (ს/ნ 87714 ქ. სიმფეროპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
  • 126-ე ცალკეული სანაპირო დაცვის ბრიგადა (დ/პ პერევალნოე, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
  • 382-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბატალიონი (ს/ნ 45765 ქ. ტემრიუკი, კრასნოდარის მხარე);
  • მე-11 ცალკეული სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 00916 დ/პ უტაში, კრასნოდარის მხარე);
  • 475-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ცენტრი (ს/ნ 60135 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
  • 529-ე კავშირგაბმულობის კვანძი (ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
  • წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 102-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ს/ნ 27203 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
  • წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 136-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ს/ნ 75976 ქ. ნოვოროსიისკი, კრასნოდარის მხარე);
  • საზღვაო ქვეითთა 414-ე ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 95152, ქ. კასპიისკი, დაღესტანი);
  • საზღვაო ქვეითთა 727-ე ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 20264, ქ. ასტრახანი, ასტრახანის მხარე);
  • 46-ე ცალკეული სანაპირო სარაკეტო დივიზიონი (ს/ნ 85103, ქ. კასპიისკი, დაღესტანი);
  • წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 137-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ქ. კასპიისკი, დაღესტანი);

გარდა სსო-ს შენაერთებისა, ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია საჰაერო-სადესანტო ჯარების შენაერთები:[1]

  • მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზია (ს/ნ 61756, ქ. ნოვოროსიისკი, კრასნოდარის მხარე)
  • 56-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა (ს/ნ 44858, ქ. კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი).

სსო-ს შეიარაღებაში გააჩნია: 400-დე „T-27“ და „T-90“ ტანკი; 1000-დე „ბმპ“ ქვეითთა საბრძოლო და „ბმდ“ დესანტის საბრძოლო მანქანა; 300-დე „ბტრ-80“ და „ბტრ-82ა“ ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორი; 800-მდე „მტლბ“, „ბტრ-დ“, „ბტრ-ი“ ტიპის გამწე; 450-მდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; 250-დე ბუქსირებად ქვემეხი; 200-ზე მეტი ნაღმმტყორცნი; სხვადასხვა კალიბრის 250-ზე მეტი ზალპული ცეცხლის დანადგარი; 150-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი; 200-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და დანადგარი (მათ შორის „С-300В“, „ბუკ“-ი, „ტორ“-ი, „ოსა“ „სტრელა-10“) და 50-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო საქვემეხო კომპლექსი „ტუნგუსკა“.

სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაჯგუფების შემადგენლობაში შედის 3 საზენიტო-სარაკეტო პოლკი, მათ შორის ერთ-ერთი სსო-ში არსებული ერთადერთი სახმელეთო ჯარების, საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ანალოგია და გააჩნია „ბუკ“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. სსო-ს ორი საზენიტო-სარაკეტო პოლკიდან, ერთ-ერთმა (რომელიც განლაგებულია ნოვოროსიისკთან) შეიარაღებაში მიიღო საზენიტო-სარაკეტო „C-400“ კომპლექსი. გარდა ამისა, სსო-ში, (ასტრახანის ოლქში) კერძოდ აშულუკში მდებარეობს საზენიტო-სარაკეტო ძალების საწვრთნელი ცენტრი, სადაც განლაგებულია „С-300П“-ის ტიპის ორი საბრძოლო დივიზიონი.

სსო-ს სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედის „სუ-24“ ტიპის 100-დე საფრონტო ბომბდამშენი, 80-ზე მეტი „სუ-25“ მოიერიშე და დაახლოებით 100-დე „მიგ-29“, „სუ-27“, „სუ-30“ გამანადგურებელი. სსო-ს არმიის ავიაციას ასევე გააჩნია 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი, მათ შორის 10 „კა-52,“ 30-ზე მეტი „მი-28ნ“ და 50-მდე „მი-24/35“, 12 ერთეული მძიმე სატრანსპორტო „მი-26“ და 60-ზე მეტე მრავალმიზნობრივი გამოყენების „მი-8/17“ ვერტმფრენი.

შავი ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში ირიცხება 2 წყალქვეშა ნავი, შავი ზღვის ფლაგმანი – სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი „ქერჩი“, 3 სადარაჯო და 4 მცირე სარაკეტო გემი, 5 სარაკეტო კატარღა, 11 მტრალავი და 7 დიდი სადესანტო ხომალდი. კასპიის ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში შედის 2 სადარაჯო ხომალდი, 3 მცირე საარტილერიო ხომალდი, 6 სარაკეტო კატარღა, 4 ჯავშანკატარღა, 7 მტრალავი და 6 სადესანტო კატარღა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Infonapalm-ის საიტიდან აღებული ინფორმაცია, სტატიის ავტორი, ირაკლი კომახიძე.