სამხრეთის მარჯნის ჯგუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთის მარჯნის ჯგუფი
მშობ. სახელი: ინგლ. Southern Coral Group
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 06°30′00″ ს. გ. 55°44′00″ ა. გ. / 6.50000° ს. გ. 55.73333° ა. გ. / -6.50000; 55.73333
კუნძულთა რაოდენობა 2
მთავარი კუნძული პლატი
ფართობი 9,96 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 253
სიმჭიდროვე 25,40 ად. /კმ²
სამხრეთის მარჯნის ჯგუფი — ინდოეთის ოკეანე
სამხრეთის მარჯნის ჯგუფი

სამხრეთის მარჯნის ჯგუფი (ინგლ. Southern Coral Group) — მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, შედგება ორი კუნძულისაგან და შედის სეიშელის გარე კუნძულებში. მდებარეობს კუნძულოვანი ქვეყნის სამხრეთში, კუნძული პლატი 135 კმ-ში და კუნძული კოეტივი 300 კმ-ში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთის მარჯნის ჯგუფის კუნძულები მდებარეობს სეიშელის კუნძულების აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძული პლატი ქვეყნის უდიდეს კუნძულ მაედან და მასზე მდებარე დედაქალაქ ვიქტორიადან დაშორებულია 135 კმ-ით, ხოლო კუნძული კოეტივი, რომელიც პლატიდან სამხრეთით მდებარეობს კიდევ 171 კმ-ით. კუნძულები დაფარულია ტროპიკული ბალახოვანი მცენარეულობით და გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთის მარჯნის ჯგუფი შედგება ორი კუნძულისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებულია 171 კმ მანძილზე. ორივე ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვიშოვანი რიფებია:

კუნძული ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კოეტივი 9,31 250 26,85
პლატი 0,65 3 4,61
სამხრეთის მარჯნის ჯგუფი 9,96 253 25,40

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე კუნძული დასახლებულია. მთავარი დასახლებული პუნქტი მდებარეობს კოეტივის კუნძულზე.

პრეტენზიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავრიკი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთის მარჯნის ჯგუფის ორივე კუნძულზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]